Don't miss

ავტორის გვერდი

Sweet

სახელი:

Sweet

ბიო:

ბლოგერი, მარკეტინგის სპეციალისტი, რომანტიკოსი, იდეალისტი, Pink.ge-ს სულისჩამდგმელი. გამომყევით ტვიტერზე: @Sweet

ვებ-გვერდი:

http://Sweet.ge

საავტორო სტატიები:

    • day22
      ორგანიზების დღე #22: საყურეების ფუტლიარი

      კონტაქტური ლინზების შესანახი ყუთი საუკეთესოა მგზავრობის დროს პატარა საყურეების შესანახად. ექსპერტული რჩევა: თუ კონტაქტურ ლინზებს არ ხმარობ, ცარიელი წამლის ფლაკონიც გამოდგება.

      • Posted 2 days ago
      • 0
    • day21
      ორგანიზების დღე #21: თეთრეულის კომპლექტი

      თეთრეულის კარადის მოწესრიგება ამ მარტივი რჩევის მიხედვით შეგიძლია. ამიერიდან ერთი კომპლექტაციის ლოგინის თეთრეულის შემადგენელი ნაწილების ძებნა აღარ მოგიწევს. როგორ გავაკეთოთ: ბალიშის პირი და ზეწარი საბნის პირში ჩაკეცე ისე, რომ კარადიდან გამოღებისას ყველაფერი ერთმანეთს გამოყვეს. ექსპერტული რჩევა:  თუ...

      • Posted 3 days ago
      • 0
    • day20
      ორგანიზების დღე #20: ჩანთების კაუჭი

      გარდერობში თაროების და სხვა ჰორიზონტალური სივრცის დასაზოგად, შეგიძლია ჩანთები კედელზე ან გარდერობის შიდა კედელზე მიმაგრებულ ზიგზაგურ კაუჭებზე ჩამოკიდო. ექსპერტული რჩევა: ასეთი ტიპის კაუჭები აბაზანისთვისაც გამოდგება. კაუჭები შეგიძლია სააბაზანოში შესასვლელ კარებზე მიამაგრო და პირსახოცების საკიდად გამოიყენო.

      • Posted 4 days ago
      • 0
    • day19
      ორგანიზების დღე #19: გასაღებების სათავსო

      თუ გასაღებები ყოველთვის გეკარგება, ამის თავიდან ასაცილებლად სპეციალური სივრცე უნდა შექმნა. შემოსასვლელ კარებთან მდგომ რომელიმე ტუმბოზე პატარა ლანგარი ან ლამბაქი დადე, სადაც შემოსვლისთანავე დადებ გასაღებებს, სათვალეს და მოყოლილ ხურდა ფულს. ექსპერტული რჩევა: ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შინასამმართველო კუთხის...

      • Posted 11 days ago
      • 0
    • day18
      ორგანიზების დღე #18: ჩექმის ყელი

      კარადაში შელაგებულ ჩექმებს ფორმა რომ არ დაეკარგოთ, შეგიძლია შიგ დახვეული ძველი ჟურნალები ჩატენო. რაც უფრო სქელია ჟურნალი, მით უფრო კარგად დაიჭერს ჩექმის ყელს, ამიტომ ჯობია პრიალა ჟურნალები გამოიყენო.

      • Posted 12 days ago
      • 0
    • day17
      ორგანიზების დღე #17: ნაგავსაყრელი ქოთნები

      თუ გენერალური დალაგებისთვის დრო არ გაქვს, სახლში შექმნილი არეულ-დარეულობა შეგიძლია თუნუქის ან თიხის ქოთნებში მიმალო. სტრატეგიუილ ადგილებში მათი განთავსება სახლს ერთი-ორად გაახალისებს. შეგიძლია ქოთნები შემოდგა წიგნების თაროებზე და კომოდებზე. შიგ კი სხვადასხვა თვალში მოხვედრილი ნივთები ჩაყარო, მაგალითად...

      • Posted 13 days ago
      • 0
    • day16
      ორგანიზების დღე #16: ფერადი გასაღებები

      თუ შენს აცმაზე ბევრი გასაღები კიდია და ყოველთვის ეძებ საჭირო მათგანს, შეგიძლია ფერების მიხედვით გაარჩიო. საღებავად კი ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაკი გამოიყენო. როგორ გავაკეთოთ: აარჩიე 3-4 სხვადასხვა ფერი და მიანიჭე ნიშვნელობა. მაგალითად: მწვანე – სახლის, წითელი – სარდაფის,...

      • Posted 14 days ago
      • 0
    • day15
      ორგანიზების დღე #15: სამკაულების დაფა

      თუ შენი სამკაულების ყუთი გადავსებულია ყელსაბამებით და ისინი მუდამ ერთმანეთში იხლართება, შეგიძლია კედელზე კორპის დაფა ჩამოკიდო და შენი სამკაულები ზედ მიამაგრო. როგორ გავაკეთოთ: მოაგროვე – კორპის დაფა (ყველაზე იაფად – 20 ლარად – ჩვენ შეგვხვდა “ფორმატში“), სტეპლერის...

      • Posted 15 days ago
      • 0
    • day14
      ორგანიზების დღე #14: საღებავის მოხუფვა

      რემონტის მერე ხშირად რჩება საღებავი, რომლის შენახვა თავის ორიგინალ კონტეინერში ისე, რომ არ გაშრეს ცოტა რთულია. არადა შეიძლება მომავალში რომელიმე კედელზე პატარა მონაკვეთის გადაღებვა დაგვჭირდეს და ზუსტი ფერის საღებავი ვეღარ ვიშოვოთ. ამისათვის ჩვეულებრივი ნახევარ ლიტრიანი ქილები, ხუფები...

      • Posted 16 days ago
      • 0
    • day13
      ორგანიზების დღე #13: საათი აბაზანაში

      ორგანიზებულობა მხოლოდ სახლის ნაგვისგან გასუფთავებას არ გულისხმობს. ეს ასევე მოიცავს რეჟიმში ყოფნას. ძალიან ადვილია დილით აბაზანაში შესვლისას დროის აღქმა დაგვეკარგოს, ამიტომ კარგი იქნება თუ სააბაზანო ოთახში საათს მოათავსებ. როგორ გავაკეთოთ: დადგი პატარა საათი სააბაზანოში ისეთ ადგილას სადაც...

      • Posted 17 days ago
      • 0
    • day12
      ორგანიზების დღე #12: შინასამმართველო

      გამოყავი სახლში პატარა “შინასამმართველო” კუთხე გადასახადების ქვითრების, წერილების, შეტყობინებების, ფოსტის და სხვადასხვა მასალის შესანახად. ამისათვის შეგიძლია გამოიყენო ყუთები, კალათები და საოფისე დაფები (ვაითბორდი და პინბორდი). როგორ გავაკეთოთ: ყველაზე იაფად რაც კი ჩვენ შეგვხვედრია პინბორდები და ვაითბორდები “ფორმატში”...

      • Posted 18 days ago
      • 0
    • day11
      ორგანიზების დღე #11: აქსესუარები

      არ გადაყარო ძველი ყინულის ფორმები. ისინი შეიძლება თმის აქსესუარებისა და ბიჟუტერიის შესანახად გამოდგეს. როგორ გავაკეთოთ: შეაგროვე ყინულის ფორმები და მოათავსე რომელიმე უჯრაში. ყინულის თითოეულ ფორმაში შეგიძლია თმის რეზინები, წკაპები, “უჩინარი” სამაგრები ან სულაც ბეჭდები და წვრილ-წვრილი კულონები...

      • Posted 19 days ago
      • 0
    • day10
      ორგანიზების დღე #10: თეთრეულის მოწესრიგება

      პირსახოცების, ტილოების, თეთრეულის და სხვადასხვა სააბაზანო მარაგების გროვაში შეიძლება მარტივად ჩაიკარგო და ყველაფერი ერთ დიდ არეულ კარადად გადაიქცეს. გადაწყვეტილება – კალათების გამოყენებაა. როგორ გავაკეთოთ: შეაგროვე სხვადასხვა ზომის ოთხკუთხა მოწნული კალათები. გამოჭერი ლამაზი მუყაოსგან მრგვალი იარლიყები. წააწერე ზედ...

      • Posted 20 days ago
      • 0
    • day9
      ორგანიზების დღე #9: ძველი ჩემოდნების გამოყენება

      ნუ გადააგდებ ისეთ საინტერესო ნივთს, როგორიცაა ბებიის ახალგაზრდობის დროინდელი ჩემოდნები. მათი გამოყენება სათავსოდაც შეიძლება, შემდეგ კი მათი ერთმანეთზე დაწყობით შეგიძლია ორიგინალური ტუმბოც კი შექმნა. როგორ გავაკეთოთ: თუ იდეა მოგწონს, მაგრამ ჩემოდნები არ გაქვს, შეგიძლია მშრალ ხიდს მიმართო...

      • Posted 21 days ago
      • 0
    • day8
      ორგანიზების დღე #8: უკეთ გამოიყენე თაროები

      წიგნების თაროები არა მხოლოდ წიგნების შესანახად გამოდგება. თანამედროვე დიზაინის თაროებზე შეგიძლია საყვარელი ნივთები და ფოტოსურათები გამოფინო.

      • Posted 22 days ago
      • 0