ადამიანები ხშირად, ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. ამიტომ გირჩევთ, შეადგინო სია იმ ყველაფრის, რაც შენს მადლიერებას იმსახურებს. ჩამონათვალი მოათავსე ისეთ ადგილას, რომ ყოველთვის, როცა თავს ცუდად იგრძნობ, გადახედო, მაგალითად, ბლოკნოტში, რომელსაც მუდამ თან ატარებ, ან სმარტფონში.

სანამ სიას შეადგენდე და შემდგომაც, შესაძლოა გამოგეპაროს ქვემოთ მოცემული საჩუქრები, რომლითაც ცხოვრებამ დაგაჯილდოვა.

შენ ბედნიერი ადამიანი ხარ:

1. თუ დღეს დილით გაიღვიძე და გაგახსენდა, რომ საძულველ სამსახურში ხარ წასასვლელი, გიხაროდეს! გაქვს სამუშაო და უგრძნობადაც არ ქცეულხარ;

2. თუ რაღაცაზე ან ვიღაცაზე ხარ განაწყენებული, ეს ნიშნავს, რომ შენ ცოცხალი ხარ, სუნთქავ და რაღაც გადარდებს;

Privileged (4)

3. თუ ახლა ამას კითხულობ! ე.ი. ა) კითხვა იცი; ბ) ინტერნეტთან გაქვს წვდომა, ე.ი. მსოფლიოში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობაზე მდიდარი და იღბლიანი ხარ;

4. თუ იმდენად იღბლიანი ხარ, რომ ყველა კიდური თავის ადგილზე გაქვს! წარმოიდგინე, რა იქნებოდა შენი ცხოვრება, სხეულის რომელიმე ნაწილი ან ორგანო რომ გაკლდეს?!

5. თუ ერთ-ერთი მშობელი მაინც გყავს, ან იცი, მისი ვინაობა, გაქვს ოჯახთან ადამიანური ურთიერთობა;

6. თუ მეგობარი ან შეყვარებული დაკარგე და დაბნეული ხარ, არ იცი, რა მოიმოქმედო, ნუ დაღონდები. ყველაფერში შეიძლება დაინახო რაღაც პოზიტიური: ფანჯარა რომ იხურება, კარი იღება და სულ ცოტა ხანში ისეთ მეგობარს იპოვი, რომელიც მუდამ შენ გვერდით იქნება, ან ისეთი შეყვარებული გეყოლება, ვის მკლავებშიც ბედნიერად იგრძნობ თავს;

Privileged (1)

7. თუ გყავს მეგობარი, რომელიც უკვე ოჯახის წევრივით იქცა და ვისაც შეგიძლია დაეყრდნო, მაშინ შენ მსოფლიოში უდიდეს სიმდიდრეს ფლობ. სამწუხაროდ, ბევრი ამასაც მოკლებულია;

8. თუ გაქვს ფული საბანკო ანგარიშზე... ან ზოგადად, საბანკო ანგარიში გაქვს. ადამიანების უმრავლესობას ამის “ფუფუნება”, სამწუხაროდ, არ აქვს და შენ ისიც კი არ გეგონა, თუ ეს “ფუფუნება” იყო;

9. თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში გასართობად ტექნოლოგიებს იყენებ;

10. თუ დილით რამე მიირთვი, წამით დაფიქრდი იმ ადამიანებზე, ვინც შიმშილობს იმის გამო, რომ არ აქვს საშუალება სათანადოდ იკვებოს, შენ კი აქ ზიხარ და წუწუნებ, რომ ყველაფერი არ გაქვს რაც გჭირდება და გსურს;

Privileged (2)

11. თუ მომაკვდინებელ სნეულებას არ ებრძვი, იყავი მადლიერი, რადგან ერთ დღესაც, შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს. დღეს კი დიდი პრივილეგია გაქვს – ჯანმრთელი ხარ. დააფასე!

12. თუ დღეს თავი კარგად ვერ იგრძენი და ექიმთან წასვლა გადაწყვიტე, ისე, რომ ეს გადაწყვეტილება არ გადაგისინჯავს, ს ს შ რ  რამე მიზეზისდ, ი ს გამო, ე.ი. შენი მეზობლების უმრავლესობაზე იღბლიანი ხარ. 

13. თუკი შეგიძლია დანამდვილებით თქვა, რომ შენი სხეულის რომელიმე ნაწილი მოგწონს, ე.ი. შენ გიყვარს საკუთარი თავი იმაზე მეტად, ვიდრე ადამიანების უმრავლესობას.

Privileged (5)

14. თუ ყველა ადამიანური შეგრძნება და ემოცია გახასიათებს და ყველაფერი თავის ადგილზეა. შეძლებდი შენი საქმის შესრულებას მხედველობის, ან სმენის გარეშე? ჩვენ, ალბათ, ვერა!

15. თუ რამე დიდი გასაჭირი გამოიარე. ე.ი. სიბნელეც გინახავს და შეგიძლია სინათლის დაფასება;

16. თუ ამ ცხოვრებაში რამეს/ვინმეს ელოდები;

17. თუ გაქვს არჩევანი თავად განსაზღვრო, რისი კეთება გინდა ცხოვრებაში, ან გქონდა საშუალება დაგემთავრებინა სკოლა ან გევლო წრეებზე და გესწავლა რამე ისეთი, რაც გულით გიყვარს, ან გიყვარს შენი საქმე და სამსახური, იყავი მადლიერი;

Privileged (3)

18. თუ არსებობს ვინმე ან რამე, ვინც/რაც დღის ბოლოს შინ გელოდება, მაგალითად, საყვარელი ადამიანი, ოჯახი, ძაღლი ან, თუნდაც თევზი.

19. თუ შეგიძლია მედლის ორივე მხარე დაინახო, გასცდე ზედაპირულს და ჯანსაღად შეაფასო სიტუაცია.

age

20. თუ აცნობიერებ, რომ შენი ბედნიერება შენს ხელთაა, ე.ი. შეგწევს უნარი მის გაღვივებაზეც იზრუნო.