გაცნობის ერთ-ერთი სოციალური ქსელის მესვეურებმა იმ მომხმარებლებს შორის გამოიკითხეს ქორწინების მიმართ დამოკიდებულება, ვინც თავის მეორე ნახევარს ეძებს.

აღმოჩნდა, რომ მამაკაცთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ იდეალურია მოწიფულ ასაკში შეგნებულად შერჩეულ პარტნიორთან შექმნილი ოჯახი. იმავეს ფიქრობს ქალთა უმრავლესობაც. სხვათა შორის, მამაკაცები ქალებზე უფრო რომანტიკულები აღმოჩნდნენ. საქმე ის არის, რომ მყარი ოჯახის საფუძვლად სიყვრულს ხმა მისცა მამაკაცთა 13%-მა, როცა იმავეს ქალთა მხოლოდ 9%-ი ფიქრობს.