Don't miss

Shell Beach

By on November 12, 2011

Shell beach, ანუ ნიჟარების სანაპირო დასავლეთ ავსტრალიაში,  ზვიგენის ყურეში მდებარეობს. აქ წელიწადის უმეტეს დროს თბილა და მზიანი ამინდია, სტანდარტული ყვითელი ქვიშის მაგიერ კი თვალისმომჭრელად თეთრი სანაპირო ესაზღვრება ოკეანეს.

ამ სანაპიროზე ვერ შეხვდებით  ფეშენებელურ ოტელებს, ბუნგალოებს, კლუბებს. აქ არც ოკეანის პირას შეზლონგზე  წამოწოლა, გარუჯვა და კოქტეილის წრუპვაა შესაძლებელი.  მიზეზი ძალიან მარტივია: ზვიგენის ყურე ავსტრალიის დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება. შესაბამისად, აქ მხოლოდ ტურისტები დადიან ექსკურსიებზე.  უახლოესი ქალაქი, დენჰემი, 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

110 კილომეტრი სიგრძის და დაახლოებით კილომეტრის სიგანის სანაპირო   მოლუსკების ნიჟარებითაა შექმნილი. აქ ქვიშას საერთოდ ვერ ნახავთ, მხოლოდ ბევრი, მილიონობით, მილიარდობით მოლუსკის ნიჟარაა, რომელიც აქ ათასობით წლის მანძილზე გროვებოდა.

ნიჟარების ასეთი სიმრავლე აქაური ზღვის წყლის შედარებით მაღალი მარილიანობითაა  გამოწვეული. ასეთ მლაშე  წყალს  მოლუსკების ბუნებრივი მტრები ვერ ეგუებიან და მოლუსკებიც უკონტროლოდ მრავლდებიან. ნიჟარების ფენის სიღრმე  7-10 მეტრია.

ადგილობრივი კლდეებიც ამ ნიჟარებს შეიცავს და ადგილობრივი მოსახლეობა სამშენებლო მასალად იყენებს. ნიჟარები საექსპორტოდაც გაქვთ, იყენებენ სამკაულების დასამზადებლად, შენობების მოსაპირკეთებლად და ა.შ.

ნიჟარების მარაგს “გამოლევა” არ ემუქრება, იმიტომ რომ მოლუსკები დღემდე მუდმივად მრავლდებიან.

 

 

    Copyright © PINK MAGAZINE.
პერწკლი

About პერწკლი

ვარ ჟღალი. მიყვარს ბოდიალი, ლაშქრობები, ყავა და ემოციები. შემომიარე ბუნბუნლანდიაში

One Comment

  1. Dream Teller

    Dream Teller

    03/01/12 at 2:40 pm

    ჩემი აქ შეშვება არ შეიძლება :D ამდენი ნიჟარის დანახვაზე შეიძლება ცუდად გავხდე :D :D და წასმოვლის მაგივრად იქ დავრჩე :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


+ six = 10

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>