Home წარმატება

თუ საკითხავი გამოგელია, ან რამე ახალს ეძებ, გთავაზობთ ქალი ავტორების 11 წიგნს, რომელიც ნებისმიერი ჟანრის მოყვარულს დააკმაყოფილებს, ხოლო თუ რამის დამატება მოგინდა, არ მოგერიდოს და კომენატრებში მოგვწერე ;)

1. ცოცხალი ისტორია – ჰილარი კლინტონი


კლინტონის მემუარები, რომელიც 2004 წელს გამოვიდა, ასახავს მის ინტერესს პოლიტიკისადმი, სამართლის სკოლას, ბილის გაცნობას, მის სასამართლო პროცესებს და ცხოვრებისეულ პრობლემებს. ადვილია გააკრიტიკო ქალი, რომელსაც ასეთი საჯარო ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ჰილარი ძლიერი, ჭკვიანი და მიზანდასახულია. და თუ ეჭვები მართალია, მაშინ ეს წიგნი ამერიკის მომავალი პრეზიდენტის მემუარებია.

შეიძინე წიგნი, CD, ან ციფრული ვერსია ქინდლისთვის

2. კლეოპატრა – სტეისი შიფი

თუ გაინტერესებს ძალაუფლება, პოლიტიკა, სექსი და ის, თუ როგორ ერწყმის ეს ყოველივე ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაში, მაშინ ეს წიგნი შენთვისაა. მიუხედავად იმისა, რომ კლეოპატრას ცხოვრებისეული დეტალები შავბნელია, ბიოგრაფმა სტეისიმ შეძლო არაჩვეულებრივად გადმოეცა მისი ცხოვრება. 2011 წელს გამოცემული წიგნი ისტორიულ დოკუმენტებსა და იმ პერიოდის ტექსტებზე დაყრდნობით, კლეოპატრას ლეგენდარულ ქალად წარმოაჩენს.

შეიძინე წიგნი, CD, ან ციფრული ვერსია ქინდლისთვის

3. წლების წიგნი – ჯილ ლეპორი

თავის ცნობილ ესეში „საკუთარი ოთახი“, ვირჯინია ვულფი მოგვითხრობს, თუ როგორი იქნებოდა შექსპირს რომ და ჰყოლოდა სახელად ჯუდი. ჯილი კი თავის წიგნში მოგვითხრობს ბენჟამენ ფრანკლინის დის, ჯეინ ფრანკლინის რეალურ ისტორიას. წიგნი ფრანკლინების ოჯახის მატიანეა და კარგად ასახავს და-ძმის ახლო კავშირს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცალცალკე ცხოვრობდნენ და ჯეინმა წერა-კითხვა არც კი იცოდა. საბოლოო ჯამში, ეს ლამაზად დაწერილი წიგნი ცხოვრებაზეა და იმაზე, თუ რას ვტოვებთ უკან.

შეიძინე წიგნი, CD, ან ციფრული ვერსია ქინდლისთვის

4. გოგრის მჭამელი – პენელოპე მორტიმერი

პენელოპეს ავტობიოგრაფიულ წიგნზე ფილმი 1964 წელს გადაიღეს, სადაც მთავარ როლს ანა ბანკროფტი თამაშობს. წიგნში გულახდილად განხილული ოჯახური უთანხმოებისა და ღალატის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი პროვოკაციულად იქნა აღიარებული. რეალურად კი, პენელოპე თავის ბიოგრაფიას მოგვითხრობს. თუმცა ის მშრალი ინგლისური გონებამახვილობით და დამცინავი ფრაზებით ასახავს თუ რამდენი რამ (მრავალი ორსულობა, სანამ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები გამოჩნდებოდა, ცუდი ქორწინება, ავადმყოფობა, ლიტერატურული დიდება და წარუმატებლობა) შეიძება გადაგატანინოს კარგმა იუმორის გრძნობამ.

შეიძინე წიგნი, CD, ან ციფრული ვერსია ქინდლისთვის

5. ჯოან დიდიონის მემუარები

თუ ის პერიოდი დაგიდგა, როცა საკუთარ ცხოვრებაზე ბევრს ფიქრობ, მაშინ ჯოანზე უკეთეს მწერალს ვერ იპოვი. ის თავის რამდენიმე ესეში მოგვითხობს იმის შესახებ, თუ როგორია დაბრუნდე შინ, წამოხვიდე და ისევ დაბრუნდე უკან. მისი ნაწარმოებები „თეთრი ალბომი“ (The White Album) და „ბაჯბაჯი ბეთლემისკენ“ (Slouching Towards Bethlehem) გამოირჩევა, თუმცა თუ კათარზისს ეძებ, მაშინ მისი ორი მემუარი წაიკითე დანაკლისის შესახებ: “მაგიური ფიქრის წელი” (The Year of Magical Thinking), რომელიც მისი ქმრის მოულოდნელ გარდაცვალებაზეა და „ცისფერი ღამეები“ (Blue Nights), რომელიც ქალიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე მოგვითხრობს.

შეიძინე წიგნი, CD, ან ციფრული ვერსია ქინდლისთვის

6. ჭამე, ილოცე, შეიყვარე – ელიზაბეტ გილბერტი

მას შემდეგ, რაც წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღეს ჯულია რობერტსის მონაწილეობით და წიგნის 10 მილიონი ეგზემპლარი დაიბეჭდა, როგორც ჩანს, მან ბევრი მარტოხელა ქალბატონი შთააგონა. მარტივია, გააკრიტიკო არარეალურობის და თვით-შემწყნარებლობის გამო, მაგრამ არის ამ წიგნში რაღაც, რაც ესაუბრება ქალებს და ხელს უწყობს მათ მეტის მიღწევაში.

შეიძინე წიგნი, CD, ან ციფრული ვერსია ქინდლისთვის

7. როგორ უნდა იყოს ადამიანი? – შილა ჰეტი

ეს საოცრად ექსცენტრული წიგნი მოგვითხრობს ერთ ახალგაზრდა ქალზე სახელად შილა, რომელსაც აინტერესებს, როგორ უნდა იყოს ადამიანი. გმირები, მათ შორის მისი საუკეთესო მეგობარი მარგო და მხატვარი, ავტორის ნამდილი მეგობრები (სახელები უცვლელია) არიან რეალურ ცხოვრებაში. „როგორ უნდა იყოს ადამიანი?“ შესანიშნავი წიგნია მათთვის, ვინც მალე 30 წლის გახდება და დიდ დაბნეულობას გრძნობს იმის მნიშვნელობაზე, თუ რა არის ცხოვრება, ხელოვნება, რომანი და მეგობრობა თანამედროვე ეპოქაში.

შეიძინე წიგნი, CD, ან ციფრული ვერსია ქინდლისთვის

8. ლოცვის ჟურნალი – ფლანერი ო’კონორი

ფლანერი ამერიკის უდიდესი მწერალი და ერთ-ერთი ყველაზე ღრმად მორწმუნე პიროვნება იყო. სულ ახლახანს გამოსული წიგნი მის ახალგაზრდობაშივე დაწერილი დღიურებია. კათოლიკური რწმენის ერთგული ავტორის ჩანაწერები მოგვითხრობს, თუ როგორ გაამწვავა რწმენამ მისი მომავლის იმედები. „ნურასდროს მაფიქრებინებ ღმერთო, რომ შენს ისტორიაში მხოლოდ ინსტრუმენტი ვიყავი“ – წერს იგი.

შეიძინე წიგნი, ან ციფრული ვერსია ქინდლისთვის

9. არასდროს შეჭამო შენი გული – ჯუდიტ მური

მურის ნაწარმოები მის ცხოვრებას, ბავშვობას, ქორწინებას, შვილებს და წერას საკვების მეშვეობით მოგვითხრობს. „ვიღაცამ შეიძლება ივარაუდოს, რომ იმ წელს მთელი ჩემი დიასახლისობის პერიოდში ყველაზე გემრიელი საჭმელი მომიმზადებია, რადგან ვცდილობდი ღალატი გამომესყიდა. ნეტავ შემეძლოს იმის თქმა, რომ ეს სიმერთლეა. ფაქტია, მე ასე კარგად იმიტომ ვამზადებდი, რომ ბედნიერი ვიყავი.“ – წერს იგი.

შეიძინე წიგნი, CD, ან ციფრული ვერსია ქინდლისთვის

10. მე მალალა ვარ – მალალა იუსაფზაი

ცოტას თუ ეგონა, რომ 15 წლის თავში დაჭრილი გოგონა გადარჩებოდა. მალალამ კი თავისი ისტორიის მოყოლით ყველა მოლოდის გადააჭარბა და ქალებისთვის განათლების ხელშეწყობას მიჰყო ხელი. მალალა შთაგონების განასახიერებაა.

შეიძინე წიგნი, CD, ან ციფრული ვერსია ქინდლისთვის

11. ჩემი ცხოვრება საფრანგეთში – ჯულია ჩაილდი

ალბათ შენი კარიერა სულაც არაა ისეთი, როგორზეც ოცნებობდი და 2014 წელს დიდი ცვლილების იმედი გაქვს. უბრალოდ მიჰყევი ჯულიას მაგალითს, რომელმაც კულინარიის სასწავლებელში 37 წლის ასაკში ჩააბარა. ამას გარდა, იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც ბრიტანეთის მსახური ცხოვრობდა და ის ერთადერთი მამაკაციც იპოვა. „ჩემი ცხოვრება საფრანგეთში“ კულინარის მემუარებია, თუმცა იგი იმ ქალის შესახებაც მოგვითხრობს, რომელიც თავისი მიზნის მისაღწევად არასდროს დაიხევს უკან.

შეიძინე წიგნი, CD, ან ციფრული ვერსია ქინდლისთვის

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?