Don't miss

ნაწნავის 8 სახეობა – მარტივი და ორიგინალური ვარცხნილობა

By on December 10, 2011

ვარცხნილობის გაკეთების ერთ-ერთი უძველესი და მარტივი მეთოდია ნაწნავი. სულ რამდენიმე წუთი და ლამაზი, ორიგინალური ვარცხნილობა მზადაა.

კლასიკური ინგლისური ნაწნავი

ყველაზე მარტივი და ფართოდ გავრცელებული სტილია. თმა  კისერთან იყოფა სამ ნაწილად და თმის  ერთმანეთზე მორიგეობით  გადადებით მარცხნიდან-შუაში და მარჯვნიდან-შუაში მიმართულებით  ნაწნავი მზადაა.

კლასიკური ინგლისური ნაწნავი

ფრანგული ნაწნავი

ძალიან გავს ტრადიციულ ინგლისურ ნაწნავს, განსხვავება ისაა, რომ თმის დაწვნას ვიწყებთ არა კისრიდან, არამედ კეფიდან, თმის მცირე რაოდენობით და ნელ-ნელა ვამატებთ დანარჩენ თმას. ფრანგული ნაწნავის მოდიფიცირებული ვერსიებია ე.წ. თევზის კუდი, ჩანჩქერი, ფრანგული ნაწნავის გვირგვინი და გერმანული ნაწნავი.

ინსტრუქცია, თუ როგორ დავიწნათ ფრანგული ნაწნავი, შეგიძლია ამ ბმულზე იხილო.

გერმანული ნაწნავი

განსხვავება ფრანგული ნაწნავისაგან იმაშია, რომ თუ ფრანგულ ნაწნავში ნაწნავი თმაში მსუბუქად, ერთი შეხედვით დაუდევრადაა ჩაქსოვილი,გერმანულში თმა გასწორებულია და ნაწნავი რელიეფურადაა ამობურცული, თან უფრო მეტად აკურატულიცაა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ფრანგულისგან განსხვავებით, თმის შუა ნაწილს არ ვეხებით და მხოლოდ კიდეებიდან მოგვაქვს თმა ჩასაწნავად.

ინსტრუქციები     შეგიძლია ამ ბმულზეიხილო.

გერმანული ნაწნავი

თევზის კუდი

ერთ-ერთი პოპულარული ნაწნავი პოდიუმებზე. ამ ნაწნავის პლიუსი ისაა, რომ უფრო მოცულობითი ჩანს.

ინსტრუქციის სანახავად ამ ბმულსდააჭირე.

თევზის კუდი

ჩანჩქერი

ეს ნაწნავი 2011 წლის ზაფხულს განსაკუთრებით პოპულარული გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სათუთია და მალე იშლება, სამაგიეროდ თმა თვალებიდანაა გადაწეული ისე, რომ თმის შეკვრა არ გიწევს.

ამ ბმულებზე შეგიძლია ნახო ინსტრუქცია  მარტივი ჩანჩქერისებრი ნაწნავისთვის.  მეორე ვარიანტია ბოჰემური, უფრო მრავალფეროვანი სტილი.

ჩანჩქერი

 შვეიცარიული ნაწნავი

ცნობილია როგორც ჰეიდის ნაწნავი და პოდიუმებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია. თმას ყოფენ ორად, ყურების დონეზე წნავენ ორ ინგლისურ ნაწნავს, ამაგრებენ რეზინით და შემდეგ მარჯვენა ნაწნავს მარცხენა მხარეს, ხოლო მარცხენა ნაწნავს მარჯვენა მხარეს დაახვევენ თავზე ისე, რომ გვირგვინისებრი სტრუქტურა მიიღონ. ნაწნავის ბოლოებს მოხერხებული თმის სამაგრებით ამაგრებენ.

ინსტრუქცია შეგიძლია იხილო ამ ბმულზე.

შვეიცარიული ნაწნავი (MilkMaid Braid ან Heidi Braid)

გვირგვინისებრი ნაწნავი

წააგავს შვეიცარიულ ნაწნავს, მაგრამ თუ იქ უბრალოდ, ორი ინგლისური ნაწნავი მაგრდება თავზე, აქ ფრანგული ნაწნავის მეთოდით იწვნება თმა თავზე,  ისე, რომ გვირგვინი გამოვიდეს, რაც გაცილებით უფრო რთულია.

ინსტრუქციას, თუ როგორ დაიდგა გვირგვინი საკუთარი ხელით, აქ ნახავ.

ოთხ და მეტნაწილიანი ნაწნავები

კლასიკური ნაწნავისთვის თმა სამ ნაწილად იყოფა, მაგრამ არსებობს 4,5, და კიდევ უფრო მეტნაწილიანი ნაწნავები, რომელთა შექმნა მთლიანად შემქმნელის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

მაგალითად, ოთხნაწილიანი, მარტივი ნაწნავის დაწვნის ორი მეთოდი ამ ბმულზეშეგიძლია იხილო.

ოთხნაწილიანი ნაწნავი

სამწუხაროდ, ქართულ ენაზე მსგავსი ინსტრუქციების მოძებნა ვერ შევძელი, ამიტომ ბმულები მხოლოდ ინგლისურ ენაზეა.

    Copyright © PINK MAGAZINE.
პერწკლი

About პერწკლი

ვარ ჟღალი. მიყვარს ბოდიალი, ლაშქრობები, ყავა და ემოციები. შემომიარე ბუნბუნლანდიაში

5 Comments

  1. sopwka

    sopwka

    02/06/12 at 9:19 am

    ძალიან ლამაზია

  2. Lika Lavander

    Lika Lavander

    02/14/12 at 9:51 pm

    მადლობა ასეთი კარგი და სასარგებლო სტატიისთვის(ზუსტად ის არის რაც ჩემ გოგონას უნდოდა)

  3. Dream Teller

    Dream Teller

    02/15/12 at 6:29 pm

    რა კარგია , ყოველთვის მაინტერესებდა ის ჩანჩქერისებური ნაწნავი :) ნუ მასეთი მინდოდა თორე მასე რომ ერქვა ეგეც არ ვიცოდი :D

  4. ELE99

    02/25/12 at 2:46 pm

    მომწონს ავტორს მადლობა

  5. roadofmyown

    roadofmyown

    07/17/12 at 7:18 pm

    სულ მაინტერესებდა თევზის კუდი როგორ კეთდებოდა :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


7 × five =

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>