- ორგანიზების დღე #22: საყურეების ფუტლიარიPosted 2 days ago
- როგორ გამოვიცნოთ ტყუილიPosted 2 days ago
- ორგანიზების დღე #21: თეთრეულის კომპლექტიPosted 3 days ago
- 2013 წლის გაზაფხულის ყველაზე მოდური ფერიPosted 3 days ago
- ორგანიზების დღე #20: ჩანთების კაუჭიPosted 4 days ago
- ვარსკვლავები მაკიაჟით და უმაკიაჟოდPosted 4 days ago
- 7 მარტივი და სასარგებლო პოზა იოგაშიPosted 8 days ago
- ორგანიზების დღე #19: გასაღებების სათავსოPosted 11 days ago
- ღირს, თუ არა ძველი ურთიერთობების განახლება?!Posted 11 days ago
- ორგანიზების დღე #18: ჩექმის ყელიPosted 12 days ago
- Shoes of Prey – ფეხსაცმელი შენი საკუთარი დიზაინით!Posted 12 days ago
- 2013 წლის მოდური კოლგოტებიPosted 13 days ago
- ორგანიზების დღე #17: ნაგავსაყრელი ქოთნებიPosted 13 days ago
- ორგანიზების დღე #16: ფერადი გასაღებებიPosted 14 days ago
- მამაკაცი, რომელიც სილამაზის გამო საუდის არაბეთიდან გააძევესPosted 14 days ago
- ორგანიზების დღე #15: სამკაულების დაფაPosted 15 days ago
- საკვები ზოდიაქოს ნიშნებისთვისPosted 15 days ago
- 16 რამ ძილის შესახებ, რაც არ იცითPosted 16 days ago
- ორგანიზების დღე #14: საღებავის მოხუფვაPosted 16 days ago
- ორგანიზების დღე #13: საათი აბაზანაშიPosted 17 days ago
- პენისის ზომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიPosted 17 days ago
- ორგანიზების დღე #12: შინასამმართველოPosted 18 days ago
- 4 შეკითხვა აბორტის შესახებ [+გამოკითხვა]Posted 18 days ago
- ორგანიზების დღე #11: აქსესუარებიPosted 19 days ago
- ორმაგი ორგაზმის 12 საიდუმლოPosted 19 days ago
- ორგანიზების დღე #10: თეთრეულის მოწესრიგებაPosted 20 days ago
- ქეით მოსის უცნობი ფოტოებიPosted 20 days ago
- ორგანიზების დღე #9: ძველი ჩემოდნების გამოყენებაPosted 21 days ago
- სასიძო პირველად ხედავს თავის საცოლეს… საქორწილო კაბაში!Posted 21 days ago
- ორგანიზების დღე #8: უკეთ გამოიყენე თაროებიPosted 22 days ago
ლამაზი ფიგურის “საიდუმლო”
რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი სულაც არაა იმის საბაბი, რომ დიეტით და კვების შეზღუდვით გავიფუჭოთ ხასიათი. ხანდახან უბრალოდ, ჩაცმულობაში რამდენიმე ახალი შტრიხიც საკმარისია. სულ ცოტა ფანტაზია, ლამაზი პოზა და შედეგიც გარანტირებულია.
ითამაშე ფერებით

ჩაიცვი ფანქრის ფორმის შავი ქვედაბოლო და ღია ფერის ზედატანი, რომ განიერი თეძოები უფრო ვიწრო გამოჩნდეს. ან ფერები პირიქით შეცვალე, თუ თვლი რომ მკერდის დამალვა გინდა.
იყიდე ახალი ბიუსტჰალტერი

სწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი მკერდს მაღლა აწევს, უფრო სწორად, კარგად დააფიქსირებს, ისე, რომ მანძილი მკერდს და წელს შორის მაქსიმალურად გაიზრდება და ტორსიც უფრო თხელი გამოჩნდება.
აირჩიე V-ფორმის საყელო

ასეთი საყელო ვიზუალურად აგრძელებს და ათხელებს ფიგურას. ოღონდ არ დაგავიწყდეს, რომ დეკოლტეს და ყელის კანს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება.
ატარე სპეციალური მჭიდრო ბანდაჟი განსაკუთრებულ შემთხვევებში

ასეთი თეთრეული საერთოდ არ ჩანს ტანსაცმელში და შენც უფრო თავდაჯერებული ხდები. მაგალითად, SPANX-ის მაღალწელიანი შორტები ან კომბინიზონი, უფრო მეტი კომფორტისთვის.
გათავისუფლდი არასწორი სამოსისგან

გადაყარე ან გააჩუქე ტანსაცმელი, რომელიც დიდი გაქვს, უფორმო სვიტრები და მაისურები, სატინის მბზინავი კოფთები, ფეხსაცმელი, რომლის ყელიც შუა წვივზე მთავრდება. მოიშორე თავიდან ყველა ის აქსესუარი და ნივთი, რომელიც გგონია, რომ არ გიხდება, მაგრამ მაინც იცვამ პრინციპით: ტყუილად ხომ არ ეკიდება საკიდზე.
გააკეთე აქცენტი წელზე

ახლა ქამრები მოდაშია. იყიდე რამდენიმე ფერად-ფერადი ქამარი და შეუხამე კაბებს, გრძელ სვიტრებს. ასე შენი სხეული უფრო ლამაზი და სექსუალური გამოჩნდება, აქცენტიც კილოგრამებზე კი არა, შენს ქალურ ფორმებზე გაკეთდება.
მეტი სიშიშვლე

ზედმეტი წონა არ ნიშნავს იმას, რომ საბურველში უნდა გაეხვიო და მაქსიმალურად დაიმალო. პიქირით, დაანახე ყველას შენი მადისაღმძვრელი მკერდი, ნაზი და კრიალა კანი.
შეარჩიე ჯინსი

არასწორად შერჩულ მოდელს და ზომას შეუძლია შენი სილუეტი სრულიად შეცვალოს, თანაც უარესისკენ. ჯინსი მთლიანად უნდა იმეორებდეს შენს ფორმებს, არ ქონდეს ნაოჭები ან იჩაჩებოდეს, მისი ჩაცმისას არ უნდა ჩნდებოდეს ე.წ. muffin top. ცადე დაბალწელიანი ჯინსი და უფრო წელვადი ქსოვილის მოდელები. ან ერთი ზომით დიდი ჯინსი, წელვადი ქსოვილით, სადაც უფრო კომფორტულად იქნება შენი მუცელი და არც muffin top გექნება, რომელსაც უმეტესაც მუცელზე მოჭერილი ჯინსები იწვევს.
სწორი პოზა და სიარულის მანერა

სიარულის და დგომის მანერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო იმისათვის, რომ სწორი ხერხემალი და ლამაზი ზურგი გვქონდეს. მაღლა აწეული ნიკაპი, გაშლილი მხრები, შეწეული მუცელი და სწორი ზურგი სიმაღლის ილუზიას ქმნის, მაღალი ადამიანი კი ყოველთვის იმაზე უფრო თხელი ჩანს, ვიდრე იგივე ზომების, მაგრამ დაბალი ადამიანი.
შეარჩიე სწორი პოზა

ფოტოკამერის წინ ხშირად არ იცი, ხელი და ფეხი სად წაიღო, ამ დროს თავი მაღლა აწიე და მხრებში გასწორდი, სხეული 3/4-ით შემოაბრუნე. ეს პოზა უფრო ბუნებრივიცაა, შენც მაღალი და ტანწერწეტა გამოჩნდები. თუ შენი მკლავის სისქე არ მოგწონს, შეგიძლია წელზე დოინჯი გაიკეთო.





















sopwka
02/06/12 at 9:16 am
მაგარი საინტერესო რჩევებია
bawikuda
02/24/12 at 9:29 pm
მომეწონა მე :)
bawikuda
02/25/12 at 7:17 pm
LIKE
Lika Lavander
05/02/12 at 9:03 am
კარგი რჩევებია, მგონი გამომადგება :) მადლობა<3