Home მოტივაცია & პოზიტივი

interview2

გასაუბრება პირველი შთაბეჭდილებაა, რომელსაც პოტენციურ დამქირავებელზე ახდენ, შესაბამისად, ეს თქვენი ურთიერთობის საწყისი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ეტაპია. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, გამსაუბრებელს კანდიდატზე შეხედულება უყალიბდება შეხვედრის პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამიტომ რაც უნდა გააკეთო შემდგომ, ვერ შეცვლი მის წინასწარ შექმნილ განწყობას შენ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით გასაუბრებაზე ქცევის მიღებული წესები, მაინც არსებობს რამდენიმე წვრილმანი შეცდომა, რომელსაც ხშირად ვუშვებთ. ეს შეცდომები შენი კომპეტენციების არასწორ აღქმას იწვევს პოტენციურ დამსაქმებელში, ამიტომ თუ მათ შენც დაუშვებ, შეგიძლია არ გქონდეს შთაბეჭდილების პოზიტიურისკენ შეცვლის იმედი.

დროის მენეჯმენტი

ნუ დააგვიანებ. არ აქვს მნიშვნელობა „საცობში გაიჭედე“, „მანქანა შუა გზაზე გაგიფუჭდა“, „ძალიან რთულად მისაგნები ოფისია“, თუ რაღაც სხვა შეგემთხვა. არ უნდა დააგვიანო. დიახ, იმ 5 წუთითაც კი, რომელიც თითქოს მხოლოდ 5 წუთია. დამქირავებელს მსგავსი მიზეზები ძალიან ბევრჯერ მოუსმენია და უმეტეს შემთხვევაში, ეს მათთვის სრულიად მიუღებელია. თუ შენ ხშირად აგვიანებ ღონისძიებებზე და შეხვედრებზე თუნდაც მეგობრებთან, ან გიჭირს ქალაქში ორიენტაცია, წინასწარ განსაზღვრე მარშრუტი, ზუსტად დაადგინე სად მდებარეობს ოფისი და ადრე გადი სახლიდან, რომ მშვიდად მიაღწიო დანიშნულების ადგილამდე. შენ წარმოიდგინე, არც ზედმეტად ადრე მისვლა ითვლება კარგ ტონად – ეს იმას ნიშნავს, რომ იმდენად შეუჩვეველი ხარ რეჟიმს, დროს სწორად ვერ განსაზღვრავ და დათქმულამდე ნახევარი საათით ადრე მიდიხარ შეხვედრის ადგილას მაშინ, როცა ჯერ არავინ გელოდება.

წვრილმანი დეტალები

მოულოდნელმა ზარმა ან შეტყობინებამ შეიძლება საგრძნობლად შეამციროს შენი შანსები ინტერვიუზე. დამქირავებელი არასოდეს გაგაფრთხილებს გამორთო მობილური ტელეფონი, როგორც ეს კინოსეანსის დაწყების წინ ხდება, ამიტომაც გაითვალისწინე ეს. სხვაგვარად, ამ მცირე უხერხულობამ დამქირავებელი შეიძლება ნეგატიურად განაწყოს შენ მიმართ.

job-interview-questions-ftr

თავისუფალი ჩაცმულობა

რაც უნდა თავისუფალი იყოს ჩაცმის სტილი ოფისში, ინტერვიუზე ჯინსით გამოცხადებისას, აუცილებლად დემონსტრაციულად დაგათვალიერებენ. დამქირავებელთა უმეტესობის მოლოდინი არის ფორმალური ჩაცმის სტილი. არ შეცდები, თუ უბრალო ქვედაბოლოს და პიჯაკს აარჩევ. თითქოს პროფესიონალურ სამყაროში ჩაცმის სტილს დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ უნდა ენიჭებოდეს, თუმცა ეს ასე არ არის. დიახ, მნიშვნელოვანია რა გაცვია, რადგან ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგები პოტენციურ სამუშაოს.

ზღვარი

დამქირავებელთა 95% თვლის, რომ გამომწვევად, თუნდაც სექსუალურად ჩაცმა გასაუბრებისთვის დიდი მინუსია. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს, რომ Ugly Betty-ს მსგავსად უნდა გამოეწყო, მაგრამ 15 სანტიმეტრიანი ქუსლები, მომდგარი მოკლე ქვედაბოლო და ღრმა დეკოლტე სხვა, შესაბამისი შეხვედრისთვის შეინახე. გასაუბრებისთვის კი ზომიერად კონსერვატიული სტილი შეარჩიე. მაკიაჟის შესახებ რჩევებისთვის კი გადახედეთ ჩვენი ავტორის გამოცდილებას.

 

professional-business-women

ფამილარული დამოკიდებულება

მომავალ ხელმძღვანელთან პოზიტიური კავშირის დამყარება ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულად გაიხსნა და მოიქცე ისე, თითქოს დამქირავებელი შენი მეგობარი იყოს. პირდაპირობა კარგია, თუმცა ზომიერება მნიშვნელოვანია. არასოდეს ესაუბრო დამქირავებელს “შენობით” იმ შემთხვევაშიც კი თუ თავად ასე მოგმართავენ – ეს ყოველთვის მიუღებელია და ნეგატიურ დამოკიდებულებას ქმნის.

მატერიალიზმი და ენთუზიაზმი

რა თქმა უნდა, ხელფასზე გიფიქრია, მაგრამ სანამ დამქირავებელი წამოჭრის ამ თემას, აჯობებს საკუთარი ინიციატივით არ წამოიწყო ამ საკითხის განხილვა. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ როცა კითხვას დაგისვამენ, თავი არ აარიდო პასუხს. თუ დამქირავებელი შენგან კონკრეტულ ციფრს ითხოვს, აუცილებლად უნდა უპასუხო. ნუ მოგერიდება, ნუ გაახმოვანებ შენს მორიდებას, ნუ იტყვი, რომ “ხელფასი შენთვის არც ისე მნიშვნელოვანია”, ან “ციფრი თქვენ უნდა მითხრათ, მე კი არა”, ან “წარმოდგენა არ მაქვს რამდენი შეიძლება იყოს ხელფასი”. ასეთი დამოკიდებულება იმაზე მიუთითებს, რომ პირველივე შეხვედრისას იტყუები: დიახ, ხელფასი მნიშვნელოვანია, რადგან თუ ქველმოქმედებისთვის არ მუშაობ, ერთ-ერთი მიზანი ფინანსურია, ამიტომ ხელფასი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასე შეხედე: მსგავსი პასუხის შემდეგ დამქირავებელმა რომ უფასოდ მუშაობა შემოგთავაზოს, დათანხმდები?! ამასთან, შენ აუცილებლად სწორად უნდა აფასებდე შენს ღირებულებას. რა თქმა უნდა, დამქირავებელი გეგმავს შემოგთავაზოს შენი დროის ღირებულების მისეული აღქმა, მაგრამ ჯერ შენგან სურს მოისმინოს როგორ აფასებ საკუთარ შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია, რომ ციფრი, რომელსაც დაასახელებ, იყოს რეალისტური და გადაჭარბებით არ აფასებდეს შენს რეალურ შესაძლებლობებს.

Job-interview

შვებულება და შეღავათები

დამქირავებელთა 69% თვლის, რომ გასაუბრების დროს შეღავათებზე საუბარი, შვებულების დღეების დაზუსტება ან იმის გაგება, თუ როდის შეგიძლია აიღო დასვენების დღე იმ სამუშაოდან, რომელიც ჯერ არც კი მიგიღია, როგორც მინიმუმ, არ წარმოგაჩენს საუკეთესო ჭრილში. იმის გასაგებად, თუ რა შეკითხვები შეგიძლია დასვა გასაუბრებაზე, გადახედე ჩვენს სტატიას.

ნუ გალანძღავ ყოფილ უფროსს

თუნდაც ის ამის ღირსი იყოს, შენი ყოფილი სამუშაო ადგილისა თუ ხელმძღვანელობის შესახებ უარყოფითი გამოხმაურება არც ერთ ქულას არ მოგიმატებს გასაუბრების დროს, პირიქით, დაგაკლებს კიდეც. ამას გარდა, ფრთხილად იყავი შენს ძველ, ან ახლანდელ ორგანიზაციაზე საუბრისას: არ წამოგცდეს კომერციული საიდუმლოება, არ გასცე ინფორმაცია, რომელიც არ არის საჯარო და რომელსაც შეუძლია შეარყიოს შენი კომპანიის რეპუტაცია.

youre-hired

ორიგინალურობა და ინდივიდუალურობა ყოველთვის მისასალმებელია, რადგან კონკრეტულად შენ და შენს პიროვნებას წარმოაჩენს. დამქირავებელს ბევრჯერ მოუსმენია გაცვეთილი ფრაზები, როგორიცაა მაგალითად, „მე მონდომებული მუშაკი ვარ“, „გუნდური მუშაობა შემიძლია“, „კრეატიული აზროვნებით გამოვირჩევი“. ნუ ისაუბრებ კლიშეებით. გულწრფელად წარმოაჩინე შენი დადებითი მხარეები. ჩვენი რჩევები კი დაგეხმარება გაამახვილო ყურადღება დეტალებზე და არ ჩავარდე უხერხულ მდგომარეობაში.

12 კომენტარი to this post
  1. ძალიან ბუნებრივი და პირდაპირი ვარ გასაუბრებაზე)) და მაქსიმალურად ვერიდები შაბლონურ ტექსტებს ))) და ჭრის :დ :დ უბრალოდ ერთი მინუსი რაც მაქვს ესაა, რომ ძალიან ვნერვიულობ და თუ ცოტა სწერვები დამხვდნენ “ვიკარგები” აი ნერვიულობას როგორ მოვერიოთ ეგ გვირჩიეთ რაააა))

  2. ჩაცმულობას რაც შეეხება, ვერ დაგეთანხმებით ჯინსების საკითხში :) ჯინსსაც გააჩნია და იმასაც, რა სფეროში მიდიხარ სამუშაოდ. ბანკში თუ მიდიხარი ისეთ პოზიციაზე, სადაც კლიენტებთან გიწევს ურთიერთობა, რა თქმა უნდა ჯინსი უნდა დაივიწყო. IT-შნიკი კი წარმოუდგენელია შარვალ-კისტუმით (ხელმძღვანელი პოზიციების გარდა). ბევრგან მივსულვარ მეც ჯინსებით, ისინიც ჯინსებით დამხვედრიან და გასაუბრებაც წარმატებული ყოფილა :)

  3. რა უნდა ვთქვა? ჩვენში გასაუბრება ხშირად ფომალურ ხასიათს ატარებს, ამიტომ რაც გინდა ჩაიცვი და როგორც გინდა მოიქეცი. რა მნიშვნელობა აქვს?!

  4. როგორ გადავდო შემდეგი შეხვედრისთვის, თუ 15 სმ სიმაღლის ფეხსაცმელი ჩემი სტილია და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ?
    მემგონი სჯობია იყო ის რაც ხარ…

  5. კარგი რჩვეებია ალბათ კიდევ წვრილმანებია დასამატებელი. კერძოდ ხელები როგორ უნდა გედოს, მზერა როგორ უნა აკონტროლო და ა.შ. მაგრამ ეს სხვა სტატიის ტემა უფრო არის.

  6. vaime ramdens schirdeba amis cakitxvaa rom mere ar tkvan samsaxurshi ar vakavarto, istebi modian gasaubrenbaze jer azrze ar arian im sakmis razec vakansiaa gamocxadebuli mere aseti frazebis shemdeg rogor unda aikvano:1. tkven rom mascavlot ar shegidzliat?
    2. anazgaureba ramdeni mekneba?
    3. sxvagan vmushaob da grafiki ise rom shemickot rom ikac vimushao
    4. shvebuleba rogor mekneba me agvistoshi minda dasveneba:DDDDd
    amas rom moimen adamianisgan romelic samsaxurs edzebs rogor unda aikvano samsaxurshi ar mesmis mere ukvit kide ra damicunao rit ar moveconeo da mokvebian landzgvas xelmdzgvaneli pirebis amitom visac samsaxuri gindat kargad caikitxet rac ak ceria rom es idioturi dialogi agar gamartot rroca interviuze xart.

    • ხელფასის გარდა ყველაფერში გეთანხმებით :) პოტენციური დამსაქმებელი თუ არ გეუბნება ხელფასის ოდენობას, უნდა ჰკითხო, აბა ისე როგორ დათანხმდები? მე როცა დამჭირდა, ვიკითხე და ამით არაფერი დაშავებულა, ამიყვანეს. ეს ჯანსაღი დამოკიდებულებაა, კონტრაქტს სანამ დაგიდებენ ხელმოსაწერად, მანამდე უნდა გაარკვიო ხელფასი, რომ ბოლო მომენტში არ შეიქმნას უხერხულობა :) თან საქართველოში ვაკანსიას რომ აცხადებენ, მაშინ არც ხელფასს უთითებენ ძალიან ხშირად და არც გრაფიკს, სამაგიეროდ მოთხოვნები და მოვალეობები აქვთ ხოლმე ჩამორაკრაკებული :დ

  7. სულ ახლახანს :
    შორთ ლისთში მოვხვდი,
    ტესტირების ეტაპი წარმატებით გავიარე და
    დამრჩა მეორე ინტერვიუ ჰედ HR-თან… )))
    ხოდა, თურმე ზემოთ რაც გიწერიათ, ყველაფერი წესრიგში მქონდა. დაჟე ოჩენ )))))))

შენ რას იტყვი?