- ორგანიზების დღე #22: საყურეების ფუტლიარიPosted 1 day ago
- როგორ გამოვიცნოთ ტყუილიPosted 1 day ago
- ორგანიზების დღე #21: თეთრეულის კომპლექტიPosted 2 days ago
- 2013 წლის გაზაფხულის ყველაზე მოდური ფერიPosted 2 days ago
- ორგანიზების დღე #20: ჩანთების კაუჭიPosted 3 days ago
- ვარსკვლავები მაკიაჟით და უმაკიაჟოდPosted 3 days ago
- 7 მარტივი და სასარგებლო პოზა იოგაშიPosted 7 days ago
- ორგანიზების დღე #19: გასაღებების სათავსოPosted 10 days ago
- ღირს, თუ არა ძველი ურთიერთობების განახლება?!Posted 10 days ago
- ორგანიზების დღე #18: ჩექმის ყელიPosted 11 days ago
- Shoes of Prey – ფეხსაცმელი შენი საკუთარი დიზაინით!Posted 11 days ago
- 2013 წლის მოდური კოლგოტებიPosted 12 days ago
- ორგანიზების დღე #17: ნაგავსაყრელი ქოთნებიPosted 12 days ago
- ორგანიზების დღე #16: ფერადი გასაღებებიPosted 13 days ago
- მამაკაცი, რომელიც სილამაზის გამო საუდის არაბეთიდან გააძევესPosted 13 days ago
- ორგანიზების დღე #15: სამკაულების დაფაPosted 14 days ago
- საკვები ზოდიაქოს ნიშნებისთვისPosted 14 days ago
- 16 რამ ძილის შესახებ, რაც არ იცითPosted 15 days ago
- ორგანიზების დღე #14: საღებავის მოხუფვაPosted 15 days ago
- ორგანიზების დღე #13: საათი აბაზანაშიPosted 16 days ago
- პენისის ზომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიPosted 16 days ago
- ორგანიზების დღე #12: შინასამმართველოPosted 17 days ago
- 4 შეკითხვა აბორტის შესახებ [+გამოკითხვა]Posted 17 days ago
- ორგანიზების დღე #11: აქსესუარებიPosted 18 days ago
- ორმაგი ორგაზმის 12 საიდუმლოPosted 18 days ago
- ორგანიზების დღე #10: თეთრეულის მოწესრიგებაPosted 19 days ago
- ქეით მოსის უცნობი ფოტოებიPosted 19 days ago
- ორგანიზების დღე #9: ძველი ჩემოდნების გამოყენებაPosted 20 days ago
- სასიძო პირველად ხედავს თავის საცოლეს… საქორწილო კაბაში!Posted 20 days ago
- ორგანიზების დღე #8: უკეთ გამოიყენე თაროებიPosted 21 days ago
ცალმხრივი სიყვარული
ამბობენ, რომ სიყვარული იგივეა, რაც საკვები სულისთვის. ადამიანებს სჭირდებათ, უყვარდეთ რაღაც: ფული, საკუთარი თავი, მეორე ადამიანი… ზოგიერთს უმართლებს და სიყვარულის ობიექტი სიყვარულითვე პასუხობს მათ, აი ზოგს კი…
როგორ მოვიქცეთ, თუკი უნებლიედ შეგვიყვარდა და ჩვენი გრძნობა უპასუხოდ რჩება? შეიძლება კი, ცალმხრივი სიყვარული ჩავთვალოთ ჯანსაღ გრძნობად?
მაგალითად, ზოგიერთები ამბობენ, რომ გიყვარდეს ცალმხრივად – უკეთესია, ვიდრე საერთოდ უსიყვარულობა; სიყვარული ნებისმიერი სახით ადამიანისთვის სტიმულია, რადგან არის სადღაც მეორე, რომელიც ძვირფასია შენთვის;
მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ხშირ შემთხვევაში ასეთ უპასუხო გრძნობას ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს, შედეგი კი ხანდახან საკმაოდ მძიმეა და ბევრ ადამიანს სუიციდისკენაც კი უბიძგებს.
კარგია თუ ცუდი ასეთი ცალმხრივი გრძნობა? ეს თქვენზეა დამოკიდებული, რამდენაც სწორად მიუდგებით საკითხს. ყველაფერი რაღაცით უნდა დაიწყოს. შეიძლება მოგეწონოს, შეგიყვარდეს, თავი მოაწონო, მასაც შეუყვარდე და ეს ამბავი იმაზე კარგად დასრულდეს, ვიდრე ელოდი. არსებობს ასეთი Happy End-ებიც. მაგრამ, რა ვქნათ, თუ ჩვენი ბედნიერი ფინალი არ ჩანს? გავაგრძელოთ მისი სიყვარული?
იქნებ სჯობდეს, საკითხი ცოტა სხვაგვარად დავუსვათ საკუთარ თავს: რას გვაძლევს ასეთი ცალმხრივი ურთიერთობა? ასრულებს კი ასეთი სიყვარული თავის ფუნქციას? ცხადია, არაა ადვილი, უარი თქვა ადამიანზე, რომელიც გიყვარს, მაგრამ დგება დრო, როცა ეს აუცილებელია: ცალმხრივ სიყვარულთან, რომელიც დიდ სტრესადაა ქცეული, გამკლავება გვჭირდება; რადგანაც, ხშირად იმ მგდომარეობამდე მივდივართ, როცა ჩვენი მელანქოლია, ცრუ იმედები, დეპრესია და აზრები ზღვარს სცდება.
დავფიქრდეთ
როგორ გავუმკლავდეთ? პირველი, რაც არასდროს არ უნდა დავივიწყო, ეს საკუთარი თავის, საკუთარი „მე“-ს პატივისცემა და სიყვარულია. ერთად დავფიქრდეთ, სადამდე მიგვიყვანა ასეთმა მდგომარეობამ: ხომ არ დაგავიწყდა, რომ სამყარო უფრო ფართოა, ვიდრე „ის“, მისი ცხოვრება და ინტერნეტ-ექაუნთების ქექვა? ხომ არ გექცა მანიად სხვა ადამიანი?
ვთავისუფლდებით ზედმეტისგან
თუ მიხვალ იმ აზრამდე, რომ ასე ცხოვრება აღარ გინდა, შემდეგი ნაბიჯის დროა; მოიცილე ყველაფერი ზედმეტი, რაც მასთან გაკავშირებს: ფოტოები, წერილები, აზრები. იპოვე რაიმე ჰობი, გააბი ახალი ნაცნობობა, გაერთე, მეგობრებთან ერთად წადი სადმე…
ვცვლით ყველაფერს
მესამე ნაბიჯად რაიმე რადიკალური ცვლილების შეტანაც შეიძლება გარეგნობასა და გარდერობში: გახსოვდეს, შოპინგი საუკეთესო თერაპიაა, რომელიც გატეხილ გულსაც მშვენივრად შველის.
ურიგო არ იქნებოდა, საწინააღმდეგო სქესისთვის მეტი ყურაღებაც დაგეთმო და გაგეაზრებინა, რომ „მის“ გარდა კიდევ ბევრი ადამიანი არსებობს, რომელთაც შეუძლიათ, გაგაბედნიერონ…
და ბოლოს, არასდროს დაივიწყო, სიყვარულს ბედნიერება უნდა მოჰქონდეს შენთვის და არა ტკივილი, ტანჯვა და უპასუხო გრძნობა. შეიყვარე შენი თავი და გახსოვდეს, შენ იმსახურებ სიყვარულს და სრულყოფილ ბედნიერებას, რომელიც ნაწილებად არაა დაყოფილი.

ფსიქოლოგის კომენტარი:
ცალმხრივი სიყვარულის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი თიკა ევდეევი.
“-ცალმხრივი სიყვარული ერთ-ერთი ის ფაქტია ადამიანის ისტორიაში, როდესაც ცხოვრება მას გამოცდას უწყობს. ეს დაკავშირებულია სტრესთან, ძლიერ ემოციებთან, განცდებთან და გუნება-განწყობილების დაცემასთან, რაც შეიძლება ღრმა დეპრესიაშიც გადაიზარდოს.
რთულია ამ დროს ადამიანის გამხნევება და დაიმედება, რომ ,,ყველაფერი კარგად იქნება“. ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე არაფრის მომცემი შინაარსის მქონე ფრაზაა. თუმცა იმის შანსი, რომ ცალმხრივი სიყვარული ორმხრივად იქცეს ისეთივეა, როგორც მისი ცალმხრივად დატოვებისა.
ყოველთვის მაფიქრებდა ერთი საკითხი: ნუთუ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ადამიანია, ან ორი ან თუნდაც ხუთი, რომელთა შეყვარებაც შეგვიძლია ადამიანებს? რა კრიტერიუმით გვიყვარდება ადამიანი? რა განაპირობებს იმას, რომ ხანდახან ჩვენი იდეალებისგან აბსოლუტურად აცდენილი პიროვნება შეიძლება გვიყვარდეს? ამაზე ვფიქრობ, რომ პასუხი ვიპოვე და დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა: ასეთი ადამიანების რიცხვი 5-ზე მეტია და როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, დაშვების დოენზე ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის იმ ადამიანის შეყვარებაც, ვინც თითქოს შეუსაბამო პარტნიორს წააგავს.
ეს მსჯელობა უფრო ოპტიმისტურია, თუმცა ყველა ცალმხრივად შეყვარებულის დაიმედება არ მინდა. მონეტის მეორე მხარეს უსიყვარულობაა დარჩენილი. ამიტომ, თუკი ადამიანი ფიქრობს, რომ თავის შეყვარებისთვის არ გააჩნია საკმარისი გამართლება, პოტენციალი, რესურსები, სილამაზე, ინტელექტი და ა.შ., ანუ არ აქვს საკმარისი თვითრწმენა და დარწმუნებულია, რომ ეს სიყვარული განწირულია, მაშინ სჯობს, დროზევე მოხდეს ტანჯვის შეწყვეტა. გარკვეულ ოდენობაში სტრესი ცუდი არაა, რადგან ეს აკჟებს ადამიანს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას სძენს, მაგრამ გახანგრძლივებული უკვე მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.
ალბათ ზოგიერთ ჩაეცინება და მესმის რატომაც – არაა ადვილი გრძნობების კონტროლი და ერთი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაყვარება. მაგრამ შესაძლებელია ზომების მიღება, რომ ტანჯვა გამარტივებულ იქნას. ასეთ მეთოდებს მიეკუთვნება ადამიანებთან ხშირი კონტაქტი და ურთიერთობა (მეოგბრები, ნათესავები, ან უბრალოდ ნაცნობები), რაიმე საქმით დააკვება, გარკვეული მიზნის დასახვა და ყურადრების კონცენტრირება მასზე. რაც უფრო ნაკლებს იფიქრებთ თქვენს გასაჭირზე, მით უფრო ნაკლებად შეგეციდებათ თავი და გუნებაც არ იქნება დაქვეითებული. ყველაზე კარგი საშუალება კი ისაა, რასაც ფსიქოლოგები ჩანაცვლებით თერაპიას ვეძახით: იმ ადამიანის პოვნა, ვისთანაც თავს კარგად იგრძნობთ, ვისგანაც მიიღებთ სითბოს და მხარდაჭერას – უდიდეს შვებას მოგგვრით.”






















Lika Lavander
04/05/12 at 3:31 pm
14 წლის გოგონა მყავს.საშინლად არ მინდა ცალმხრივად შეუყვარდეს ვინმე, მაგრამ ამისგან დაზღვეული არავინ არის:( არ მინდა მისთვი შეუფერებელი ბიჭი შეუყვარდეს (არ მომწონს ეს სიტყვა, მაგრამ …) ანუ ვინც ვერ გაუგებს და გულს ატკენს. ამ ასაკში მოზარდები ცინიკოსები არიან ან მაგარი ბიჭების როლს თამაშობენ. ეს პერიოდი თავისთავად გადის ხოლმე უმტკივნეულოდ, თუ
ვითომდა კეთილისმოსურნე კლასელები, მასწავლებლები ან მოცლილი მეზობლები არ ჩაერევიან მათ ურთიერთობაში :(((
akunkula
04/05/12 at 3:34 pm
არადა, სად წაუხვალ ასეთ კეთილმოსურნეებს ;(
იმედია, მართლა არავინ შეუყვარდება ასე
main
04/05/12 at 3:31 pm
მოკლედ იყო პერიოდი განვიციდი, მაგრამ აღმოვაჩინე ძალიან მაგარი წიგნი ანატოლი ნეკრასოვის იქ იმდენი საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე რომ მადლიერების გრძნოობაც კი გამიჩნდა იმ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ მან ჩემში გახსნა “სიყვარულის უნარი”
ხოდა სულაც აღარაფერზე არ ვნერვიულობ და ძალიან ბედნიერი ვარ :)
მემე
01/12/13 at 9:24 pm
რა ქვია წიგნსს? :)
ალექსანდრა
04/05/12 at 7:12 pm
საერთოდ ნაკლებადღა მჯერა ქალისა და მამაკაცის სიყვარულის არსებობა, მითუმეტეს ცალმხრივი არ მწამს :) თუმცა თინეიჯერობისას შეიძლება მეც მგონებია, რომ ვიღაც “მიყვარდა”
ENIGMA
04/07/12 at 8:48 pm
ჯერ ორმხრივი სიყვარული არ ამართლებს და ცალმხრივი ხო საერთოდ! დედა-შვილური სიყვარული ფორევერ! <3
Dream Teller
04/12/12 at 1:43 pm
ვყოფილვარ ცალმხრივად შეყვარებული :D და თან იმდენი ხანი მიყვარდა, რომ ჩვეულებაში გადამეზარდა :D
main
04/27/12 at 5:30 pm
ჩემნაიროოო :))))