Home რუბრიკები სტილი მიუ მიუს გაზაფხული 2014

პარიზის მოდის კვირეულზე გამართული ჩვენებების აბსოლუტური უმრავლესობისთვის დამახასიათებელი იყო მუქი ფერები, ძირითადად შავი. ამ მხრივ გამორჩეულად მრავალფეროვანი იყო „მიუ მიუს“ გაზაფხული 2014-ის კოლექცია.

იდეალურად შერწყმული რამდენიმე სტილი: 50-იანი წლების საცეკვაო კაბები, ფერადი ნაქსოვი კოლგოტები, მოკლე ფერადი პალტოები და ბევრი ისეთი დეტალი, რაც 70-იანი წლებისთვისაც დამახასიათებელი იყო.

მიუჩია პრადამ კოლექციის შესახებ განაცხადა, რომ ესაა ნაკრები კლასიკური კარგი გოგოს სტილის, კლასიკური შიკის და ყველაფერი, რაც კლასიკაა, ისტორიაში მეორდება.

ფერადი, პასტელური ფერების, საოცრად ნაზი და ქალური მოკლე პალტოები იყო ამ ჩვენების მთავარი ხიბლი. მაღალძირიანი და მსხვილქუსლიანი ფეხსაცმელი, მაღალყელიანი ფერადი ჩექმები, პატარა, კლასიკური სტილის ოთხკუთხა ჩანთები, რომლებიც ძირითადად სამეფო ოჯახის წევრების სტილია.

 

რამდენიმე საღამოს კაბასთან ერთად, ყოველდღიური კლასიკური ყოველდღიური სტილის კაბებიც იყო ნაჩვენები.

პირველ რიგში მჯდომი, სერიალ „გოგონების“ (Girls) მსახიობი ლენა დუნჰემი კოლექციით გამოწვეულ აღფრთოვანებას ვერ მალავდა და ხმამაღლა გაიძახოდა: „მე ეს მსურს, მე ეს მსურს“.

 

მიუხედავად იმისა, რომ „მიუ მიუ“ ახალგაზრდული ბრენდია, ამ კოლექციაში ყველა ქალისთვის სასურველი სტილი და აქსესუარები იყო წარმოდგენილი, რაშიც უთუოდ დამეთანხმები.

FavoriteLoadingდაამატე რჩეულებში

შენ რას იტყვი?

PINK CLUB NEWS

ბოლო სტატიები

ბავშვობაში, როდესაც წითელ ელასტიკზე ჩემს საყვარელ კაბას არ მაცმევდნენ და ზამთარში ნაქსოვ ჯემპრთან ერთად ჩემს საყვარელ ფრიალა კაბას ვერ ვიხდენდი, მივხვდი, რომ...