Home რუბრიკები სტილი მაღალ ქუსლებზე

მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ქალთა მოდგმისათვის შექმნილი აქსესუარია, რომელიც ზოგჯერ დიდ უპირატესობას გვაძლევს, ზოგჯერ კი დისკომფორტს გვიქმნის. მის გამოგონებას ეკატერინე მედიჩის მიაწერენ, რომელიც დაბალი ტანის ყოფილა თურმე და საფრანგეთის სამეფო კარზე პირველად 1530წელს გამოცხადდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. მას შემდეგ ქალები (თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო ქალები) აქტიურად ხმარობენ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს.

 

როცა ქუსლებზე გვაცვია, უფრო მაღლები, ტანადები და გამხდრებიც კი ვჩანვართ! ამბობენ, რომ მამაკაცებსაც მაღლებზე მონარნარე ქალებისაკენ უფრო გაურბით თვალი, თუმცა ზოგიერთი მანდილოსანი სულაც ვერ ნარნარებს და ძალიან მოუხეშავად დადის ქუსლებით, ამიტომ ხშირად უარის თქმა უწევთ ქუსლიან ფეხსაცმელზე, მაგრამ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულიც სულ არაა რთული.

რატომ გამოსდის ზოგს კარგად და ზოგს საერთოდაც ვერ გამოსდის მაღლებზე სიარული? მთავარია სწორად დგომა და შემდეგ სიარული ვიცოდეთ: მაღალ და დაბალ ძირიანი ფეხსაცმლის ჩაცმისას სხეულის სიმძიმის ცენტრი სხვადასხვაგვარად ნაწილდება, შესაბამისად დგომაც და სიარულიც განსხვავებულია. თუ დაბლებზე გაცვიათ, შეგიძლიათ თავს მუხლებში მოხრილი ფეხებით სიარულის უფლება მისცეთ და ბეჭებიც “ჩამოყაროთ”, მაგრამ ქუსლებზე ეს გამორიცხულია და სწორედ ამიტომ ხდება მოძრაობა უფრო გრაციოზული.

Radio programme: Engineering My Sole.Legs.High Heels.Shoes.high heels.jpg

მოკლედ, როგორ ვირგებთ ქუსლიან ფეხსაცმელს:

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზომა ზუსტად უნდა იყოს შერჩეული. ვდგებით ქუსლებზე და ვიმართებით ბეჭებში, ნიკაპი მაღლა, ფეხები მუხლებში გამართული. მკერდს წინ ვწევთ, მუცელს კი “შევისუნთქავთ”.
ვიწყებთ სიარულს, ნაბიჯის გადადგმისას ტერფს მიწას არ ვაკარებთ, სანამ ფეხი მთლიანად არ გაიშლება მუხლის სახსარში, შემდეგ ვდგამთ ჯერ ქუსლს და მერე მთლიან ტერფს. სიარულში მონაწილეობს მხოლოდ ფეხები, ბეჭები გამართული და უძრავია, არც თეძოების გადამეტებული რხევაა საჭირო :D აი ასე: როგორ ვიაროთ მაღალ ქუსლებზე

კიბეზე ასვლისას ეცადეთ ქუსლს არ დაეყრდნოთ, ჩამოსვლისას კი ჯობია ფეხები გვერდულად დადგათ, რადგან თვალით შეიძლება ვერ მოზომოთ საფეხურის ზომა და ფეხი დაგიცდეთ.

woman-walking-in-high-heels

არის კიდევ ერთი პრობლემა, რაც მაღალ ქუსლებზე სიარულს ართულებს - ბრტყელი ტერფი.

ჯანმრთელ ტერფს აქვს თაღი, ანუ ტერფის ცენტრალური ნაწილი, რომელიც დაბიჯებისას საყრდენ ზედაპირ არ ეხება. ბრტყელტერფიანობის შემთხვევაშ კი ეს თაღი მეტ-ნაკლებად გადასწორებულია. ბრტყელტერფიანი ადამიანი უფრო ადვილად იღლება, ეწყება ტერფების და ზოგჯერ მუხლების ტკივილი. შესაბამისად მაღალ ქუსლებზე სიარული მათთვის უფრო რთულია. ამ პრობლემას სხვადასხვაგვარად წყვეტენ, ერთ-ერთი ყველაზე მიღებული და ადვილი გამოსავალი სუპინატორის (ღაბაში) ტარებაა, რომელიც ინდივიდუალურად იქმნება ყველასათვის. როგორ მივიტანოთ ეჭვი ბრტყელ ტერფზე: პირველ რიგში ვაკვირდებით დგომისას (აუცილებლად) ჩვენ კოჭებს და აქილევსის მყესს (შავი პუნქტირით სურათზე)

ფეხი უნდა იდგას სწორად და არ ბრუნდებოდეს არც შიგნით და არც გარეთ. შემდეგ ვაკვირდებით ტერფს, თუ რა ნაწილებით ეხება ის იატაკს. ნორმაში უნდა ეყრდნობოდეს ქუსლი, თითები და მის ქვევით ბალიშები და ტერფის გარეთა კიდე. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ცდა: სველი ფეხებით დავდგეთ სწორად და შემდეგ დავაკვირდეთ ანაბეჭდს, აი რა შედეგი შეიძლება გვქონდეს

თუ დაეჭვდებით, ექიმ-ორთოპედს მიაკითხეთ.

მაღლებზე მით უფრო რთულია სიარული, რაც წვრილია ქუსლი, ამიტომ თუ მაინც გაგიჭირდებათ სიარული, შეგიძლიათ მსხვილქუსლიანი ფეხსაცმელი შეარჩიოთ, ან ისეთი, რომელსაც მთლიანი ძირი აქვს.

მაღალი ქუსლებით დიდხანს სიარული არაა სასურველი, თუ იცით, რომ ხანგრძლივად მოგიწევთ ფეხზე დგომა ან სიარული, თან დაბალძირიანი ფეხსაცმელიც იქონიეთ. ასევე არაა სასურველი მაღალქუსლიანის ტარება მოზარდი გოგონებისათვის, რომლებსაც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა ჯერ ბოლომდე არ აქვთ ჩამოყალიბებული.

როგორც დასაწყისში დავწერე, ქუსლიანებს მხოლოდ ქალები არ ეტანებიან

ნიკოლა სარკოზი

ishing-them-and-barring-non-nobility-from-wearing-red-heels (1)

დღესდღეობით მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ფართო არჩევანია, არსებობს ყველანაირი ფორმის, ფერის, ყველა სეზონისა და ყველანაირი შემთხვევისათვის…

როგორ ფეხსაცმელს აღარ შეხვდები

მთავარია ვიცოდეთ, როგორ ვატაროთ ისინი კომფორტულად.

FavoriteLoadingდაამატე რჩეულებში

5 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?

სულ მინდოდა ჩემთვის დიასახლისი ეწოდებინათ, მაგრამ ამ ტიტულს ჩემი ოჯახის სამი თაობის დიასახლისებს ვერ შევეცილები. ამიტომ გადავწყვიტე თავად მეწოდებინა საკუთარი თავისთვის ასე. მე ხომ...