Home [ეს კატეგორია არ გამოიყენოთ]

თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონის პირველი კოლექცია მარიამ გვასალიას ეკუთვნის. წინა სეზონებმა დაგვარწმუნა, რომ დიზაინერი სიახლეებსა და თანამედროვე ტენდენციებს განსაკურთებულად კარგად გრძნობს.

კოლექციაში თვალში საცემია ვერცხლისფერი მეტალის ფაქტურა, ელექტრიკი ლურჯი, სხვადასხვა მბზინავი მატერიები და ჩვენი საყვარელი ვარდისფერი. ძირითად ფერებს კიდევ უფრო გამომსახველს ხდის ხასხასა ფორთოხლისფერი და მზისფერი ყვითელის აქცენტები.

 

შენ რას იტყვი?