ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

Pink.ge ქალთა კლუბია. ჩვენ ერთმანეთს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში ვეხმარებით, რათა გარემო უკეთესობისკენ შევცვალოთ.

Learn more

Tags

თავის მოვლა

წითელი თმა: როგორ შევიღებოთ და მოვუაროთ 

ძალიან მიყვარს თმის ფერზე ექსპერიმენტების ჩატარება: შავი, ყავისფერი, ქერა, წითელი.. ბოლო რამდენიმე წელია მუდმივად წითელი თმა მაქვს. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცი, რომ შეღებილი თმის მოვლა საკმაოდ ძნელია, მაგრამ კიდევ უფრო ძნელი შეღებილი წითელი თმის მოვლაა.

წითელი თმა უფრო ადვილად ფერმკრთალდება და რამდენიმე კვირაში მბზინავი, ხშირი და მუქი წითელი კულულები სათანადო მოვლის გარეშე გარანტირებულად ემსგავსება ცოცხს.

ცდის და შეცდომის მეთოდით მეტ-ნაკლებად ვისწავლე სახლის პირობებში როგორ შემეღება და მომევლო თმისთვის, მივაგენი პატარ-პატარა ეშმაკობებს და გადავწყვიტე იმათ გავუზიარო, ვისაც უნდა ჟღალი გახდეს.

თავის მოვლა

სილამაზის “უცნაური” რეცეპტები თმისთვის 

ლიმნიანი ჩაი ძალიან გემრიელი დასალევია შემოდგომის გრილ ამინდებში. მაგრამ იცოდით, რომ ლიმნიანი ჩაის “დალევა”  ჩვენს თმასაც ძალიან მოსწონს? ან რა კავშირშია მამაკაცის ბოქსიორის ტრუსები და ქალის თმა? ამ სტატიაში თავმოყრილია თმის მოვლის ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ სასარგებლო რეცეპტები და რჩევები.

თავის მოვლა

ბროწეული და სახის კანის მოვლა 

ბროწეულის ყვავილებს და ნაყოფს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ, საკვებად და კოსმეტიკური საშუალებებისათვის. ბროწეულის ნაყოფი და მისგან გამოწურული წვენი საუკეთესოდ მოქმედებს სახის კანზე.

დასვენება

შოკოლადის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები 

La Madeline au Truffe , მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ხელნაკეთი შოკოლადის ტრიუფელები 1999 წელს შეიქმნა. ტრიუფელის სოკოს (იშვიათი ჯიშის ფრანგული სოკო, Perigord truffle) ფარავენ 70%-იანი შოკოლადის, შაქრის, ტრიუფელის ზეთის, ვანილის და ნაღების ნარევით, შემდეგ ავლებენ შავ შოკოლადში და კაკაოს პუდრას აყრიან. ტრიუფელის „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ მხოლოდ 7 დღეა, და იმისთვის, რომ ეს შოკოლადი გასინჯოთ, წინასწარ უნდა შეუკვეთოთ, იმიტომ რომ ტრიუფელის სოკოები საფრანგეთიდან იგზავნება.

სტილი

Fall Must Have: Cool Booties 

ზამთარი კარს მოგვადგა, აცივდა, დროა თბილ ჩექმაზეც ვიზრუნოთ. წელს დიზაინერებმა ერთხმად გადაწყვიტეს პასტელის ფერები, ზამში, ბეწვი და მსხვილი ქუსლი შემოეთავაზებინათ.

წელს ასევე მოდაშია თასმებზე შეკრული ფეხსაცმელი.