Don't miss

40 რამ ბიჭების შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე

By on February 24, 2012

ბიჭები… როგორც არ უნდა გვაბრაზებდნენ, მათ გარეშე მაინც ცოტათი ძნელია.

როგორც ამბობდნენ ყველა გზა რომში მიდისო, ხოდა ბიჭებთანაც ასეა: გაგვაბრაზებენ, ნერვებს მოგვიშლიან, მერე სხვას ვნახავთ და ვიტყვით, ეს ისეთი არ არის, ეს სხვაა. მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება.

შემდეგ იწყება კონსულტაციები “გამოცდილ” დაქალებთან და ტირილი, გულის მოფხანა მათზე. თუმცა იქნება ყველფერი ბიჭების ბრალი არ არის? ხომ ამბობენ კაცები მარსიდან არიან და ქალები ვენერიდანო. ცოტა მეტად რომ მოვინდომოთ იქნება მათიც გავიგოთ და ყველაფერი ბევრად უფრო იოლი იყო.

აქ რამდენიმე მოსაზრებაა ბიჭების შესახებ, რომელთა უმრავლესობა ალბათ იცი, მაგრამ მე მაინც ერთად შევაგროვე და გადავთვალე, სულ 40 გამომივიდა. მზად ხარ? მოკლედ ერთად გავიგოთ, რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ.

40 რამე ბიჭებზე

  1.  ბიჭები ექსტრასენსები არ არიან, ამიტომ შენი არაპირდაპირი ნათქვამის გაგება უჭირთ, ყოველთვის პირდაპირ უთხარი, რისი თქმაც გინდა.
  2. ბიჭებს არ მოსწონთ პაიკის როლის თამაში, ამიტომ ნუ წარადგენ მას შენს მეგობრებთან ისე, თითქოს ის პრიზია, რომელიც უნდა შეშურდეთ.
  3. ბიჭები ბუნებით მესაკუთრეები არიან, ასე რომ ფრთხილად იყავი.
  4. XXI საუკუნის მიუხედავად ბიჭების დიდ ნაწილს მაინც არ მოსწონთ, გოგონები რომ სიგარეტს ეწევიან (ისე, მე ბიჭებზეც არ მომწონს).
  5. ბიჭებთან ერთად ყოფნისას ივარჯიშე მსუბუქად, ნუ შეეცდებით მაინცდამაინც მათი თანდასწრებით დაიკლო წონაში და ჩადგე ფორმაში, ის ამ დროს აუცილებლად იფიქრებს, რომ თავს იტანჯავ და ვერც მიხვდება რატომ.
  6. ბიჭებს მოსწონთ, როცა უსმენ.
  7. კამათის დასრულება სიტყვებით “როგორც გინდა” ან “შენი ნებაა” მათთვის არ არის მისაღები.
  8. თუ გინდა სექსი, უბრალოდ უთხარი.
  9. ნუ დაელოდები, რომ ბიჭები ისეთ სასიამოვნო სიტყვებს გეტყვიან, როგორც ეს კინოში ხდება, იყავი რეალისტი, შეიძლება 10 ბიჭმაც კი ვერ მოახერხოს იმის თქმა, რასაც კინოში ერთი ბიჭი ამბობს.
  10. ბიჭების აზრით, მხოლოდ მოდელებმა უნდა ატარონ ის აბდაუბდა, რასაც მოდურ ჟურნალებში ათვალიერებ.
  11. ბიჭები ძალიან ეჭვიანები არიან, ამიტომ თუ მას მოსწონხარ, უნდა, რომ ის ერთადერთი ბიჭი იყოს, ვისაც ელაპარაკები, სხვა ურთიერთობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
  12. მიუხედავად ყველაფერისა, მათ შეუძლიათ თავისი ლანჩის ფულით შენთვის ყვავილები იყიდონ.
  13. ბიჭებსაც სჭიდებათ დაჯერება, რომ ისინი ისევ სასურველები არიან.
  14. მათ არ აინტერესებთ, როგორი მაღალფარდოვანი და არისტოკრატიული ხარ, მათთვის სულერთია თუ შენ “სწერვა” ხარ.
  15. ბიჭები მზად არიან, გააკეთონ ნებისმიერი საინტერესო რამე შენთან ერთად, ასე რომ უბრალოდ უთხარი.
  16. ბიჭები იმაზე უფრო ემოციურები არიან, ვიდრე შენ ფიქრობ.
  17. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, რომ შენ შეამჩნიო.
  18. მაინცდამაინც არ აკვირდებიან დეტალებს და თუ შენ რამოდენიმე სანტიმეტრით შეიმოკლე თმა ნუ ელოდები, რომ ისინი შენი დაქალებივით მალევე შეამჩნევენ ამას.
  19. ბიჭებს მოსწონთ პორნოს ყურება.
  20. 6 თვის წინ ნათქვამ მის სიტყვებს ნუ გამოიყენებ არგუმენტად, მაქსიმუმი 1 კვირის წინანდელი ნათქვამი გაუმეორო.
  21. “თამაში დაიწყო” ეს მათი აზრით მობოდიშების ყველაზე კარგი ფორმაა.
  22. სამზარეულოში ტრიალი კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის გოგოს, ყოველ შემთხვევაში ჩემმა ძმებმა მას შემდეგ გადაიფიქრეს ჩემი სახლიდან გაშვება და ჩემს ნაცვლად ძაღლის მოყვანა, როცა ნამცხვრების ცხობა კარგად ვისწავლე :D :D :D
  23. არ შეიძლება იმაზე გაბრაზდე, თუ შენი შეყვარებული უარს გეტყვის შენი რომელიმე დაქალი გაურიგო მის მეგობარს, კაცური სოლიდარობა.
  24. შენ მოგწონს, როცა ბიჭები გეპატიჟებიან სადილად და ისე მათაც მოსწონთ, როცა გოგოები აკეთებენ იგივეს.
  25. ერთადერთი, რისი თქმაც მათ უნდათ სექსის შემდეგ, ეს არის “ძილი ნებისა”.
  26. მათი გაკრიტიკება მანქანის ტარებისას არ შეიძლება.
  27. გინდა დაიჯერე, გინდა არა, ბიჭების 99% არ უნდა შენი წყენინება.
  28. ბიჭები შეიძლება მთელი დღის მანძილზე ეფლირტავებოდნენ სხვა გოგონებს, მაგრამ ძილის წინ მხოლოდ იმ ერთადერთზე ფიქრობენ.
  29. მათ არ უყვართ, როცა შენ ყოფილზე ლაპარაკობ, არ აქვს მნიშვნელობა მოიხსენიებ მას ცუდ თუ კარგ კონტექსტში.
  30. თუ ბიჭი თავისი პრობლემის შესახებ გიყვება, არ აჩქარდე, რჩევის მიცემა მას არ სჭირდება, უბრალოდ ადამიანი უნდოდა, ვინც მოუსმენდა.
  31. არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ბიჭები განიცდიან სპორტის შედეგებს და იცინიან ემოციური დრამის ყურებისას, ისინი ხომ არ არიან ისე მოწყობილები, როგორც ჩვენ.
  32. ერთ–ერთი ნიშანი იმისა, რომ ბიჭს მოსწონხარ არის ის, რომ ის შენ გაბრაზებს და გაღიზიანებს, ამაზე არის ნათქვამი, ქართული სიყვარული სულ ლანძღვა-გინებააო :D
  33. თუ ბიჭი ამბობს თავის მეგობრებთან, რომ ის შენზე ჭკუას კარგავს, ეს მართალია, ბიჭები ამას იშვიათად აკეთებენ .
  34. თუ ბიჭი სერიოზულად იწყებს ლაპარაკს, აუცილებლად მოუსმინე, ისინი ამას იშვიათად აკეთებენ და აუცილებლად რაიმე მნიშვნელოვანს გეტყვის.
  35. მათ უფრო მეტი პრობლემები აქვთ, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
  36. ბიჭები უფრო მეტს ლაპარაკობენ გოგოებზე, ვიდრე გოგოები ბიჭებზე – აი, ეს სრული სიმართლეა :)
  37. ბიჭებს უნდათ, რომ მათი შეყვარებულები ბედნიერები იყვნენ, უბრალოდ ხანდახან არ იციან, როგორ გააკეთონ ეს.
  38. ყველა ბიჭი იდიოტი არ არის, თუ ერთმა მათგანმა გული გატკინა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთია, ამიტომ ნუ უსმენ შენს დაქალებს, როცა ამბობენ ყველა კაცი ერთნაირიაო, ყველა კაცი ინდივიდუალურია :)
  39. ბიჭებს მოსწონთ ნაწნავებიანი გოგონები.
  40. ბიჭები ფეხბურთს და ვიდეო თამაშებს იმდენი ხანი თამაშობენ, დაახლოებით რაც ჩვენ გვჭირდება მაკიაჟის გასაკეთებლად და ახალი რომანების წასაკითხავ.
40 რამე ბიჭებზე

სულაც არ არის ბევრი :)

    Copyright © PINK MAGAZINE.
Dream Teller

About Dream Teller

მე ვიცი მუდამ ვიქნები ბავშვი მივწვდები ღრუბლის მეწამულ კაბას ვიფრენ სიზმრებით მოქარგულ ცაში და უკვდავებაც ეს არის ალბათ

34 Comments

  1. valentinka

    02/24/12 at 10:17 pm

    საინტერესო ფაქტებია მაგრამ როგორც შენ აღნიშნე ყველა ბიჭი ინდივიდუალურია და შჶსაძლოა არ ექვემდებარებოდეს ამ ჩამონათვალის ყველა პუნქტს ……
    :))

    • Dream Teller

      Dream Teller

      02/25/12 at 5:14 pm

      მართალია ეს უბრალოდ ზოგადი ინფორმაციია რაც უმრავლესობას ახასიათებს

    • bawikuda

      02/25/12 at 6:43 pm

      მეც გეთანხმები თუმცა უმეტესობა ერთნაირია

  2. miss_n

    02/24/12 at 11:14 pm

    მგონი მაინც ყველა ერთნაირია :)))

    • Dream Teller

      Dream Teller

      02/25/12 at 5:14 pm

      და თან ამავე დროს ინდივიდუალური

  3. main

    main

    02/25/12 at 10:59 am

    მომეწონა :)

    • Dream Teller

      Dream Teller

      02/25/12 at 5:15 pm

      დიდი მადლობა

  4. ELE99

    02/25/12 at 2:41 pm

    საინტერესო სტატიაა,ყველა კაცი ერთნაირი არ არის ისევე როგორც ყველა ქალი

    • Dream Teller

      Dream Teller

      02/25/12 at 5:15 pm

      დიდი მადლობა, მართალი ხარ ;)

  5. bawikuda

    02/25/12 at 6:40 pm

    დაქალებთან კონსულტაცია მომეწონა, მე სულ ასე ვიქცევი :)

    • Dream Teller

      Dream Teller

      02/26/12 at 4:42 pm

      როგორც წესი მე ვარ ის დაქალი ვისთანაც კონსულტაციებს გადიან და ვისთანაც ბიჭებს ლანძღავენ ::D :D

  6. bawikuda

    02/25/12 at 6:45 pm

    1 გამოცდილი მაქვს და სულ ვბრაზდები ამაზე :D 33 მართალია,თუმცა ისინი ქალებზე მეტად ჭორიკნები არიან და ყველაფერს ლაპარაკობენ თავიან ძმაკაცებთან

    • Dream Teller

      Dream Teller

      02/26/12 at 4:42 pm

      და მე მქონია შემთხვევა რომ არა მხოლოდ ძმაკაცებთან ლაპარაკობენ და მე ეს მიშლის ყველაზე ძალიან ნერვებს

  7. bawikuda

    02/25/12 at 6:46 pm

    ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა ეს სტატია

    • Dream Teller

      Dream Teller

      02/26/12 at 4:41 pm

      დიდი მადლობა :)

  8. siyvarulovna

    siyvarulovna

    02/26/12 at 4:15 pm

    ჰმ, რთულია ასე ჩამოაყალიბო ყველა ის პუნქტი რაც ბიჭებს მოსწონთ ან აღიზიანებთ :)

    და მაინც, ყველაფერი ინდივიდუალურად ხდება ^^

    • Dream Teller

      Dream Teller

      02/26/12 at 4:45 pm

      ეს მცირეოდენია, ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წამიყვანდა :D

  9. Lika Lavander

    Lika Lavander

    02/27/12 at 11:47 am

    საინტერესოა. მე აGარ გამომადგება, ჩემი შვილისთვის ნამდვილად აქტუალურია:)

    • Dream Teller

      Dream Teller

      02/27/12 at 11:56 am

      მიხარია თუ გამოადგება :)

  10. ENIGMA

    ENIGMA

    04/17/12 at 5:04 pm

    აზროვნებით ერთნაირები არიან, გარეგნობით ნამდვილად განსხვავდებიან ერთმანეთისგან:))

    • Dream Teller

      Dream Teller

      04/18/12 at 12:02 pm

      აქედან გამომდინარე ჯობია გარეგნობით მაინც იყოს ნორმალური და შეიძლება ნერვები ნაკლებად მოგეშალოს :D

  11. ENIGMA

    ENIGMA

    04/23/12 at 7:02 pm

    კარგი შეფუთვა თვალსა და გულს ახარებს, არა:)))

    • Dream Teller

      Dream Teller

      05/01/12 at 12:42 pm

      როგორი შეფუთვით მოგწოდება დიდ გავლენას ახდენს :D როგორც ამბობენ ლამაზად შეფუთული ნაგავიც კი გაიყიდებაო :D :D ეს ისე გადახვევა :D

  12. roadofmyown

    roadofmyown

    07/17/12 at 6:47 pm

    ნაწნავზე რამდენადაა მართალი ვერ გეტყვი, რადგან ჩემი ნაცნობი ბიჭების აბსოლუტურ უმრავლესობას, გაშლილი თმა მოსწონს (ცხელ ამინდში, ვიმალები ხოლმე :))

    • Dream Teller

      Dream Teller

      07/19/12 at 3:46 pm

      ეს ყველას არ ეხება :) და ბიჭებს რომ გოგონების გაშლილი გრძელი თმები მოსწონთ ესეც ცნობილი ფაქტია :)

  13. მარიმი

    12/28/12 at 9:04 pm

    მომწეონა ძალიან,ყველა ერთნაირი არ არის რათქმაუნდა და მაგალითად დაბწნილ თმებზე რა მოგახსენოთ მყავს ნაცნობები ბევრი ბიჩი და ყოველთვის როცა თმა აწეული ან შეკრული მაქ სულ დამზდევენ და თმებს მიშლიან და რეზინებიც ასე მეკარგება სულ და ვარ მერე პირგია ხოლმე :D:D:D:D

  14. ირა

    12/28/12 at 10:42 pm

    ისე თავში ამბობ რომ ბიჭების გარეშე ძნელიაო და მაშAსადამე რაღაცეები უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ გოგოებმა…ჰმ.. როგორ შეგიძლია უბრალოდ იმიასთან შეგუება რომ ბიჭი შეიძლება უამრავ გოგოს ეფლირტავებოდეს და მხოლოდ ერთზე ფიქრობდეს დაძინების წინ? ვერ ვხვდები ლოგიკას თუ სხვას ეფლირტავება მაშინ ვიღაც ერთზე რაღატომ ფიქრობს? შენ შეგიძლია რომ რამდენიმეს ეფლირტავო და ძილის წინ მხოლოდ საყვარელ ადამიანზე ფიქრობდე? განსხვავება კულტურასია ჩემო კარგო და ამ სტატიით შენ კიდევ ერთხელ ჩამოთვალე და ხაზი გაუსვი ქართული კულტურის მანკიერებებს, რომელიც ძირითადად პატრიარქალურია და შესაბამისად მხოლოდ პატრიარქალურ ღირებულებებს ატარებს და სტატიის თავში აღნიშნული ის რომ ბიჭების გარეშე ძნელია, ლეგიტიმურობას აძლევს ბიჭს გიღალატოს (მერე რა მთავარია შენ უყვარდე), სახლი საჭმელი გაკეთებინოს, თავისი ბოდვა გასმენინოს გატაროს თავის ჭკუაზე შენი სურვილებისმიუხედავად… დაე იყავი სამზარეულოში აცხვე ნამცხვარი და დაძინებისას იფიქრე მოღალატე შეყვარებულზე რომელსაც პლატონურად უყვარხარ..:)) დიდი მადლობა ყელამდეა ეს ყველაფერი ასეთ მამაკაცებს ჯანდაბამდე გზაც ჰქონიათ სამყარო მათ გარეშეც მშვენიერია

    • ხათუნა

      05/05/13 at 2:19 pm

      შენ გაიხარე რააა !!

  15. cucna

    04/03/13 at 3:27 pm

    ვინმემ მიტხარიტ ფოტო როგორ დავაყენოო >> :დ

  16. ხათუნა

    05/05/13 at 4:18 pm

    უკვე საზოგადოება ისეთი გაცივებულია, რომ გრძნობებს ვეღარ ანსხვავებენ. ზედაპირულად უყურებენ ამ ყველაფერს და მხოლოდ გარემო პირობებით კმაყოფილდებიან. ასეთი ადამიანებისთვის უკვე დიდი შედეგია როცა ბიჭი ძილის წინ მასზე ფიქრობს, ესეიგი უყვარხარ?!! და ეს კმარა?? გრძნობების ნიჭი დავკარგეთ ხალხნო. სამწუხაროა !! იცით ეს ჩამონათვალი რა არის?? -შიშია !! შიში რომ სამუდამოდ მარტონი არ დარჩეთ ! თითქოს უფრთხილდებით ბიჭებს, სინამდვილეში კი ელაქუცებით, თქვენ აქტიურობთ და თავს იმცირებთ მასთან ამით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კაცი მაღლა დგას და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურება… კაცმა ქალის ფასი არ უნდა იცოდეს?? როგორ ფიქრობთ?? პირველ რიგში თქვენ თვითონ უნდა იცოდეთ საკუთარი თავის ფასი! ქალი ყოველთვის მოიწვდომელი უნდა იყოს!! და როცა ქალიც ამ ჩამონათვალის მსგავსად იქცევა, ამით იმ უმცირესობასაც უწურავთ იმედებს რომლებსაც ნადვილი “ქალი” ენატრებათ. ჭკუას მოუხმეთ და გულს უსმინეთ!! საკუთარი თავი შეიცანით ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, რა გინდათ ცხოვრებაში, როგორი მეწყვილე შეგეფერებათ და ურთიერთობაში საკუთარი პოზიცია გეჭიროთ ყოველთვის!! მთავარია სიყვარული, ურთიერთდაფასება და ნდობა!! ყველაფერი კარგად იქნებაა …

  17. ხათუნა

    05/05/13 at 4:20 pm

    1. ელემენტარული აზროვნების უნარი თუ შეუძლია ადამიანს ყველაფერს გაიგებს
    2.და ქალს ძალიან უხდება პაიკის როლის თამაში?? და საინტერესოა ეს პოზიცია თქვენთვის სასიამოვნოა??
    3.მესაკუთრეობა საფრთხილო ნამდვილად არ არის. და ქალიც ანალოგიურად უნდა იყოს მესაკუთრე
    4.სიგარეტის მოწევა მოსაწონი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს ბევრისთვის მოთხოვნილებაა
    5.სავარჯიშოდ თუ მიხვედი, უნდა ივარჯიშო, და თუ სხვა მიზნებისთვისაა ეს ვარჯიში მაშინ გასაგებია…
    6.მოსმენა უბრალოდ კულტურაა და აქ ბიჭი არაფერ შუაშია
    7.იქნებ ისეთ რამეს გეუბნება რომ ზუსტად ამ პასუხის მოსმენა სურს???
    8.ბიჭისთვის ამის თქმა არაა საჭირო, საკმაოდ გარკვეულები არიან და ღრმად მიხვედრილები ამ საკითხთან მიმართებაში
    9.და რა საჭიროა რომელიმე გმირის როლის თამაში და მათი სიტყვების გამეორება?? ის უნდა ილაპარაკონ რასაც გრძნობენ და როგორც მათ გაუხარდებათ
    10.აბდაუბდა სამოსს თავისი ადგილი აქვს, მართალია, მაგრამ მოწესიგებული ქალი ყველა მამაკაცისთვის სასურველია
    11.თუ გოგოსაც უყვარს რატომ უნდა იფლირტაოს სხვასთან?? ეჭვი მიზეზგარეშე არ ჩნდება
    12.ეს უბრალოდ ყურადღებაა
    13.უბრალოდ უნდა გრძნობდეს ამას ქალის ქცევებიდან გამომდინარე (თუ ყელში ამოუხვედი და კისერზე ჩამოეკიდე არც ეგ ესიამოვნება)
    14.ცოტა “სწერვობა” უხდება ქალს. უბრალოდ “ნაზი ყვავილი” უმეტესობას არ აინტერესებს. და როცა უყვარხარ უნდა უყვარდე ისეთი როგორიც ხარ, არისტოკრატი იქნები თუ ვინც …
    15.ნებისმიერ რამეს კაცი არგააკეთებს… კაცური თავმოყვარეობა ყველა მათგანს გააჩნია
    16.ემოციები ყველას გააჩნიადა ის უსაზღვროა, განსხვავება იმაშია თუ როგორ გამოხატავენ ამას
    17.ბრძოლა რა თქმა უნდა საჭიროა
    18.როცა უყვარს ბიჭს, შეცვლილ პატარა წერტილსაც თავის და უნებურად შეამჩნევს
    19.და ეს ვინმესთვის უცხო იყო??
    20.თუ 6 თვის წინანდელ დაშვებულ შეცდომას ვერ იგებს მაშინ უნდა შეახსენო რათქმუნდა. მაგრამ გოგოც რომ ამდენ ხანს ამ პრობლემას ვერ გადაჭრის …
    21.და ეს რა უაზრობაა საერთოდ??
    22.ქალს ელემენტარული უნდა ეხერხებოდეს სამზარეულოში, და ისევ და ისევ მამაკაცისთვის საყვარელი ადამიანი ყველგან და ყოველთვის მომხიბვლელი იქნება, რა თქმა უნდა როცა უყვარს :)
    23.ჯერ გოგომ რატო უნდა გაურიგოს ?? და თუ მოეწონებათ ერთმანეთი ეს მათი გადასაწყვეტია? რა საჭიროა იქ ვინმეს ჩარევა
    24.ყურადღება ყველასთვის სასიამოვნოა
    25.ეს პირადი გამოცდილებაა??? …..
    26.გააჩნია მძღოლს :)
    27.რატომ უნდა უნდოდეს??
    28.თუ ჰყავს საყვარელი ადამიანი, რატომ უნდა უჩნდებოდეს სურილი ვინმეს ეფლირტავებოდეს?? ესეიგი არ უყვარს და სათანადოდ არ აფასებს
    29.მხოლოდ ამას ვეთანხმები მილიონი პროცენტით !!
    30.საერთოდ ჭირშიც და ლხინშიც უნდა გქონდეს საყვარელი ადამიანის თანადგომის იმედი. და როცა პრობლემაზე გელაპარალება შენ, ესეიგი რაღაცას ელის შენსგან. მაგრამ გოგომ ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს. ამიტომ სათანადოდ უნდა იცნობდე მას რომ მიხვდეს რას სჭირდება მას უბრალოდ თანადგომა, გაზარება, რჩევის მიცემა თუ უფრო მეტიც
    31.რა შუაშია??? სპორტი თუ უყვარს და გიჯი ფანი თუა იყვირებს და თუ დრამა არ უყვარს საერთოდ რატომ უყურებს??? და თუ ამას საყვარელი ადამიანის გამო აკეთებს თავსაც შეიკავებს ხო?? ან უკეთესი ვარიანტი უნდა შესთავაზოს რაც ორივესთვის მისაღები იქნება. გასაკვირი ნამდვილად არაფერია ამაში
    32.იდეალური ვერასდროს იქნება ურთიერთობა, მაგრამ “ლანძღვა-გინება” !!! ეს ნამდვილად მიუგებელია
    33.ეს თავისი ნებაა და ჩვეულებრივი მომენტია. ყველა შემთხვევაში დასამალი მგონი არ უნდა იყოს როცა ნამდვილ გრძნობა გააჩნია
    34.და რატომ?? როცა სიყვარეულზეა ლაპარაკი არასერიოზული როგორ შეიძლება ოდესმე იყოს??
    35.მითუმეტეს ცხოვრებისეული პრობლემები ძალიან პირადულია და ინდივიდუალური ყველასთვის
    36.ხო მაგრამ გააჩნია კაცს და გააჩნია რას ლაპარაკობს რა თქმა უნდა, არა?? და არ გინახავთ გოგო ვინც საერთოდ არ ლაპარაკობს ბიჭებზე ან ძალიან ცოტას ლაპარაკობს?? ესეც ხო პიროვნულია??? ანალოგიურად შეიძლება იყოს ბიჭებშიც
    37.როცა ორივე მხარეს უყვარს მაშინ ერთმანეთის ბედნიერება რა თქმა უნდა ენდომებათ (მხოლოდ ბიჭებს ნუ დავაბრალებთ რაღაცეებს) და თუ ვერ ახერხებენ სიყვარული მიცემთ იმის საშუალებას რომ ერთმანეთს ამ მხრივაც გაუგონ
    38.დაქალებს კი უნდა მოუსმინო მაგრამ საკუთარი აზრი უნდა გაგაჩნდეს პირველ რიგში, და დაქალების რჩევა აუცილებლად გასათვალისწინებელი არა
    რა თქმა უნდა
    39. ეს მორიგი იდიოტობა :დ (პირადი და რამე??? :დ)
    40.გააჩნია ვის როგორ ეხერხება მაკიაჟის გაკეთება და როგორ მაკიაჟს იკეთებს, და საკითხავია რამდენი კითხულობს რომანებს, როცა ასეთ შედარებას აკეთებ… მეორე საკითხი ყველა ბიჭს უყვარს თუ არა ფეხბურთი და ვის აქვს დრო ვიდეო თამაშებისთვის?!!!

  18. მარიამი

    05/15/13 at 2:11 pm

    კარგია,მომეწონა )))

  19. nika

    05/24/13 at 2:15 am

    8 martalia :-D

  20. Dream Teller

    Dream Teller

    02/26/12 at 4:44 pm

    მე მიფიქრია რომ ყველა ერთნაირია, მაგრამ მერე მივხვდი რომ ისეთი კრეატიულები არიან, რომ ყველას შეუძლია სხვადასხვაგვარად მოგიშალონ ნერვები :D :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


× 7 = fifty six

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>