Home მნიშვნელოვანი კონტრაცეპტივები და მათი მოქმედება

ნებისმიერი ქალი (და კაციც!) უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ თავი აარიდოს არასასურველ ორსულობას, ეს კი კონტრაცეფციის სწორად შერჩევის საფუძველზე უნდა მოხდეს, თუმცა არჩევანში კარგი იქნება თუ კაციც მიიღებს მონაწილეობას.

კონტრაცეფცია – ეს არის თავდაცვა არასასურველი ორსულობისაგან (და ზოგ შემთხვევაში სგგდ-სგანაც შემთხვევითი კონტაქტების დროს, შეუმოწმებელ პარტნიორთან), ხოლო ამაზე ზრუნვა მხოლოდ ქალს არ უნდა უწევდეს, ეს ორივე პარტნიორის საფიქრალია.

კონტრაცეფციის სახეობები

კონტრაცეფციის სახეები

  • ბიოლოგიური : კალენდარული მეთოდი, ტემპერატურული მეთოდი, მრავალკომპონენტიანი მეთოდი (როდესაც ამ კატეგორიაში მოხსენებული რამდენიმე ხერხი ერთად გამოიყენება), აქტის შეწყვეტა;
  • ბარიერული: პრეზერვატივი, დიაფრაგმა;
  • ქიმიური: ღრუბელი, კრემები, სანთლები სპერმიციდის შემცველობით;
  • ჰორმონალური კონტრაცეპტივები: კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (მონოფაზიანი, ორფაზიანი, სამფაზიანი), საინიექციო ჰესტოგენი, ჰესტოგენის შემცველი პრეპარატები;
  • საშვილოსნოსშიდა: საშვილოსნოსშიდა სპირალი;
  • ქირურგიული: სტერილიზაცია ქალისა და კაცისათვის (ამის გამოსწორება და შეცვლა შეუძლებელია)/li>

მიუხედავად თქვენი არჩევანისა, კონტრაცეფციის საშუალება მაინც ექიმმა უნდა გირჩიოთ და დაგინიშნოთ (სხვადასხვა გამოკვლევებისა და გამოკითხვის საფუძველზე).

კონტრაცეპტივების არჩევისას არსებობს უამრავი მახასიათებელი რის მიხედვითაც ირჩევა ესა თუ ის საშუალება: ეფექტიურობა, უსაფრთხოება, უკუჩვენებები, ფასი, გამოყენების სიხშირე და სხვა მრავალი.

კონტრაცეპტივების ცხრილი

მეთოდი

ეფექტი/მოქმედება

ექიმის დანიშნულება

პერლის ინდექსი

ეფექტურობა

აბები

ჰორმონალური კონტრაცეპტივი, ყოველდღიური მიღების აუცილებლობა 21 დღის განმავლობაში,
შესვენება 7 დღე

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

0.1-1

ძალიან მაღალი ეფექტურობა

მინი
ტაბლეტები

ჰორმონალური აბები, ყოველდღიური მიღების აუცილებლობა

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

0.5-3

მაღალი ეფექტურობა

სპირალი

მუდმივი გაღიზიანება საშვილოსნოში,
მოქმედებს 2 წელიწადი

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. შეყვანას საშვილოსნოს ყელში ახორციელებს ექიმი

0.9-3

მაღალი ეფექტურობა

ჰორმონალური სპირალი

იოთავსებს აბებბისა და სპირალის მოქმედებას ერთობლივად.
2-5 წლამდე მოქმედების ვადით

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. შეყვანას საშვილოსნოს ყელში ახორციელებს ექიმი

0.1

ძალიან მაღალი ეფექტურობა

ჰორმონალური იმპლანტანტი

ჰორმონალური კონტრაცეპტივი.
მოქმედებს 5 წელიწადი

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. შეყვანას  ახორციელებს ექიმი

0-0.1

ძალიან მაღალი ეფექტურობა

ჰორმონალური ინექციები

ხდება ორგანიზმში პროგესტინის მარაგის შეყვანა.
მეორდება 3 თვეში ერთხელ

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

0.4-2

მაღალი ეფექტურობა

აქვე პატარა ლექსიკონსაც დავამატებ, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სახის კონტრაცეპტივზე არასრული ან ბუნდოვანი ინფორმაციაა:

  • ბარიერული მეთოდები- (პრეზერვატივები, საცობი, დიაფრაგმა) ზღუდავს ქალის რეპროდუქციულ ორგანოში სპერმატოზოიდების მოხვედრის შანსებს
  • საშვილოსნოსშიდა საშუალებები – მცირე დრეკადი მოწყობილობა, რომელიც საშვილოსნოს ყელში დგება ხანგრძლივი პერიოდით
  • ჰორმონალური კონტრაცეფცია – ამ თავდაცვის მეთოდის ძირითადი აზრია ოვულაციის დათრგუნვა. არსებობს აბების, იმპლანტანტების და ინექციის სახით
  • ბუნებრივი მეთოდები – გულისხმობს კალენდარის საშუალებით ოვულაციის პერიოდის გამოთვლას და ამ დროს აქტისაგან თავის შეკავებას
  • იმპლანტანტები – სხვადასხვა სახის კაფსულები, რომელიც კან ქვეშ ინერგება და დროდადრო სისხლში უშვებს შემცველ ჰორმონებს.
  • პერლის ინდექსი – რაც უფრო დაბალია ინდექსი მით უფრო სანდოა კონტრაცეფციის მეთოდი. ინდექსი აჩვენებს მეთოდის ეფექტურობას.
  • გადაუდებელი (ექსპრეს) კონტრაცეფცია – გამოიყენება მხოლოდ უკიდეურეს სიტუაციებში, როდესაც იყო დაუცველი აქტი ან რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა და დიდია შანსი დაორსულების
  • ქირურგიული კონტრაცეფცია – ქირურგიული ჩარევის დახმარებით ხდება სასქესო არხების გადაკეტვა ქალებსა და მამაკაცებში.

კონტრაცეპტივები

კონტრაცეფცია არა მხოლოდ თავის დაცვაა არასასურველი ორუსლობისაგან, არამედ საკუთარი ჯამრთელობის მოფრთხილებაა – უპირველეს ყოვლისა!

თავდაცვის მეთოდების ეფექტურობა დამოკიდებულია სწორ დანიშნულებას და სწორ მოხმარებაზე ინსტრუქციის მიხედვით.

გახსოვდეთ მთავარია სექსი უსაფრთხო იყოს!

FavoriteLoadingდაამატე რჩეულებში
5 კომენტარი to this post
  1. […] 4. შეარჩიე სწორი კონტრაცეპტივი – თუკი დაორსულებას არ გეგმავ, ჯობია ექიმს ესტუმრო და შენზე მორგებული კონტრაცეპცია აარჩიო. […]

შენ რას იტყვი?

PINK CLUB NEWS

ბოლო სტატიები

ფლოსინგი (კბილების სპეციალური ძაფით გაწმენდა) ძალიან მნიშვნელოვანია ღრძილების და კბილების სიჯანსაღისთვის. ამ ჰიგიენური პროცედურის დღეში მინიმუმ ერთხელ...