Home რუბრიკები ურთიერთობები ქალები, ყვავილები და მათი მნიშვნელობა

მე ძალიან მიყვარს რევაზ ინანიშვილი. მიყვარს მისი უშუალო და ძალიან მარტივი თხრობის სტილი. წაკითხული გაქვს მისი მოთხრობა “მეიარაღის გოგონას ამბავი”, რომელიც ყვავილების ჯადოსნურ ძალაზეა, იმაზე რომ ყავილებს შეუძლიათ ადამიანში სიკეთე და სიმშვიდე გამოიწვიონ.

რატომ მიყვარს ყავილები? იქნებ იმიტომ რომ ბუნებრივი და ბუნების სილამაზე მხიბლავს, ან იქნებ იმიტომ, რომ ბევრი რომანტიული ფილმი მაქვს ნანახი, სადაც მომხიბვლელი ყმაწვილები ყვავილების დიდ თაიგულს ჩუქნიან გოგონებს. იქნებ იმიტომ, რომ მომწონს ჩემს ბაღში ყვავილების მოვლა და მერე დაკრეფა მენანება ხოლმე, ალბათ ეს სიყვარული ყველაფრის ნაზავია.

მიყვარს ის თუ როგორ იღიმება ადამიანი, როცა ის ყავილებს იღებს საჩუქრად. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, უფრო უკეთესია როცა ამ ყვავილებს შენ თვითონ იღებ საყვარელი ადამიანისაგან. მე მიყვარს ეს ღიმილი. ამიტომ მიუხედავად იმისა რომ მენანება ყვავილების მოკრეფა, მაინც დიდ სიამოვნებას მანიჭებს მათი გაჩუქება.

რატომ უყვარს ქალების უმრავლესობას ყვავილები? ეს კითხვა განსაკუთრებით კაცებს აწუხებთ. კაცებს ალბათ გაინტერესებთ რითი არის ქალების ეს გატაცება განპირობებული. მოკლედ შევეცდები გაგიზიაროთ რამოდენიმე რჩევა თუ რა ვიპოვეთ ქალებმა ასეთი ყვავილებში.

ყვავილები გამოხატავენ ფიქრებს:

ქალური ლოგიკით ასეა: როცა მათ კაცი ყვავილებს ჩუქნის, ეს როგორც წესი ნიშნავს, რომ იგი მისი გულისთვის გავიდა გარეთ, იყიდა ყვავილები, მასზე ფიქრობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ქალები ემოციურები არიან. ის ფაქტი, რომ კაცმა მონახა დრო ეფიქრა მასზე და გაეკეთებინა რაღაც მისი გულისთვის, რომელიც ყოველდღიურობისაგან გამოირჩევა, ძალიან სასიამოვნოა.

ყვავილები გამოხატავენ ყურადღებას:

ყვავილების ყიდვისას კაცებს სჭირდებათ იმაზე დაფიქრება თუ რა ყვავილი იყიდონ, რა ფერის და თუ ამ ყველაფერს სწორად შეარჩევენ – ჩვენ ისევ გვიხარია. წარმოიდგინე, რა სასიამოვნოა გვერდით ისეთი კაცის ყოლა, რომელიც ასეთ პატარა დეტალებსაც კი აქცევს ყურადღებას.

ყვავილები ამბობენ მე შენ მიყვარხარ:

დიახ, ეს ძალიან მარტივია. ქალებს მოსწონთ, როცა კაცები მათ გრძნობებს უმჟღავნებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა გზებიც არის ამის სათქმელად.

ყვავილების ჩუქება ტრადიციაა:

საჩუქრების ჩუქება ტრადიციაა, ყვავილების ჩუქების ტრადიცია კი სათავეს ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში იღებს. მათ ჩუქებას, სილამაზის გამო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მათ სიმბოლური დატვირთვა აქვთ და გარკვეული ყვავილის ჩუქება განსხვავებულ გრძნობაზე მიგვანიშნებს.

ახლა კი რამოდენიმე სიტყვა ყვავილების სიმბოლურ დატვირთვაზე:

აკაცია

ფარული სიყვარული, მარტოობის სილამაზე, უბრალოების სიყვარული

ACACIA

ასტერი

ნატიფი სიყვარულის სიმბოლო

ASTER

იელი

ქალურობის ჩინური სიმბოლო, ნიშნავს თავს გაუფრთხილდი ჩემი გულისათვის

Azalea

ღიღილო

მარტოხელა ცხოვრება

BACHELOR BUTTON

ბეგონია

ფრთხილად იყავი

BEGONIA

მაჩიტელა

თავმდაბლობა და მორჩილება

bluebells

კაკტუსი

გამძლეობა და სიმტკიცე

cactus

კამელია (ვარდისფერი)

ძალიან მიზიდავ

Camellia pink

კამელია (წითელი)

შენ ჩემს გულში სიყავრულის ცეცხლი დაანთე

camelia red

კამელია (თეთრი)

თვალწარმტაცი ხარ

White-Camellia

მიხაკი

მომხიბვლელობის ძალა

carnations

მიხაკი (ვარდისფერი)

არასოდეს დაგივიწყებ

Pink Carnation

მიხაკი (წითელი)

ჩემი გული შენსკენ ისწრაფის

red_carnation1

მიხაკი (იასამნისფერი)

ჟინიანობა, ჭირვეულობა

purple carnation

მიხაკი (ზოლებიანი)

ვწუხვარ მაგრან არ შემიძლია შენთან ერთად ყოფნა, თუმცა კი მინდა

STRIPED

მიხაკი (თეთრი)

წმინდა სიყვარული, უმანკოება და წარმატების სურვილი

White carnations

მიხაკი (ყვითელი)

შენ მე იმედები გამიცრუე

Yellow carnations

გვირილა

ერთგული სიყვარული, არასოდეს გაგცემ

DAISY

კესანე

ნამდვილი სიყვარული, ტკბილი მოგონებები

FORGET-ME-NOT

გლადიოლუსი

მე გულწრფელი ვარ

Gladioli

ზამბახი

შენი მეგობრობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩემი კომპლიმენტები შენთვის, იმედი და ერთგულება

IRIS

ნარცისი

სიმპათია, შემიყვარე

JONQUIL

მაგნოლია

კეთილშობილება და დიდსულოვნება

MAGNOLIA

ზაფრანა (გულყვითელა)

ეჭვიანობა

MARIGOLD

ფითრი

მაკოცე

MISTLETOE

ორქიდეა

ლამაზ ქალბატონს, სიყვარულის და სილამაზის სიმბოლო, ჩინეთში ბევრი შვილის სიმბოლოა

ORCHID

პიონები

მორცხვობა, ბედნიერი ცხოვრება და ბედნიერი ქორწინება

PEONY

პეტუნია

აღშფოთება, სიბრაზე

PETUNIA

ყაყაჩო

დავიწყება, წარმოსახვა

poppy

ფურისულა

მე შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია

ფურისულა

ძაღლისპირა

თვალთმაქცობა

SNAPDRAGON

ტიტა

საუკეთესო საყვარელი

TULIP

ია

თავდაჭერილობა, მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ

VIOLET

ვარდი

ბედნიერი სიყვარული

BRIDAL rose

ვარდი (ვარდისფერი)

გთხოვ გჯეროდეს ჩემი, სრულყოფილი ბედნიერება

pink-rose

ვარდი (წითელი)

სიყვარული, მე შენ მიყვარხარ

red_rose_

ვარდი (ჩაის)

მე შენ ყოველთვის მემახსოვრები

tea rose

ვარდი (თეთრი)

უმანკოება და სისპეტაკე, მე შენი ღირსი ვარ, ერთგულება

white-rose-

ვარდი (ყვითელი)

სიყვარულის შემცირება, ეჭვიანობა

yellow rose

ვარდი (კოკორი)

სილამაზე და ახალგაზრდობა

ROSEBUD

იასამანი

პირველი სიყვარულის ემოციები

lilac

P.S. ასე რომ ბიჭებო გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი ყვავილების ყიდვისას ;)

რომელია თქვენი საყვარელი ყვავილი?

View Results

Loading ... Loading ...
FavoriteLoadingდაამატე რჩეულებში
26 კომენტარი to this post
    • იცი არც ეგ არის პრობლემა, საზღვარგარეთ მაგალითად გერმანიში ყვავილებს ისე არასოდეს ფუთავენ როგორც ჩვენთან, იქ მინდვრის ყვავილებს უბრალო ქაღალდს ახვევენ რომ იმის შთაბეჭდილება დარჩეს თვითონ დაკრიფა ყვავილების მომტანმა, ასე რომ თუ ადამიანს აქვს საშუალება თავის ბაღში ან მინდორში დაკრიფოს ყვავილები კარგია, მაგრამ თუ არ აქვს რატომ არ უნდა იყიდოს? მერე რა რომ მალე ჭკნება, სამაგიეროდ სიხარული მოაქვს რომელიც მალე არ ქრება :)

    • არაფერს, ამ სიცივეში მე თვითონ მიხაროდა ყვავილების სურათების ნახვა :)

  1. ისე შეიძლება ადამიანის ბუნებაც გამოიცნო, მე მიყვარს თეთრი გვირილები და იასამანი, სხვა ყვავილს არც ვაღიარებ, აქედან გამომდინარე ახსნებიც ემთხვევა :))

    • ალბათ რაღაც დოზით შეიძლება, მაგრამ მაგაზე არ გამიმახვილებია არასოდეს ყურადღება

  2. არ მიყვარს ყვავილები (ოღონდ დაკრეფილი) და როცა ყვავილი ცოცხალია, მაშინ კი, ისიც შორიდან: ))

  3. მართალია ქალებს მხოლოდ ლამაზი ყვავილები კი არ ხიბლავთ არამედ ყურადღება, მაგალითად იმ ადამიანმა ვინც მიართვა როგორი სითბო ყურადღება გამოხატა ამ ჟესტით,იყიდა (შეწუხდა) მაირთვა კაცური სიმორცხვე გადალახა :D ბევრ მამაკაცს “უტყდება” ქალისთვის ყვავილის მირთმევა, მე როცა ყვავილებს მჩუქნიან ათას სისულელეზე ვფიქრობ ხოლმე :D სად იყიდა როგორ იყიდა რანაირად მომიტანა :D

    • მართალი ხარ როგორ გაჩუქებს და რანაირად გააკეთებს ამას ძალიან მნიშვნელოვანია

  4. მიყვარს მზესუმზირის ყვავილი(სამწუხაროდ, ამაზე არაფერი წერია სტატიაში) და გვირილა. იასამნის და მიმოზის სურნელიც :)

    • შევეცდები შემდგომისთვის გავითვალისწინო და მზესუმზირის ყვავილზეც მოვიძიო ინფორმაცია :)

  5. ჩამონათვალში არაა ის ყვავილები რომელიც მე მიყვარს – მზესუმზირა და ანთურიუმი :)

შენ რას იტყვი?

PINK CLUB NEWS

ბოლო სტატიები

ალბათ ჯერ ყველამ ჩასქროლეთ მთელი პოსტი და ახლა იწყებთ კითხვას, ხომ ? ☺ ხელნაკეთი ყვავილები, მრავალფენიანი კაბები, მაქმანები -...