ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

Pink.ge ქალთა კლუბია. ჩვენ ერთმანეთს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში ვეხმარებით, რათა გარემო უკეთესობისკენ შევცვალოთ.

Learn more

Tags

თავის მოვლა

ნაბიჯები იდეალური წარბებისკენ 

წარბები სახის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია, მისი ფორმის შეცვლა კი საკმაოდ სარისკოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ იცი ეს როგორ უნდა გააკეთო. მასზე დიდ წილადაა დამოკიდებული სახის გამომეტყველება და ვიზუალური ეფექტი. თუ მიიღე გადაწყვეტილება და აპირებ წარბების გაკეთებას, გაითვალისწინე ჩვენ მიერ მოწოდებული რჩევები, რომლებიც სწორი ფორმის შერჩევაში დაგეხმარება და ბევრ უხერხულობას აგარიდებს, რადგან შეცდომის შემთხვევაში წარბების პირვანდელი ფორმის დაბრუნებამდე საშუალოდ 6 კვირა მოგიწევს მოცდა.

სტილი

ლიფის ისტორია 

ქალის გარდერობის ამ აუცილებელ ატრიბუტს, რომლის ფართო არჩევანია დღეს ფორმების, ზომების, ფერების მიხედვით, განვითარების ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა თანამედროვე სახით და სახელით სულ რაღაც ერთი საუკუნეა რაც არსებობს. ლიფის წინაპრების გამოსახულება ჯერ კიდევ ძველი რომის მოზაიკებზეა ნანახი, ეს არის უბრალო ნაჭერი, რომელსაც მკერდზე იკრავდნენ ქალები.

თავის მოვლა

გახდომა ოპერაციით 

წონაში კლების პოპულარული და კეთილგონივრული მეთოდებია დიეტა და ფიზიკური დატვირთვა, რაც გონიერების ფარგლებში სასარგებლოა, მაგრამ არსებობს მდგომარეობები, რომელთა დროსაც ეს მეთოდები უძლურია და საჭირო ხდება წონის დაკლება ოპერაციით, როდესაც არსებული სხეულის მასა ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

რა უნდა ვიცოდეთ ძუძუს კიბოზე 

სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) ძირითადი ფუნქცია რძის გამომუშავება და გამოყოფაა, რომლითაც უნდა მოხდეს ახალშობილის გამოკვება. გარდა ამისა ქალებისათვის მათ მკერდს დიდი სოციალური დატვირთვაა აქვს, მკერდის ფორმა, ზომა და მიმზიდველობა, ქალის სილამაზის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და მას, როგორც ყველაფერ ძვირფასს, მოფრთხილება სჭირდება, მითუმეტეს როდესაც მისი ჯანმრთელობა ისეთი რეალური საფრთხის წინაშე დგას, როგორიცაა სიმსივნეები.

თავის მოვლა

სხეულის ტიპები 

სხეულის ტიპის (სომატოტიპის) მიხედვით, ადამიანები სამ ძირითად კატეგორიად იყოფიან.
ყველა მათგანს შეუძლია სხეულის მასის მომატება და დაკლება, მაგრამ სხვადასხვა სიჩქარით, იმის ცოდნა კი, თუ რომელ კატეგორიას ეკუთვნით, დაგეხმარებათ თქვენთვის მისაღები დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის მიგნებაში.
გაგაცნობთ კლასიკურ ტიპებს →

თავის მოვლა

სწორი და ლამაზი მუცელი 

მუცლის წინა კედელს ქმნის კუნთები, რომელსაც მუცლის პრესს ვუწოდებთ. ზოგ ადამიანს პრესი კარგად აქვს განვითარებული, „კუბიკები“ ემჩნევათ, ზოგს უბრალოდ სწორი მუცელი აქვს, ზოგსაც კი ე.წ. ღიპი ამშვენებს. რომელ კატეგორიაში ყოფნას ვარჩევთ, დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული.

სტილი

მაღალ ქუსლებზე 

მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ქალთა მოდგმისათვის შექმნილი აქსესუარია, რომელიც ზოგჯერ დიდ უპირატესობას გვაძლევს, ზოგჯერ კი დისკომფორტს გვიქმნის. მის გამოგონებას ეკატერინე მედიჩის მიაწერენ, რომელიც დაბალი ტანის ყოფილა თურმე და საფრანგეთის სამეფო კარზე პირველად 1530წელს გამოცხადდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. მას შემდეგ ქალები (თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო ქალები) აქტიურად ხმარობენ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს.

თავის მოვლა

მზის დაკოცნილი 

ჭორფლი (веснушки) – მოყავისფრო პიგმენტური ლაქები ჩვენ სხეულზე, რომელიც მზის სხივების ზემოქმედებით ჩნდება, უხშირესად გაზაფხულზე, როცა ულტრაიისფერი სხივების მოქმედება ზენიტშია და ქრება შემოდგომისას, ან არ ქრება და მუდმივად ჩვენთანაა.