Home მნიშვნელოვანი როგორ მოვიქცეთ დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ?

დაუცველი სქესობრივი კავშირი გულისხმობს როგორც მუდმივ პარტნიორთან დაუგეგმავ სექსს, ისე შემთხვევით პარტნიორთან სექსუალურ კავშირს. გარდა ამისა, შემთხვევებს, როდესაც: პრეზერვატივი დაზიანდა, კონტრაცეპტივის გამოყენება დაგავიწყდა, გრაფიკი აგერია, ფუი, ეშმაკს, გაგაუპატიურეს და ა.შ.

რა თქმა უნდა, წინასწარ არავინ ფიქრობს მსგავს არასასურველ, სიტუაციაში აღმოჩენაზე, მაგრამ თუ მაინც შეგემთხვა რამე გაუთვალისწინებელი, როგორც მინიმუმი, იმ საშუალებების შესახებ მაინც უნდა გქონდეს წარმოდგენა, ვენერიული გზით გადამდები დაავადებებისგან ან არასასურველი ორსულობისგან რომ დაგიცავს.

daucveli-seqsi

როგორ დავიზღვიოთ თავი შემთხვევით პარტნიორთან სქესობრივი აქტის შემდეგ ამ გზით გადამდები დაავადებებისაგან?

პირველ რიგში, კარგი იქნება, სქესობრივი აქტის დამთავრებისთანავე მოშარდო და სასქესო ორგანოები საგულდაგულოდ დაიბანო ანტიბაქტერიული საპნით.

შემდეგი ეტაპი ანტისეპტიკური ხსნარის, მაგალითად, ბეტადინის გამოყენებაა. საშოში უნდა შეიყვანო და 2-3 წუთის განმავლობაში დაიტოვო 5-10 მლ ხსნარი, უნდა დაიმუშავო შარდსადენი მილის შესასვლელი, სასქესო ორგანოები და მისი ახლომდებარე არეები, ბარძაყების შიდა ზედაპირი. მერე კი, 2 საათის განმავლობაში, თავი შეიკავო მოშარდვისგან.

ზემოაღწერილ პროცედურებს აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ სქესობრივი აქტის შემდეგ 2 საათზე მეტი არაა გასული, ხოლო თუ ამ პერიოდმა უკვე გაიარა, სავალდებულოა პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკის აბებით (მასზე ალერგიული არ უნდა იყოთ და სჯობს, ექიმმა შეგირჩიოთ). ეს საშუალება დაგიცავთ ისეთი დაავადებებისაგან, როგორებიცა: ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, გონორეა, სიფილისი, მიკოპლაზმოზი, მაგრამ ვერაფერს მოუხერხებს ვირუსულ ინფექციებს, მათ შორის: ჰერპესს, პაპილომა ვირუსს, შიდსს.

პროფილაქტიკური მკურნალობის შემდეგ და იმ შემთხვევაშიც, თუ არანაირი მკურნალობა არ ჩაგიტარებია, სქესობრივი კონტაქტიდან 3-4 კვირის შემდეგ აუცილებელია ვენეროლოგიური გამოკვლევის ჩატარება. უფრო ადრე ანალიზების ჩაბარება შედეგს არ იძლევა, რადგან გასული არაა დაავადებების უმეტესობის გამოსამჟღავნებლად საჭირო საინკუბაციო პერიოდი. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი აუცილებლად უნდა მიმართო ექიმ-ვენეროლოგს და გაიკეთო ყველა საჭირო ანალიზი. სხვანაირად მშვიდად ვერ იქნები.

daucveli seqsi

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი ორსულობა, თუ დაუცველი სქესობრივი კავშირი გვქონდა?

ერთადერთი საშუალება ამ შემთხვევაში პოსტკოიტალური (კოიტუსის შემდგომი) კონტრაცეპციაა.

ამ საშუალებას სქესობრივი კავშირის დამყარებიდან 3 დღის მანძილზე უნდა მიმართო (უფრო გვიან აზრი არ აქვს), თუმცა რაც მალე იქნება გამოყენებული, მით მეტ ეფექტურობას უზრუნველყოფს.

თავდაცვის მიზნით, უნდა მიიღო ერთდროულად 3 აბი იმ ჰორმონალური კონტრაცეპტივისა, რომლის თითოეულ აბშიც ესტრადიოლის დოზა 0,3 მილიგრამზე ნაკლები არაა.

მიღების წინ ყურადღებით გაეცანი ინსტრუქციას (განსაკუთრებით, უკუჩვენებებს და მოხმარების წესებს), მანამდე კი, სასურველია, კონსულტაცია გაიარო სპეციალისტთან – ვაითუ, რამე სწორად ვერ გაიგე. რაც უნდა იყოს, ქიმიურ, მით უმეტეს, ჰორმონალურ პრეპარატებთან „თამაში“ არ შეიძლება, განსაკუთრებით, თუ სამაგალითო ჯანმრთელობით არ გამოირჩევი ან სამომავლოდ შვილის გაჩენას გეგმავ.

FavoriteLoadingდაამატე რჩეულებში
7 კომენტარი to this post
  1. მედიკამენტების სახელებს ნუ დაწერთ ხოლმე უმჯობესია.ამას ჩერჩეტი 15-16 წლის გოგონებიც კითხულობენ!

  2. მეც ვფიქრობ, რომ მედიკამენტების სახელწოდებების დაწერა არაა აუცილებელი, თვითმკურნალობით ღმერთმა უწყის, რა შეიძლება მოიწიონ. ჯობია ექიმთან მივიდნენ იმ 2-3 დღეში და morning after pill-ის რომელიმე სახეობას ურჩევს.

    ასევე დამაეჭვა პროფილაქტიკურმა ანტიბიოტიკურმა მკურნალობამ, თუ “ფუი ეშმაკს და გაგაუპატიურეს” კი ბატონო, მაგრამ მუდმივ პარტნიორთან დაუცველი სექსის დროს თუ ყველა გარისკვას ანტიბიოტიკები მიაყოლე, კარგად არ გექნება საქმე ცოტა ხანში :D და საერთოდ, ეგეთი მუდმივი პარტნიორი არ ვარგა, დაცვის გარეშე მიკარებით თუ ამდენი რამე დაგმართა ან არსებობს საფრთხე, რომ დაგმართოს :D

შენ რას იტყვი?

PINK CLUB NEWS

ბოლო სტატიები

როცა ზაფხულია და გარეთ ტემპერატურა დღითიდღე იმატებს, შენ კი წინ შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, საკუთარი ქორწილი გელოდება, დაგჭირდება...