Home ბლოგები ბედნიერების ჰორმონები

ბედნიერება ზოგადი მცნებაა: ზოგიერთი ჩვენგანი, საყვარელ ადამიანთან ხელჩაკიდებული, უბრალოდ ქუჩაში სეირნობისას განიცდის დადებით ემოციებს. ზოგიერთს ერთი გაღიმება, ერთი კოცნა ან მეზობლის ხალისიანი მისალმება აყენებს კარგ განწყობაზე. დანარჩენს კი ბედნიერების შეგრძნების მისაღწევად გარემოს იდეალურამდე სრულყოფა და პრობლემების 100% გადაწყვეტა ესაჭიროება.


ეს ყველაფერი ადამიანის ტიპაჟსა და მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, ზემოთ დასახელებულ ადამიანთა მეორე, საკმაოდ პრაგმატული ნაწილი უფრო იშვიათადაა ბედნიერი და გამუდმებით პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის ხერხებზე ფიქრობს, რაც, თავისთავად, ცუდი არაა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, ხანდახან პრობლემების დავიწყება და უბრალოდ ცხოვრებისგან ტკბობა უფრო ჭკვიანურია, ვიდრე გამუდმებული ფიქრი და მსჯელობა ზოგადსაკაცობრიო, გლობალურ ანდა პირად პრობლემებზე.


დადებითი ემოციების: სიცილის, სიხარულის, სიყვარულის, მადლიერების გრძნობის შედეგად წარმოიქმნება ენდორფინები-ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და იწვევს ადამიანში კარგ გუნება-განწყობილებას, ბედნიერების შეგრძნებას.
ოპტიმისტური განწყობილების შედეგად უფრო მარტივია კონფლიქტების დარეგულირება, წყენისა და სიძულვილის მოცილება, სიკეთის, მადლიერების და მიტევების გრძნობის აღზრდა.

  • თუ ცხოვრების მიმართ ოპტიმისტურად ხარ განწყობილი
  • თუ  მზის ყოველი  ამოსვლით ტკბები
  • თუ  იმის რწმენით და იმედით იძინებ, რომ ხვალინდელი დღე  უკეთესი იქნება
  • თუ გჯერა საკუთარი თავის, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ

ესე იგი შენ ოპტიმისტი ხარ.

გილოცავ შენ უკვე ბედნიერი ხარ!!! ბედნიერების შეგრძნება ხომ უბრალოდ ოპტიმისტური განწყობის შედეგია :)

FavoriteLoadingდაამატე რჩეულებში
6 კომენტარი to this post
  1. სანამ პესიმისტი და ოპტიმისტი იმას არკვევდნენ ჭიქა ნახევრად სავსე იყო თუ ნახევრად ცარიელი, რეალისტმა ჭიქა წყალი დალიაო …

შენ რას იტყვი?

PINK CLUB NEWS

ბოლო სტატიები

1 462

ყოველთვის, როცა ჩემს მაკიაჟის და კოსმეტიკის კარადას ვალაგებ, ხელში იმდენი წვრილი ნივთი მხვდება, რომ ნერვები მეშლება. არ ვიცი სად...