Tags

პაემანი, სიყვარული

იდეალური მამაკაცი 

ახალ წელს გილოცავ, Pink Magazine-ის მკითხველო! საკმაოდ გვიან და უდისციპლინოდ, მაგრამ – გულით! :) დიდი ხანია, არ შევხვედრივართ, მაგრამ მაინც ზუსტად ვიცი:  ჯერ კიდევ ფიქრობ, რომ აქამდე თუ არა, 2013 წელში მაინც…  იანვარში თუ არა, ივლისის საზღვაო სეზონზე ან, სულაც, დეკემბერში… აუცილებლად იპოვი მას – …

ქორწინება

ხელის “თხოვნა” ქართულად [გამოკითხვა] 

„მოტაცებული ქალის“ სახელი საზოგადოების მიერ პიროვნებისთვის მიკერებული, ის დამამცირებელი იარლიყია, რომელსააც დღემდე უფრთხიან ქალიშვილები და, დასამალი არ არის, რომ სწორედ ამ საფრთხის შიშით ხდებიან არასასურველი მამაკაცის ცოლები, არასასურველი ბავშვის დედები, არასასურველი ოჯახის წევრები…

ურთიერთობები

მათემატიკის გაკვეთილი შეყვარებულებისთვის [გამოკითხვა] 

ის, რომ ამ საგანს სკოლაშიც ვერ იტანდი, გაკვეთილის გაცდენის საბაბად არ გამოგადგება: რის თქმასაც ახლა შენთვის ვაპირებ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველ პაემანზე დაუვიწყარი შთაბეჭდილების მოხდენა ან მამაკაცის გულისკენ მიმავალ ლაბირინთებში გზის გაკვლევა.

მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

როცა საქმეში მუშტი ერევა [გამოკითხვა] 

არა, ვერ მიმიხვდი… ეს სტატია ცემა-ტყეპაზე არ იქნება.

ამჯერად, მუშტის მხოლოდ აგრესიის სიმბოლოდ გამოყენებას დავჯერდები, რომ ერთხელ კიდევ შეგახსენო: იქ, სადაც ძალადობა ბატონობს, სიმშვიდეს და ჰარმონიას არაფერი ესაქმება.

თანაც, აუცილებელი არ არის, იგი მაინცდამაინც ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ანგარიშსწორებაში გამოიხატებოდეს. პირიქით, განსაკუთრებით საშიში სწორედ მაშინაა, როცა საგულდაგულოდ ინიღბება და გარეგნული ნიშნებით ძალიან ჭირს მისი ამოცნობა.

თავის მოვლა

ამოირჩიე ვარცხნილობა სახლიდან გაუსვლელად 

გარეგნობისთვის ვარცხნილობას რა მნიშვნელობა აქვს, ნამდვილმა ქალმა ნებისმიერ ასაკში იცის. თუმცა ოპტიმალური ვარცხნილობის შერჩევა მშვენიერი სქესისაგან საკმაოდ დიდ ძალას, ენერგიას, ნერვებს და მოთმინებას მოითხოვს, რაც, საბოლოოდ, შეიძლება ვარცხნილობას ძალიანაც წაადგეს, მაგრამ ხასიათს კი გვარიანად აფუჭებს.

მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

რატომ თხოვდებიან ქალები? 

საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს. ეს ამბავი, თავის მხრივ, საკმაო ყურადღებას იმსახურებს, თუმცა კიდევ უფრო საგულისხმოდ მეჩვენება ფაქტი, რომ, სტატისტიკური მონაცემებით, განქორწინების ინიციატორად მამაკაცზე ხშირად ქალი გვევლინება. გამოდის, სწორედ იგია უკმაყოფილო ქორწინებით.

ურთიერთობები

შენი ოცნების უფლისწული – Latest Version 

მეტი ვეღარ წავიკითხე… გაითიშა. მოწყობილობა მთვლემარე რეჟიმში გადავიდა. ასეც ვიცოდი… ტელევიზორის წინ ჩასძინებია, პირღიას! ვაიმე, რა დონდლოა! ეე, რანაირად უყურებ, რა გჭირს… თითქოს აქამდე არასოდეს გენახოს… ასეთი მზერა უკანასკნელად მაშინ გქონდა, შენი ოცნების უფლისწულზე რომ მიყვებოდი… მოიცა, მოიცა, ეგ ცრემლებია თუ მეჩვენება?.. ახლა არ მითხრა, რომ… აუ, არ არსებობს… ნუთუ ეს… ის არის?!

ურთიერთობები

ქალი, რომელსაც სიყვარული შეუძლია 

მაინც რამდენჯერ მოდის ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული? ერთხელ? ბევრჯერ? მგონი, იმდენჯერ, რამდენჯერაც შეგიძლია. აი, მაგალითად, ჩემი ახლობელი… თუმცა ამ ამბავს, მოდი, უფრო დაწვრილებით მოგიყვებით:

მნიშვნელოვანი

ერთი შვილი და ერთიც… გოგო 

ასე უპასუხა ქალ-ვაჟის პატრონმა ერთმა პიროვნებამ მოსახლეობის აღწერის აგენტს კითხვაზე, თუ რამდენი შვილი ჰყავდა. აღნიშნული შემთხვევის შემსწრე თავად რომ არ ვყოფილიყავი და შთამომავლობის აღრიცხვის ამ მეტად ორიგინალურ მეთოდს საკუთარი ყურების შუამდგომლობით არ გავცნობოდი – ვფიცავ, არცერთ სხვა წყაროს არ დავუჯერებდი.