Tags

ურთიერთობები

ნიკა IV 

იმ სემესტრში ერთმანეთს ვერიდებოდით. როგორც მოგახსენეთ, არც გვიცდია არაფრის გარკვევა. ნახევარი წლის შემდეგ კი ევროპაში წავედი სასწავლებლად. არ დავაკონკრეტებ, რომელ ქვეყანაში. ნიკა თბილისში დარჩა. არანაირი შეხება არ გვქონია.

ურთიერთობები

ნიკა III 

მერე იყო რაც იყო. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი. თავი ზღაპარში მეგონა. ყურებამდე შემიყვარდა. სულ ერთად ვიყავით. დილით გამომივლიდა, მივდიოდით უნივერსიტეტში. ლექციებიცა და სემინარებიც დავამთხვიეთ. უკანაც იმავე გზით ვბრუნდებოდით.

ურთიერთობები

ნიკა II 

ვწერდი, თავდაპირველად ავტობუსში შევამჩნიე მეთქი. ავტობუსში კი არა გაჩერებაზე დავლანდე. სულ ერთ ტიპთან ერთად მოძრაობდა. ეგ ბიჭი, დათო ჩემი კურსელი იყო. გამარჯობას არასდროს ამბობდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მეგობარი თეკლა მოსწონდა და გაცნობიდან რამდენიმე დღეში სიყვარული აუხსნა. გოგომაც “დააპაშოლა” – გიჟი ხო არა ხარ, ვინა ხარ, საიდან მოსულხარო… იმის მერე – გვერიდებოდა.

ურთიერთობები

ნიკა I 

ვერ გავიგე, ვიყავი თუ არა მასზე შეყვარებული. და საერთოდ, მყვარებია კი ნამდვილი სიყვარულით ოდესმე? რამდენიმე წლის წინ ვიტყოდი, რომ ალბათ, უფრო კი. მომწონდა და რა მექნა?!.

ყოველ ახალ ჯერზედ მგონია, რომ წინა ცდაზე ნაკლებ მომწონდა ვიღაც. საბოლოო ჯამში ყველა სანაგვეში ყუთში აღმოჩნდება ხოლმე, რომელსაც არა და არც ცლის ე.წ. “გამნავოზი” და მეც შიმშილის ჟამს საბრალო უპოვარივით ვიქექები ჩემსავე ბინძურ თეთრეულში, იმიტომ, რომ გადასაგდებად ბოლომდე ვერასდროს ველევი… არადა, ხომ შეიძლება ღრმად ორმო ამოვთხარო, შიგ ჩავფლა და აღარასოდეს დავუბრუნდე. მაგრამ მე ხომ მაზოხისტი ვარ?

ურთიერთობები

სექსუალური ურთიერთობების ასაკი 

პირველი სექსუალური გამოცდილება კრიტიკას არ ექვემდებარება. ვერაფერს იზამ. ცოტა დრო ტექნიკის ასათვისებლად, ცოტაც – პრაქტიკასა და აუცილებელ რაღაცებში გასარკვევად. შემდგომ ყველაფერი იცვლება – ახალ ეტაპზე გადავდივართ.