Tags

ვარსკვლავები

ქალები, რომლებიც შთაგვაგონებენ 

Skinny Scoop არის ვებ-გვერდი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ნუსხა: საყვარელი საკვების, წიგნების, კომპანიების, პროდუქტების – გაუზიაროს რჩევები სხვა მომხმარებლებს და მიიღოს რჩევები მათგან. ვებ-გვერდზე უკვე უამრავი სია არსებობს, თუმცა დღეს ჩემი ყურადღება ერთმა ძალიან საინტერესო ნაკრებმა მიიქცია – ქალები, რომლებიც შთაგვაგონებენ. ამ სიაში თავმოყრილია…

მოტივაცია & პოზიტივი

7 “ჭკვიანი” მეგობარი გოგონებისთვის 

ინტერნეტის და “ჭკვიანი ტელეფონების” ეპოქაში მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ახალი ტექნოლოგიები გვთავაზობს. ჭკვიან გოგონებსაც გვჭირდება “ჭკვიანი” მეგობრები. აქ განვიხილავ რამდენიმე მობილურ აპლიკაციას, რომელიც დაკავებული ქალბატონების ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველანაირი აპლიკაცია არსებობს ჩვენი ცხოვრების გასამარტივებლად და ყველას ინდივიდუალური საჭიროებები გვაქვს, მაინც გადავწყვიტე…

თავის მოვლა

როგორ გავითეთროთ კბილები მარტივად და იაფად 

კბილის ფერი საკმაოდ პრობლემატურია განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხშირად მიირთმევს ყავას, მწეველია და სტომატოლოგს მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში აკითხავს. ალბათ დამეთანხმებით, თანამოსაუბრის ღიმილი განსაკუთრებულად სასიამოვნო გვეჩვენება, როცა მას ლამაზი, მოვლილი და ბუნებრივად თეთრი კბილები აქვს. საქართველოში კბილების გათეთრების პროცედურა რამდენიმე მეთოდის გამოყენებით თითქმის ყველა სტომატოლოგიურ კლინიკაში კეთდება,…

სტილი

ონლაინ-შოპინგი 

ონლაინ-შოპინგი საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში მას შემდეგ, რაც შეიქმნა გადამზიდი კომპანიები, რომლებსაც მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ შეძენილი ნივთები სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოაქვთ. მე უკვე რამდენიმე წელია ვირტუალურ მაღაზიებს მივმართავ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის თუ ტექნიკის შესაძენად და ბოლო ერთი წლის მანძილზე მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას ვსტუმრობ მაღაზიებს თბილისში….

სიყვარული

პაიკების და დედოფლის შესახებ 

როცა ხვდები, რომ ყველაფერი შეიცვალა, სულ უფრო ხშირად ფიქრობ როგორ მოიქცე რომ ურთიერთობა ძველებურად საინტერესო გახდეს; ხვდები, რომ მისი შენდამი ინტერესიც ნელ-ნელა ქრება და ბევრს ფიქრობ: იქნებ რამე არასწორად გავაკეთე? რა შემეშალა? როცა ის დღე დგება გამბედაობას იკრეფს, ყველაფერში გიტყდება და გეუბნება იმას, რაც აწუხებს….

პაემანი

მამაკაცების თვალით დანახული 9 ტიპის ქალი ანუ რომელი ტიპი ხარ შენ? [+გამოკითხვა] 

ალბათ თითოეულ თქვენგანს ბევრჯერ უჭორავია მამაკაცებზე. მე ძალიან (ზედმეტადაც კი) ხშირად ვხვდები ქალურ “კონსილიუმებზე”, სადაც მთავარი თემა მამაკაცია, მამაკაცთა მოდგმის რომელიმე კონკრეტული წარმომადგენელი, ან ზოგადად, კაცები. თუმცა რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე, გამერკვია კაცებიც თუ საუბრობენ ქალების შესახებ და საერთოდ, როგორ ახასიათებენ თავიანთ ნაცნობ/მეგობარ/საყვარელ ქალბატონებს. გამოვკითხე…

პაემანი, სექსი

სად გავატაროთ პირველი ღამე?! 

ძვირფასო მამაკაცებო! ალბათ დამეთანხმებით, ურთიერთობაში დგება მომენტი, როცა “მოსახდენი უნდა მოხდეს” და თქვენი პარტნიორი მზადაა თქვენთან პირველი ღამის გასატარებლად. ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ ეს ის უმნიშვნელოვანესი მომენტია, როცა საშუალება გეძლევათ საბოლოოდ დაიპყროთ თქვენი რჩეულის გული. თუმცა ფრთხილად იყავით, რადგან ერთი არასწორი ნაბიჯი და შესაძლოა ადამიანი,…

ვარსკვლავები, მნიშვნელოვანი, მოტივაცია & პოზიტივი

გმირს სქესი არ აქვს! 

“არ ვარ წინააღმდეგი სკოლაში იატაკზე ვიჯდე. მხოლოდ განათლება მინდა და არავის მეშინია.” – ამ სიტყვების ავტორი 15 წლის პაკისტანელი გოგონაა, რომელიც ქალთა განათლების უფლებისთვის იბრძვის. 11 წლის ასაკიდან იგი BBC-სთვის ბლოგს აწარმოებდა, სადაც პაკისტანში თალიბანური მმართველობის შედეგებზე ყვებოდა. ჩემი აზრით, ეს გოგონა გმირია და მისი ისტორია…

დასვენება, მოტივაცია & პოზიტივი

10 საინტერესო ფაქტი სიზმრების შესახებ 

მეცნიერებისთვის სიზმრების ფენომენი ბოლომდე ამოხსნილი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც სიზმრებს უკავშირდება და რომელთა უმეტესობა ჩემთვის აქამდე უცნობი იყო. სიზმრების მნიშვნელობის შესახებ მეცნიერებს შორის არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. ზიგმუნდ ფროიდს სჯეროდა, რომ სიზმრები ჩვენი ქვეცნობიერის ფანჯარაა და გამოხატავს ჩვენს ქვეცნობიერ სურვილებს, ფიქრებსა და…

პაემანი, სიყვარული

ვირტუალურიდან რეალურამდე 

ვირტუალური სამყაროს მნიშვნელობის ზრდასთან ერთად სულ უფრო ფერმკრთალდება ზღვარი ვირტუალურსა და რეალურს შორის. ადამიანები მეგობრებს სოციალური ქსელების საშუალებით ეკონტაქტებიან, ორგანიზაციები საკუთარი პროდუქტის საზოგადოებისთვის გასაცნობად აქტიურად იყენებენ ვირტუალურ სამყაროს, და ბოლოს, ჩვენი მშობლების და მათი მშობლების თაობისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ დღეს ადამიანები ვირტუალურ ურთიერთობებსაც იწყებენ. უფრო მეტიც,…