ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

Pink.ge ქალთა კლუბია. ჩვენ ერთმანეთს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში ვეხმარებით, რათა გარემო უკეთესობისკენ შევცვალოთ.

Learn more

Tags

სახლი, შენი ხელით

გააფერადე სახლი და შექმენი განწყობა 

ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აღიქვამს ფერებს, ყველასთვის სხვადასხვა განწყობას ქმნის მწვანე, წითელი ან ცისფერი ტონალობები, თუმცა არსებობს ფერთა ზემოქმედების კანონები, რომლებსაც ადამიანების დიდი ნაწილი ემორჩილება.

თავის მოვლა, სტილი

გაფუჭებული ვარცხნილობა 

თავში გენიალური იდეა რომ მოგივა, რამდენიმე დღე აღფრთოვანებული დადიხარ და ოცნებებში ახალ ვარცხნილობას ირგებ, სალონში მისვლისას დაწვრილებით უხსნი სტილისტს, რა გინდა და როგორ, აჩეჩებ სასურველი ვარცხნილობის სურათს ან ანახებ ლეპტოპში, შემდეგ სავარძელში ჯდები იმაში დარწმუნებული, რომ ზუსტად აუხსენი, რა გინდოდა და… კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ ან შენ ვერ ხსნი რა გინდა, ან ისინი ვერ იგებენ.

თავის მოვლა

მანდარინი შენი სილამაზის სამსახურში 

მანდარინი C ვიტამინის წყაროა, მისი სურნელი დადებითად მოქმედებს განწყობაზე და ყველაფერ ამასთან ერთად, მისი გამოყენება სკრაბებში და თმის ნიღბებშიც შეგიძლია.

თავის მოვლა

მანდარინი და სტრიები 

მანდარინში ბევრი C ვიტამინია, ისევე როგორც ზოგადად, ციტრუსებში. მანდარინის სურნელი სიმშვიდის, ჰარმონიის და სიმყუდროვის შეგრძნებას იწვევს, ამიტომაც ფართოდ გამოიყენება არომათერაპიაში. ამასთანავე, არატოქსიურია და გაღიზიანებას არ იწვევს.

დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შენ აქამდეც იცოდი, მაგრამ ცოტამ თუ იცის ის, რომ მანდარინს ანტიბაქტერიული და რეგენერაციული თვისებებიც აქვს და მისგან მიღებული ზეთი ხშირად გამოიყენება კანის ინფექციების და ე.ს. სტრიების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.

დასვენება, სახლი, შენი ხელით

მხიარული ხრამუნა ნამცხვრები შენს სუფრაზე 

რა ლამაზი და ალბათ, რთული გასაკეთებელი ჩანს, ხომ?

არადა სინამდვილეში იოლია, მხოლოდ ფანტაზია, მარჯვე ხელები, ძალიან მარტივი რეცეპტი და რამდენიმე სპეციალური, საშობაო ფიგურების გამოსაჭრელი ფორმა გჭირდება, რომელიც სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლია შეიძინო.

სტილი

“ცხენის კუდი” – საუკეთესო გამოსავალი ზამთარში [2] 

ზამთარში, იმის მაგიერ, რომ ქუდის და კაპიუშონის ქვეშ ნატიფი ვარცხნილობის დაზიანებაზე ვიდარდოთ, თმას “ცხენის კუდად” ვიკრავთ. ეს მარტივია, ლამაზი და დახვეწილი. მაგრამ ხშირად ძალიან სადად გამოიყურება, არადა სულ რამდენიმე შტრიხის დამატებით შეიძლება გლამურულ, მხიარულ, ელეგანტურ ვარცხნილობადაც ვაქციოთ.

სტილი

“ცხენის კუდი” – საუკეთესო გამოსავალი ზამთარში I [გამოკითხვა] 

ზამთარში, ქუდის ქვეშ ვარცხნილობა იწეწება, იტკეპნება და ფორმას იცვლის. ქუდის მოხდის შემდეგ კი აუცილებელი სარეანიმაციო ღონისძიებები ხდება საჭირო, რომ თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდეს. მაგრამ სარკე, სავარცხელი და სხვა საშუალებები ყოველთვის არ მოიპოვება, ან უბრალოდ, სიტუაციიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია და შენ იძულებული ხარ, ბრმად, ხელის ცეცებით გაისწორო და იმედი იქონიო, რომ ვარცხნილობა იდეალურია.

სტილი, შენი ხელით

‎გაიფერადე თმა [გამოკითხვა] 

ძალიან მიყვარს თმის ფერის შეცვლა, ოღონდ ამას ჩემს გარდა მგონი ვერავინ ვერ ამჩნევს, იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, წითელ ტონალობებს არ გავცილებივარ. თუმცა არსებობს ბევრად უფრო ლამაზი, ექსტრავაგანტული, საინტერესო ფერები და ფერთა შეხამებები.

სტილი

ნაწნავის 8 სახეობა – მარტივი და ორიგინალური ვარცხნილობა 

ვარცხნილობის გაკეთების ერთ-ერთი უძველესი და მარტივი მეთოდია ნაწნავი. სულ რამდენიმე წუთი და ლამაზი, ორიგინალური ვარცხნილობა მზადაა.