Tags

ურთიერთობები

უნამუსო ქალებისა და ცელქი მამაკაცების შესახებ 

უკვე დიდი ხანია, მამაკაცის ნამუსის საზომად ულვაშს აღარავინ იყენებს, თუმცა მათი ქართველი უმრავლესობა ჯიუტად და შეუვალად მისდევს რწმენას, რომ ქალის სინდისი და პატიოსნება ერთი პატარა ანატომიური წარმონაქმნის… მიხვდით, არა?.. დიახ, დიახ, საქალწულე აპკის არსებობაზეა დამოკიდებული.
მსგავს მიდგომას რაღაც ახსნას კიდევ მოუძებნი, როცა საუბარი 16-17 წლის მოზარდებს ეხება, მაგრამ როცა საზოგადოება 30-40 წლის პიროვნებასაც იგივე მოთხოვნას უყენებს, სიტუაცია წარმოუდგენელ აბსურდამდე მიდის.

მნიშვნელოვანი, წარმატება

მაშ, რა ქნას… ჭრელმა პეპელამ?! 

სხვათაშორის, ამას წინათ, ერთ-ერთ უცხოურ ტელეარხზე მოვისმინე: ქალი მდიდარი მეუღლისგან მოითხოვდა, სათანადოდ აენაზღაურებინა ყოველგვარი მომსახურება, რასაც იგი ოჯახს უწევდა და ყველაფერი რომ დაიანგარიშეს, აღმოჩნდა – ამ მომსახურების ფულადი ექვივალენტი ლამის აღემატებოდა ქმრის შემოსავალს. ჭკუის სასწავლი ისტორიაა? ალბათ, თუკი ფართოდ გავრცელებული მამაკაცური შეხედულების საწინააღმდეგოდ, ქალს ეს უკანასკნელი ნამდვილად გააჩნია.