Home ბლოგები გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი

pwill-you-marry-me-in-paris

ძვირფასო მამაკაცებო!

თუ თქვენ უკვე იპოვეთ ის ერთადერთი, ვინც გსურთ, თქვენი ცხოვრების მეგზური გახდეს, ჩვენ გირჩევთ, რომ ამისთვის კარგად მოემზადოთ.

მართალია ქართული ტრადიციული ქორწილები ცოტა სხვა სცენარით იმართებოდა ხოლმე, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენს გარშემო იმდენ გოგონას სთხოვეს ხელი რომანტიკულ გარემოში, სიურპრიზად და თანაც ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედიც აჩუქეს – ჩავთვალეთ, რომ ტენდენციები იცვლება.

თუ გაქვთ საშუალება, კარგი იქნება თუ თქვენც სწორედ ასე მოიქცევით თქვენს მომავალ მეუღლესთან მიმართებაში. დაგვიჯერეთ, ეს მას ძალიან გაუხარდება, რადგან არაერთი ფილმი და სერიალი ექნება ნანახი, სადაც ხელის თხოვნის პროცესი ყველაზე რომანტიკული და დასამახსოვრებელია.

ერთი სიტყვით –

ოჯახის შექმნა იწყება ბეჭდიდან.

1. დაადგინე ბიუჯეტი

ეს ისეთი საჩუქარია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ატაროს ადრესატმა, შესაბამისად, ყველაზე ხშირად მამაკაცებს უჩნდებათ შეკითხვა თუ რამდენი უნდა დახარჯონ ნიშნობის ბეჭედზე. არსებობს ძველი ჩვეულება, რომ ნიშნობის ბეჭდის ფასი უნდა იყოს მამაკაცის ხელფასის სამმაგი ოდენობა. თუმცა თუ მეტის შესაძლებლობა გაქვთ, შეგიძლიათ ბიუჯეტი იქიდან გამომდინარე დაადგინოთ, თუ როგორი ბეჭედი გსურთ, ან როგორზე ოცნებობს თქვენი საბედო.

გახსოვდეთ, რომ მთავარი ფასი არ არის. შესაძლებელია ერთ ხელფასზე ნაკლები ბიუჯეტითაც კი ისეთი გასაოცარი ბეჭედი იყიდოთ, თქვენი რჩეული აუცილებლად გეტყვით “კი”-ს!

Marriage-proposal-006

2. გაიგე შენი რჩეულის სტილი

იშვიათად თუმცა მაინც ხდება, რომ ზოგიერთი წყვილი ბეჭდის საყიდლად ერთად მიდის. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მომავალი სასიძო ცდილობს განსაკუთრებული მომენტი სრულიად სიურპრიზად შემოინახოს, ამიტომ თვითონ უწევს ბეჭდის შეძენა. მომავალი საცოლისთვის ოცნების ბეჭდის პოვნა მამაკაცისთვის შეიძლება დიდი გამოწვევა აღმოჩნდეს, თუმცა შეგიძლიათ ფრთხილად გაარკვიოთ რამდენიმე საკითხი და თავიც ქუდში გექნებათ.

პირველ რიგში, დააკვირდით როგორი სტილის სამკაულებს ატარებს თქვენი რჩეული: ტრადიციული თუ თანამედროვე? რომანტიკული თუ გამომწვევი? დიდი და მყვირალა ფერებიანი თუ პრაქტიკული და ფაქიზი ნივთები მოსწონს?

ასევე ყურადღება მიაქციეთ მისი სამკაულების მეტალს და მის ფერს. ოქროს ანიჭებს უპირატესობას თუ ვერცხლს? თუ მას ვერცხლისფერი სამკაულები უყვარს, შეგიძლიათ თეთრი ოქროს ნიშნობის ბეჭედი შეარჩიოთ.

რჩევა შეგიძლიათ მომავალი პატარძლის ნათესავებს ან ახლო მეგობრებსაც ჰკითხოთ. უბრალოდ დარწმუნდით, რომ საიდუმლოს შეგინახავენ.

romantic-proposal-diamond-gold-jewelry1

3. აირჩიეთ ბრილიანტის ფორმა

ბეჭდის ყიდვის დროს ყველაზე კარგი დასაწყისი იქნება თუ ბრილიანტის თვლის რომელიმე ფორმაზე თავიდანვე შეჩერდებით და აქედან დაიწყებთ ძებნას.

diamondshapes._V192239162_

ყველაზე პოპულარული ფორმა მრგვალი ბრილიანტია. იგი 360°-იანი სიმატრიულობის გამო, ყველაზე მეტად ბრჭყვიალებს.

პრინცესას ფორმა მომდევნო ყველაზე პოპულარული ფორმაა, რომელსაც სწორკუთხა ხაზები და ძალიან ლამაზი ბრწყინვა აქვს. ასევე ხშირად ირჩევენ სამეფო ფორმის მარკიზას, რომელიც ვიზუალურად თითის ფორმას აგრძელებს. კლასიკური ზურმუხტის ფორმაც ძალიან მოსწონთ. ხოლო radiant-ი ზურმუხტის და მრგვალი ფორმების ნარევია.

ოვალური ბრილიანტი მრგვალი ბრილიანის წაგრძელებული ფორმაა და მართალია ნაკლები ბრწყინვალება აქვს, მაგრამ ფასითაც შედარებით ნაკლებ ბიუჯეტს მოითხოვს. Asscher-ის ფორმა კი პრინცესას და ზურმუხტს შორის რაღაც საშუალოა. მას უნიკალური კუთხეები აქვს.

სხვა თანამედროვე ფორმებია გულის, მსხლის და ბალიშის.

ერთი სიტყვით, სანამ ხარისხის შემოწმებაზე გადახვალთ, ჯობია ფორმის საკითხი თავიდანვე გადაწყვიტოთ.

propose

4. 4C-ს ფორმულა

ბრილიანტის ხარისხის გასაგებად იყენებენ 4C-ს ფორმულას. ეს ის ფაქტორებია რომელიც ბრილიანტის სილამაზეს ბრწყინვალებას და რაც მთავარია, ფასს განსაზღვრავს.

Carat – კარატი

ბრილიანტის წონა კარატებით იზომება. ერთი კარატი 100 ქულის ექვივალენტია. დიდი ქვები ხშირად მეტ კარატიანია, მაგრამ მხოლოდ ზომა არ მიირება მხედველობაში. ჭრა, ფერი და გამჭვირვალობა ასევე დიდ გავლენას ახდენს ბრილიანტის ბრწყინვალებაზე.

Cut – ჭრა

ბრილიანტის ჭრა გავლენას ახდენს მის მიერ სინათლის არეკვლაზე, რაც ანიჭებს მას ბრწყინვალებას. იდეალური ფერის და გამჭვირვალობის მქონე ბრილიანტიც კი შეიძლება უსიცოცხლოდ მოგეჩვენოთ, თუკი იგი კარგად არ არის გამოჭრილი. კარგად გამოჭრილი ბრილიანტი სინათლეს ზუსტად ისე აირეკლავს, რომ სხივი უკან ბრუნდება და ბრწყინვალებას ანიჭებს ბეჭედს.

deep-shallow-ideal._V46770113_

სიღრმე და კუთხე ჭრაზე დიდ გავლენას ახდენს. Amazon.com-ზე გამოტანილი ნიშნობის ბეჭდები ამერიკის გემოლოგიური ინსტიტურის მიერ არის შეფასებული შემდეგი შკალით: Excellent (საუკეთესო), Very Good (ძალიან კარგი), Good (კარგი), ან Fair (პატიოსანი).

Color – ფერი

შეუიარაღებელი თვალით ძალიან რთულია შენიშნო ბრილიანტის ფერი, თუმცა განსხვავებულ ქვებს თუ გვერდიგვერდ დადებთ, მაშინ შენიშნავთ სხვაობას.

diamond-colorscale._V46769789_

ბრილიანტების უმეტესობა ფასდება ალფავიტის ასოების მიერ შედგენილი შკალით. საუკეთესო ანუ უფერო ბრილიანტი D ასოთი აღინიშნება და ყველაზე ძვირიანია მისი იშვიათობის გამო.

Clarity – სიწმინდე

არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი ბრილიანტი და მათი გარჩევა შესაძლებელია ლაქების მიხედვით (inclusion marks). ლაქების დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია, თუმცა მიკროსკოპის ქვეშ ისინი კარგად ჩანს. სიწმინდე იზომება ლაქების არსებობის მიხედვით. ნაკლები ლაქა შესაბამისად მეტ სიწმინდეს ნიშნავს.

ბრილიანტის სიწმინდე კლასიფიცირდება როგორც უზადო – რომელსაც არანაირი ლაქა არ აქვს, I1-I3 გამჭვირვალობამდე, რომლებიც 10-ჯერ გადიდების შემთხვევაში მკაფიოდ შეინიშნება და გავლენას ახდენს გამჭვირვალობასა თუ სიკაშკაშეზე.

diamond-clarity._V46768341_

დაზოგე ფული ამ რჩევების მიხედვით:

დაზოგი კარატებზე – ბრილიანტის ფასი მკვეთრად იმატებს, როგორც კი 1 კარატიან ზღვარს გადაცდება. შეგიძლია იყიდო 0.98 კარატიანი ბრილიანტი 1-იანის ნაცვლად – ვიზუალურად განსხვავება საერთოდ არ იგრძნობა, ფასში კი – აშკარაა.

დაზოგე სიწმინდეზე – ოდნავ მოკრძალებული ბრილიანტის არჩევისას უზარმაზარ დანაზოგს გააკეთებ. ლაქების უმეტესობა თვალისთვის შეუმჩნეველია. მაგალითად VS-ად შეფასებული ბრილიანტი გასაოცარ ხარისხს გვთავაზობს, მართალია ოდნავ ნაკლებს ვიდრე VVS ბრილიანტი, მაგრამ თუმცა თვალისთვის შეუმჩნეველი განსხვავებით.

დაზოგე ფერზე – შავგრემანი და შედარებით მუქი კანის მქონე პატარძლის ხელზე ოდნავ მოყვითალო ბრილიანტიც კი თეთრი და კაშკაშა გამოჩნდება. ეს სტრატეგია არ გამოგადგებათ თუ თქვენს რჩეულს თეთრი, ფითქინა კანი აქვს. ასეთ შემთხვევაში თქვენი ბრილიანტი ჯობია D-დან J-მდე დიაპაზონში მოიაზროთ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მეტალის ფერს. მოყვითალო ბრილიანტი ყვითელი ოქროს ბუდეში უფრო კაშკაშა და ნათელი გამოჩნდება, ვიდრე თეთრი ოქროს ან პლატინის ბუდეში.

rachel4

5. შეარჩიე ბუდე

რახან ქვა უკვე შევარჩიეთ, ახლა დროა ბუდეზეც ვიზრუნოთ. ბუდე შეიძლება იყოს მარტივი ან რთული ნაკეთობის, ბრილიანტის ქვა მასში იყოს ჩამჯდარი ან პირიქით, ბუდეზე ზევიდან იჯდეს.

ფორმა

ყველაზე პოპულარული ბუდის სტილებია სოლიტერი, კათედრალი, სამი ქვიანი და არხისებრი.

ერთი რამ რაც უნდა გაითვალისწინოთ ბუდის არჩევისას, მომავალი საპატარძლოს ხელის ზომაა. გრძელი, თხელი თითებს განიერი ბეჭედი დააბალანსებს, პატარა ხელებისთვის კი აჯობებს თხელი ბეჭედი შეარჩიოთ. ყველაზე ლოგიკური იქნება, ბრილიანტის თვალი და ბუდე მისი ბეჭდის ზომიდან გამომდინარე შეარჩიოთ.

მასალა

ბუდე, მისი ფორმა, ეფექტურობა და ფასი პირდაპირ არის დამოკიდებული იმ მასალაზე, რისგანაც იგია ჩამოსხმული. აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი რჩეულის გემოვნება. თანამედროვე ბეჭდები როგორც წესი თეთრი და ყვითელი ოქროსგან ან პლატინისგან ისხმება.

პლატინა

ყველაზე იშვიათი და მძიმე ძვირფასი მეტალია დედამიწაზე.

– წარმოუდგენელი სიძლიერე და ბუნებრივი სიმქრქალე.

– მანათობელი ელვარება, უფრო კაშკაშა ვიდრე თეთრი ოქრო.

– არ იბზარება და ადვილად არ ცვდება

ასევე არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ 18 კარატიან ყვითელ და თეთრ ოქროს და 14 კარატიან ყვითელ და თეთრ ოქროს შორის.

დაზოგე მასალაზე – თუ ვერცხლისფერი ბუდის შეკვეთა გსურთ, 18 კარატიანი თეთრი ოქრო პლატინის ბუდეზე იაფი დაგიჯდებათ, თუმცა ყველაზე იაფი მაინც 14 კარატიანი თეთრი ოქრო იქნება.

ძვირფას მეტალებზე მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გზამკვლევს (მალე…).

Public-Marriage-Proposal-With-Crowd1

6. განსაზღვრე ბეჭდის ზომა

ყველაზე მარტივი ბეჭდის ზომის გაგება შესაძლებელი თუ პირდაპირ ჰკითხავთ მას თქვენს რჩეულს. მაგრამ ხანდახან თვითონ გოგონებმაც არ იციან საკუთარი ზომა.

ასე რომ პირველ რიგში ჩამოტვირთეთ და ამობეჭდეთ ეს ბეჭდის ზომის გზამკვლევი.

თუკი ხელის თხოვნის შესახებ საიდუმლოს ინახავთ, ჩუმად ნახეთ მისი რომელიმე ბეჭედი, რომელიც ზუსტად იცით რომ მარჯვენა ხელის არა თითზე კარგად ერგება. შეადარეთ ეს ბეჭედი ამობეჭდილ გზამკვლევს ან გააზომინეთ იუველირს.

თუ ბეჭდის “თხოვნა” და იუველირთან წაღება არ გამოდის, შეგიძლიათ ბეჭედი გაიკეთოთ რომელიმე თითზე მაქსიმალურად ქვევით ჩაწიოთ, სადამდეც კომფორტულად ჩავა და კალმით მოინიშნოთ ხაზი სადამდეც ჩადის ბეჭედი. იუველირი გაზომავს მონიშნულს და გამოთვლის მის ზომას.

თუკი ეჭვი გეპარებათ ზომაში, ჯობია ოდნავ დიდი ზომის ბეჭედი შეარჩიოთ, რადგან დაპატარავება უფრო ადვილია, ვიდრე გადიდება.

marriage-proposal-quick-pic-600x450

7. შეუკვეთე

თანამედროვე შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრების მიხედვით ბეჭედი ონლაინ შევარჩიოთ და შევუკვეთოთ. Amazon.com-ზე ყველა ბეჭედს მოყვება სერტიფიკატი და აქ ბეჭდის შეკვეთა სამჯერ-ოთხჯერ იაფი ჯდება, ვიდრე რომელიმე პოპულარულ საერთაშორისო საიუველირო მაღაზიაში (მაგალითად: Tiffany & Co.), მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ საბაჟო გადასახადი, რომელიც Amazon-ზე მოცემულ ფასს დაემატება.

61i959OMv8L._SY535_

თუმცა თუ ონლაინ შოპინგთან მწყრალად ხართ, მაშინ გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ “ზარაფხანას” ნიშნობის ბეჭდებს.

  • პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ ვებ გვერდზე შეგიძლიათ ფილტრების საშუალებით ადვილად და სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ სასურველი მოდელი.
  • მეორე რიგში იმიტომ, რომ თუ სასურველ მოდელს ვერ იპოვით, შეგიძლიათ შეუკვეთოთ პერსონალიზებული ვარიანტი და ზუსტად ისეთს დაგიმზადებენ, როგორიც თქვენ გსურთ, რაც მთავარია უმაღლესი ხარისხის გარანტიით.
  • მესამე რიგში კი იმიტომ, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ “ზარაფხანას” საბანკო განვადებით.

ბონუსი: საპატარძლო კომპლექტი

ხანდახან ნიშნობის ბეჭედი და საქორწინო ბეჭედი ერთად იყიდება, რადგან მათ ხშირად მომავალი პატარძლები ერთად იკეთებენ ხელზე და ერთმანეთის შესაფერისი უნდა იყოს. თუ დაქორწინებას მალევე აპირებთ და არა მაგალითად 5 წელიწადში, ჯობია ამაზე თავიდანვე იზრუნოთ და ნიშნობის ბეჭედთან ერთად საქორწინო ბეჭედიც კომპლექტში შეიძინოთ (თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხელის თხოვნის დროს მხოლოდ ნიშნობის ბეჭედს და სხვა სამკაულებს ჩუქნიან, საქორწინო ბეჭდების გაცვლა კი ქორწინებისას ხდება).

61Pta5iWGlL._SY535_

აქვე თავს ვერ შევიკავებ, “ზარაფხანას” ახალთახალი საქორწინო ბეჭდების კოლექცია რომ არ გაჩვენოთ. უფრო მეტი მათსავე ვებ-გვერდზე და facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ.

და ბოლოს, გისურვებთ ბედნიერებას :)

და ერთსაც დავამატებ: მართალია, ეს სტატია მამაკაცებს უფრო გამოადგებათ, ვიდრე ჩვენს ერთგულ მკითხველებს. თუმცა თუ გოგონები ფეისბუქზე გადააშეარებთ, იქნებ იმანაც წაიკითხოს – ვინც საჭიროა. ;)

FavoriteLoadingდაამატე რჩეულებში
4 კომენტარი to this post
  1. მე კი ვფიქრობ, რომ არჩევანი დიდი აქვთ და მათ შორის კლასიკაც და თანამედროვეც. თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ. ასე რომ… :)

  2. არც მე არ მომწონს ზარაფხანას ბეჭდები, არც ვიზუალურად ვარ არფრთოვანებული და ფასით ხომ საერთოდ. როცა ბაზარზე ოქროს ფასი დაახლოებით 45 ლარია, ზარაფხანაში 100 ლარი რატომ უნდა ღირდეს იგივე ოქრო?

შენ რას იტყვი?

PINK CLUB NEWS

ბოლო სტატიები

ფლოსინგი (კბილების სპეციალური ძაფით გაწმენდა) ძალიან მნიშვნელოვანია ღრძილების და კბილების სიჯანსაღისთვის. ამ ჰიგიენური პროცედურის დღეში მინიმუმ ერთხელ...