ასაკთან ერთად ადამიანი გამოცდილებასაც იძენს, მაგრამ თუ კომერციული საქმიანობით ხარ დაკავებული, ათი რამ აუცილებლად უნდა იცოდე და გახსოვდეს:

1. ყველაფერს ვერ გააკონტროლებ

Business Lady (3)
მიუხედავად იმისა რამდენს იშრომებ ან ვის იცნობ. რაც უფრო მალე გააცნობიერებ ამას, მით ნაკლები იქნება ამაო მცდელობათა რაოდენობა. აკონტროლე ის, რისი კონტროლის უნარიც შეგწევს და ნუ მოცდები იმაზე, რისი კონტროლიც შენს შესაძლებლობათა ზღვარს მიღმაა. ეცადე, საკუთარი დრო მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენო და ისწავლო დელეგირება!

2. ფული წარმატების ერთადერთი საზომი არ არის

ფული მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის არის ყველაზე ხელშესახები საშუალება, რომლიც საზოგადოებას სათვლელად გააჩნია, ასევე გაცვლის უნივერსალური საშუალება და ხშირად, ძალაუფლების საწყისი. თუმცა, ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი მილიარდერი იყო, საკმარისია ზუსტად იმდენი, რამდენსაც საყვარელი საქმის კეთება მოგიტანს. თუ ის, რისი კეთებაც გიწევს, სიამოვნებას არ განიჭებს, დამერწმუნე, ვერასოდეს იქნები ბედნიერი.

3. გიყვარდეს ყველა, მაგრამ მიენდე მხოლოდ ერთეულებს

ჩათვალე, რომ ადამიანები შენი საუკეთესო ინტერესებისთვის მოქმედებენ, მაგრამ, ნურავის მიენდობი მანამ, სანამ ისინი შენს ნდობას არ დაიმსახურებენ. თუ გსურს წარმატებას მიაღწიო, ნუ დაამყარებ იმედებს სხვა ადამიანებზე.

4. იმაზე მნიშვნელოვანი თუ რას აკეთებ, არის ის თუ ვისთან ერთად აკეთებ

Business Lady (2)
შენი განწყობა უმთავრესად დამოკიდებულია შენს სამსახურებრივ ურთიერთობებზე, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება შენი ბიზნესის წარმატებაზე.

5. წარმატების მისაღწევად შესაძლოა, დიდი დრო დაგჭირდეს, ასე 7-დან 10 წლამდე

მოთმინების უნარი განსაკუთრებული ნიჭია, რომელიც ყველა ადამიანს არ გააჩნია. ეს ნაწილობრივ განაპირობებს იმ განსხვავებებს, რაც წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის არსებობს. გააცნობიერე და მიიღე, რომ მყარ წარმატებას მხოლოდ ხანგრძლივი შრომის შედეგად თუ მიაღწევ.

6. წარუმატებელი შემთხვევა ჭკუის სასწავლებელი ყოველთვის როდია

გავრცელებული მოსაზრება, რომ “წარმუმატებელი მცდელობები და შემთხვევები ყოველთვის რაღაცას გასწავლის” მცდარია. შესაბამისად, ხანდახან უბრალოდ უნდა დაივიწყო წარუმატებლობა და განაგრძო მცდელობა გახდე წარმატებული.

7. ყოველთვის იარსებებენ გამარჯვებულები და დამარცხებულები

Business Lady (1)
რა თქმა უნდა, უკეთესია, იყო გამარჯვებული, მაგრამ იმის სწავლა, როგორ იყო “ღირსეული დამარცხებული” საკმაოდ მნიშვნელოვანია. არავის უხარია წაგება, მაგრამ – ესეც ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომელსაც აუცილებლად უნდა ეზიარო, რათა წარმატებისკენ გზა უკეთ გაიკვალო.

8. მთავარია, რა გრჩება ბოლოს

დაივიწყე რამდენად დიდია შენი შემოსავალი ან ის, თუ რამდენი ადამიანი გყავს დასაქმებული. მთავარია, რამდენი დაგრჩება ხარჯების გადახდისა და ვალების გასტუმრების შემდეგ.

9. ფოკუსირება, ფოკუსირება, ფოკუსირება

ის მცირე ბიზნესმენები, რომლებიც ცდილობენ ყველა კლიენტისათვის გახდნენ “ყველაფერი”, ვერასოდეს მიაღწევენ წარმატებას. მომხმარებელზე საუკეთესოდ ზრუნავს ის, ვინც მას აწვდის კონკრეტული სახის მომსახურებას, მაგრამ – ხარისხიანად!

10. არსებობს რაღაც, რაც ბიზნესზე მნიშვნელოვანია

ადამიანთა უმრავლესობა უამრავ დროს ატარებს სამსახურში და მის შემდგომაც საქმეზე ფიქრს ანდომებს მთელს თავისუფალ დროს. შედეგად, მარტო რჩებიან და როდესაც წარმატებას აღწევენ, თანამშრომლების გარდა ამას ვერავის უზიარებენ. გინდა შენც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდე? რა თქმა უნდა არა.

ამიტომ გაითვალისწინე ჩვენი რჩევები. ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ გახდე უფრო წარმატებული.