Tags

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

უსაფრთხო სილამაზე, ანუ ლამაზი ფრჩხილები და ჯანსაღი ღიმილი 

ალბათ ბევრისგან გსმენიათ, რომ პირველი შეხვედრისას ადამიანის ფრჩხილებს აკვირდება. ფრჩხილების მდგომარეობა ხომ პირდაპირ მეტყველებს, რამდენად მოვლილია შენი ახალი ნაცნობი. გარდა ამისა, შესაძლებელია მისი ცხოვრების სტილის და, ხშირად, ინტერესების განსაზღვრაც. ჩემი ერთი მეგობარი, მაგალითად, იტალიაში ცხოვრებაზე ოცნებობს და ზაფხულობით იტალიის დროშის ფერებში უსვია ხოლმე ლაქი. მისი ფრჩხილები ყოველთვის ძალიან ადვილად იპყრობენ ყურდღებას. თუმცა, ფრჩხილებზე იტალიის დროშის გამოსახვა და, ზოგადად, მათი მოვლა ცოტა არ იყოს რთულია, ამიტომ იგი ხშირად სტუმრობს სალონს მანიკურისა და პედიკურის გასაკეთებლად.