- ორგანიზების დღე #25: სამკაულების უჯრაPosted 1 day ago
- თმის ცარცი – ახალი ფერი ყოველდღეPosted 1 day ago
- ორგანიზების დღე #24: ჯინსების ორგანიზებაPosted 2 days ago
- ორგანიზების დღე #23: ორმაგი დატვირთვის ავეჯიPosted 3 days ago
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: რით გვემუქრება იოდის ნაკლებობა?Posted 3 days ago
- ორგანიზების დღე #22: საყურეების ფუტლიარიPosted 4 days ago
- როგორ გამოვიცნოთ ტყუილიPosted 4 days ago
- ორგანიზების დღე #21: თეთრეულის კომპლექტიPosted 5 days ago
- 2013 წლის გაზაფხულის ყველაზე მოდური ფერიPosted 5 days ago
- ორგანიზების დღე #20: ჩანთების კაუჭიPosted 6 days ago
- ვარსკვლავები მაკიაჟით და უმაკიაჟოდPosted 6 days ago
- 7 მარტივი და სასარგებლო პოზა იოგაშიPosted 10 days ago
- ორგანიზების დღე #19: გასაღებების სათავსოPosted 13 days ago
- ღირს, თუ არა ძველი ურთიერთობების განახლება?!Posted 13 days ago
- ორგანიზების დღე #18: ჩექმის ყელიPosted 14 days ago
- Shoes of Prey – ფეხსაცმელი შენი საკუთარი დიზაინით!Posted 14 days ago
- 2013 წლის მოდური კოლგოტებიPosted 15 days ago
- ორგანიზების დღე #17: ნაგავსაყრელი ქოთნებიPosted 15 days ago
- ორგანიზების დღე #16: ფერადი გასაღებებიPosted 16 days ago
- მამაკაცი, რომელიც სილამაზის გამო საუდის არაბეთიდან გააძევესPosted 16 days ago
- ორგანიზების დღე #15: სამკაულების დაფაPosted 17 days ago
- საკვები ზოდიაქოს ნიშნებისთვისPosted 17 days ago
- 16 რამ ძილის შესახებ, რაც არ იცითPosted 18 days ago
- ორგანიზების დღე #14: საღებავის მოხუფვაPosted 18 days ago
- ორგანიზების დღე #13: საათი აბაზანაშიPosted 19 days ago
- პენისის ზომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიPosted 19 days ago
- ორგანიზების დღე #12: შინასამმართველოPosted 20 days ago
- 4 შეკითხვა აბორტის შესახებ [+გამოკითხვა]Posted 20 days ago
- ორგანიზების დღე #11: აქსესუარებიPosted 21 days ago
- ორმაგი ორგაზმის 12 საიდუმლოPosted 21 days ago
ტანორექსია – გარუჯვით გატაცება
რუჯის თემა განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის პერიოდში: ზოგი სოლარიუმს მიმართავს, ზოგი ავტორუჯს, ზოგი მზეს ეფიცხება. ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს: კანმა მიიღოს მუქი ფერი. თუმცა არსებობენ რუჯის მიყვარულები, რომლებიც არასდროს კმაყოფილდებიან ნამზეურის ფერით და აქვთ პათოლოგიური დამოკიდებულება გარუჯვის მიმართ.
ტანორექსია – ამ ტერმინით აღინიშნება გარუჯვის მიმართ გადაჭარბებული “სიყვარული”. ტანორექსიას განიხილავენ ისეთივე სერიოზულ პრობლემად, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება. ამ მიდრეკლების ერთერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ულტრაიისფერი სხივები იწვევს ენდორფინის (ბედნიერების ჰორმონის, იგივე ბუნებრივი “ნარკოტიკის”) გამომუშავებას.

ტანორექსიის სიმპტომები ადვილადაა ამოსაცნობი: თუ თქვენ კვირაში 3-ზე მეტჯერ ირუჯებით და ფიქრობთ, რომ თქვენი კანის ფერი არ არის საკმარისად მუქი, ხშირად განიცდით ფრუსტრაციას კანის ფერის გამო, ფიქრობთ, რომ გარუჯული უფრო მიმზიდველი ხართ, დიდი შანსია ტანორექსიკი იყოთ. ტანორექსია ზრდის კანის კიბოს საშიშროებას. განსაკუთრებით სარისკოა რუჯით გატაცება თეთრი ფერის კანის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც მზეზე ადვილად იწვებიან და წითლდებიან (ხშირ შემთხვევაში ქერები, წითურები). ულტრაიისფერი სხივები ასევე იწვევს კანის ნაადრევ დაბერებასა და გამოშრობას, აზიანებს მხედველობას.
ტანორექსიკებმა უნდა გააცნობიერონ:
1. რომ ზედმეტი რუჯი სულაც არ უხდებათ და ამით უფრო მიმზიდველები არ ხდებიან,
2. ის საშიშროებები, რომლებსაც ულტრაიისფერი სხივები იწვევს.
თუ გარუჯვაზე უარს მაინც ვერ ამბობთ, სოლარიუმისა და მზეზე წოლის ნაცვლად უმსჯობესია მიმართოთ ავტორუჯს. ასევე აუცილებელია დაიცვათ უსაფრთხოების შემდეგი ნორმები: მზეზე ან სოლარიუმში გარუჯვამდე ნახევარი საათით ადრე წაისვით დამცავი კრემი, სოლარიუმში კი აუცილებლად გაიკეთეთ სათვალე. მზეზე გასარუჯად აირჩიეთ დილა ან საღამო.




















Lika Lavander
07/13/12 at 9:32 pm
ზოგს მართლა არ უხდება და რას იკლავენ თავს არ მესმის )))
ENIGMA
07/14/12 at 11:42 am
საინტერესო სტატიაა! სავალდებულო უნდა იყოს ამის წაკითხვა ყველასთვის)))
Dreamar
02/07/13 at 1:30 am
მადლობა ^_^
Dream Teller
07/16/12 at 11:36 am
მე ზღვის გასაოცარი სიყვარულის მიუხედავად რუჯი მაინცდამაინც არ მიზიდავ :D :D ჩემი არისტოკრატიული თეთრი ფერი უფრო მხიბლავს :D