Home რუბრიკები თავის მოვლა საკვერცხის ცისტა – რა არის, რით გვემუქრება და როგორ ვუმკურნალოთ

რა არის ცისტა?

14603595-female-bladder-anatomy-in-blue-x-ray-loop

საკვერცხის ცისტა (იგივე კისტა) არის საკვერცხეში სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია თხელი გარსით. საკვერცხის ნებისმიერი ფოლიკულა, რომელიც ზომით 2 სმ-ს აჭარბებს – საკვერცხის ცისტაა. გვხვდება მარცვლისოდენა ცისტები, ან უფრო მოზრდილიც, რომელიც შეგვიძლია ზომით ფორთოხალს შევადაროთ. ცისტების უმრავლესობა კეთილთვისებიანია. ცისტები ძირითადად რეპროდუქტიულ (ასაკი, როდესაც ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, ძირითადად 15-დან 44-მდე) ასაკში მყოფ ქალებს უვითარდებათ. თუ ცისტის დიამეტრი 5სმ-ს აღემატება, საჭიროა მისი ქირურგიული მეთოდით მკურნალობა. საკვერცხის ცისტების ორი ტიპი არსებობს:

  • ფუნქციური ცისტები – ყველაზე ხშირი ტიპი. ამ ტიპის ცისტები მენსტრუალური ციკლის ნაწილია და მალევე ქრება.
  • პათოლოგიური ცისტები – ამ ტიპის ცისტები შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი.

რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს საკვერცხის ცისტას?

საკვერცხის ცისტა ხშირად უსიმპტომოდ არსებობს და მისი აღმოჩენა შემთხვევით ხდება. იმ შემთხვევაში კი, როცა ის თავს ავლენს გარკვეული სიმპტომებით, დაზუსტებით თქმა, რომ ეს სიმპტომები კისტის გამო განვითარდა, შეუძლებელია. მსგავსი სიმპტომები ახასიათებს მცირე მენჯის ანთებით დაავადებებს, ენდომეტრიოზს, კიბოს, აპენდიციტს, დივერტიკულიტს და ა.შ.

საკვერცხის ცისტისთვის მეტად დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნებია:

  • არარეგულარული ან/და მტკივნეული ან/და ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია;
  • მცირე მენჯის ღრუს ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდულად ყრუ ხასიათის და შეიძლება გადაეცემოდეს წელის და თეძოების მიდამოში;
  • ტკივილი მენსტრუაციის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ;
  • დისპარეუნია – ტკივილი კოიტუსის (სქესობრივი აქტი) დროს ან მის შემდეგ;
  • ტკივილი დეფეკაციის (კუჭში გასვლა) დროს;
  • მუცლის შებერილობა, შეშუპება ან სიმძიმის შეგრძნება;
  • შარდის ბუშტის სრულ დაცლასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ზეწოლა შარდის ბუშტზე ან სწორ ნაწლავზე – კუჭის გახშირებული მოქმედება;
  • ჰორმონული დარღვევები – ზოგჯერ სხეული იწყებს ჰორმონებს ჭარბად პროდუცირებას, რომლის გამოც ხდება მკერდის ცვლილებები და თმის მოჭარბებული ზრდა.

PelvicPain

ცისტის გართულებების ნიშნები და სიმპტომები

შემოგრეხვა – თუ ცისტა იზრდება ფეხზე, ანუ წვრილი ღეროთია დაკავშირებული საკვერცხესთან, ის შეიძლება შემოიგრიხოს, შედეგად ირღვევა საკვერცხის სისხლით მომარაგება, რაც მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერ ტკივილს იწვევს.

გასკდომა – საკვერცხის ცისტის გასკდომისას პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილი. ინფიცირების შემთხვევაში ტკივილი გაძლიერდება. გასკდომას შეიძლება ახლდეს სისხლდენაც.

კიბო – ძალიან იშვიათად საკვერცხის ცისტა კიბოს საწყისი ფორმაა.

საიდან და როგორ ჩნდება კისტა?

საკვერცხის ფუნქციური ცისტები ორი ტიპისაა:

  • ფოლიკულური ცისტები – საკვერცხის ცისტის უხშირესი ფორმაა. ქალის საკვერცხე თვეში ერთ კვერცხუჯრედს ათავისუფლებს, რომელიც მიემართება საშვილოსნოსკენ და განაყოფიერების შემთხვევაში ჩაინერგება საშვილოსნოს შიდა გარსში (ენდომეტრიუმი). კვერცხუჯრედი თავდაპირველად მოთავსებულია ფოლიკულში, რომელიც სითხითაა სავსე. კვერცხუჯრედის მომწიფებისას, წესით, ფოლიკული უნდა გასკდეს, მაგრამ ზოგჯერ ის ან არ სკდება და კვერცხუჯრედს არ ათავისუფლებს, ან კვერცხუჯრედის გამოსვლისას არ ღვრის შიგთავსს და ყალიბდება საკვერცხის ფოლიკულური კისტა. ასეთი კისტები თავისით გაიწოვება რამდენიმე კვირაში.
  • ლუთეინური ცისტები – გაცილებით იშვიათად გვხვდება. ზოგჯერ, ფოლიკულის გასკდომის შემდეგ დარჩენილ ლუთეინურ სხეულში (პოსტოვულაციური ე.წ. ყვითელი სხეული) ხდება სისხლის დაგროვება. ამ ტიპის ცისტები რამდენიმე თვეში თავისით ქრება, მაგრამ შეიძლება გასკდეს და უეცარი ტკივილი გამოიწვიოს.

kistis tipebi

პათოლოგიური ცისტები:

  • დერმოიდული ცისტები (ტერატომები) ჩვეულებრივ კეთილთვისებიანი ცისტებია, რომლებიც ღეროვანი უჯრედებიდან (პირველადი ოოციტი) ვითარდება, ამ ტიპის უჯრედებს ნებისმიერ ქსოვილად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვთ, ამიტომ დერმოიდული ტიპის საკვერცხის ცისტაში შესაძლოა შეგვხვდეს თმა, კანი, ძვალი და ზოგჯერ კბილიც კი.
    დერმოიდული ცისტა თმით

    დერმოიდული ცისტა თმით

    ამ ტიპის ცისტების მკურნალობა ქირურგიულია.

  • ცისტადენომები – ვითარდება უჯრედებიდან, რომლებიც გარედან ფარავს საკვერცხეს. შეიძლება შეიცავდეს სქელ ლორწოვან ნივთიერებას ან წყლისებრ მასას. საკვერცხეზე გარედანაა მიმაგრებული ფეხით და შეიძლება უზომოდ გაიზარდოს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ავთვისებიანი ბუნებით არ ხასიათდება, მისი ოპერაციული მკურნალობა აუცილებელია.
  • ენდომეტრიოიდული ცისტები, იგივე საკვერცხის ენდომეტრიოზი/ენდომეტრიომა – ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიგნითა ქსოვილი (ენდომეტრიუმი) გვხვდება საშვილოსნოს გარეთ, მათ შორის შეიძლება შეგვხვდეს საკვერცხეზეც ენდომეტრიოიდული ცისტის სახით, რომელსაც, ისევე როგორც საშვილოსნოს, ყოველთვიურად ახასიათებს ჩამოფცქვნა და სისხლდენა, შესაბამისად ამ ცისტის არსებობას თან ახლავს მტკივნეული მენსტრუაცია და დისპარეუნია (მტკივნეული სქესობრივი კონტაქტი).
  • საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი ჰორმონული დისბალანსის შედეგია, რომლის ფონზეც საკვერცხეში ყალიბდება მრავალი ფოლიკულა, რომლებიც არ სკდება და რჩება ცისტების სახით.

4dbc845072734TEK-Diff-diagn-Klein

საკვერცხის ცისტის დიაგნოსტიკა

  • ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია) – ულტრასონოგრაფის (აპარატი, რომლითაც კეთდება ექოსკოპია) გადამცემის დადებით ვგებულობთ ცისტის ფორმას, ზომას, მდებარეობას, შემადგენლობას (სითხის შემცველი, მკვრივი ან შერეული).
  • სისხლის ტესტები – ონკოლოგიური მარკერები, როგორიცაა CA-125 შეიძლება იყოს შეცვლილი, მარკერების დონის ძლიერ მატება საკვერცხის კიბოზე მიუთითებს. ჰორმონების განსაზღვრით ხდება იმის დადგენა, არის თუ არა კისტის მიზეზი ჰორმონული დისბალანსი.
  • ორსულობის ტესტმა შეიძლება მოგვცეს მცდარი დადებითი შედეგი, განსაკუთრებით ლუთეინური წარმოშობის ცისტის შემთხვევაში.

draft_lens19061811module156392012photo_1348655845a

  • ლაპარასკოპია წარმოადგენს დიაგნოსტიკისა და ამავდროულად მკურნალობის მეთოდსაც, თუმცა ამ მეთოდს ძირითადად მაშინ იყენებენ, თუ ექოსკოპიურად ცისტის ზომა დიდია, ან სხვა მიზეზის გამო საჭიროა მისი ამოკვეთა.

მკურნალობის მეთოდები

მოცდითი ტაქტიკა. თუკი საკვერცხის კისტა აღმოგაჩნდა, შეიძლება შემოგთავაზონ მოცდა და ექოსკოპიის გამეორება 1-3 თვეში, რათა გადაამოწმონ ცისტის ზომის ცვლილება. ამ ტაქტიკას ძირითადად სთავაზობენ ქალებს, რომლებიც:

  • არიან რეპროდუქცულ ასაკში;
  • არ აქვთ სიმპტომები;
  • აქვთ სითხით სავსე ცისტა;
  • ცისტის ზომა 2სმ-დან 5სმ-მდე დიამეტრისაა.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ამცირებენ ახალი ცისტის განვითარების შანსს და უკვე არსებული ცისტების ზრდას. ქირურგიული მკურნალობა არჩევითი მეთოდია მენოპაუზის მქონე ქალბატონებისთვის და იმ შემთხვევაში, თუ:

  • კისტა არ გაქრა რამდენიმე ციკლის შემდეგ;
  • იზრდება ზომაში;
  • ულტრაბგერით კვლევაზე საეჭვოდ გამოიყურება;

არსებობს ოპერაციული მკურნალობის ორი მეთოდი:

ლაპარასკოპია – კეთდება ორი პატარა ნახვრეტი მუცლის ქვედა ნაწილში და ერთი ჭიპთან, წვრილი ინსტრუმენტით (ლაპარასკოპით) შედიან მუცლის ღრუში და ათვალიერებენ საშვილოსნოს და მის დანამატებს, ხდება ცისტის ამოღება, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ამოკვეთონ საკვერცხეც.

ლაპარასკოპიული ოპერაცია

ლაპარასკოპიული ოპერაცია

ერთი საკვერცხის ამოკვეთა არ იწვევს უშვილობას, თუ მეორე საკვერცხე ჯანსაღია. ლაპარატომია – კეთდება მოზრდილი განაკვეთი მუცლის ქვედა ნაწილში, ამ მეთოდს ღია წესით ოპერაციას უწოდებენ. პროცედურა ტარდება იმ შემთხვევებში, თუ ეჭვია საკვერცხის კიბოზე, ან ცისტა ძალიან დიდი ზომისაა. ოპერაციული მასალა ყველა შემთხვევაში იგზავნება ლაბორატორიაში ჰისტომორფოლოგიური კვლევისათვის, რის საფუძველზეც კეთდება რეპროდუქციულ ორგანოებში მიმდინარე პროცესების და ანომალიების ანალიზი. ლაპარასკოპიული მეთოდის გამოყენებისას პაციენტი იმავე ან მეორე დღეს მიდის სახლში და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა, ვიდრე ლაპარატომიის დროს. ლაპარატომიის შემთხვევაში სტაციონარში დაყოვნების პერიოდი საშუალოდ 2 დღეა.

პრევენცია

კისტის პრევენცია შეუძლებელია, თუ არაფერი გაწუხებს და მხოლოდ თავის დაზღვევა გინდა, შეგიძლია საკვერცხეები პერიოდულად, 6-8თვეში ერთხელ აკონტროლო ექოსკოპიით და ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინო, რაც თავიდან აგარიდებს ოპერაციას, იმ შემთხვევაში თუ ის მცირე ზომისა და ისეთი აგებულებისაა, რომ მედიკამენტურ მკურნალობას დაექვემდებარება.

FavoriteLoadingდაამატე რჩეულებში
19 კომენტარი to this post
  1. აღნიშნულ თემასთან დაკავშრებით უამრავი სტატია მაქვს წაკითხული და არც ერთი არ ყოფილა ასეთი კონკრეტული, ყველასათვის გასაგები ენით ახსნილი!! დიდი მადლობა :)

  2. ჩვენს ქვეყანაში ვერც პრევენციას ახდენენ, ვერც მცირე ზომის კისტის გაწოვის პროცესს, ვერც ნორმალურ მედიკამენტოზურ მკურნალობას. სამწუხაროდ, ჩემი საკუთარი გამოცდილებით, ექიმებს არ სურთ, განვითარდნენ და მოძველებული მეთოდებით "მკურნალობას" ირჩევენ, რასაკვირველია, პაციენტის ჯანმრთელობის, ნერვების, ფინანსების ხარჯზე…

  3. laparaskopiis dros 4 naxvreti ketdeba, erti chiptan saidanac mucels beraven haeris sheshvebit, meore magis gaswvriv erti 10 santimetrit kvemot saidanac kamera shedis, da mesame da meotxe menjebtan saidanac instrumentebit shedian rom amokveton, anu 4 naxvretia sul… menjebtan advilad xorcdeba paktiurad sheumchnevelia, chiptan da mis gaswvriv ki chans mainc.

    • თუ ექოსკოპიურად აღარ გამოჩნდა, ე.ი. ფუნქციური ცისტები იყო, ანუ გაუმსკდარი ფოლიკულები და გასკდნენ. შეგიძლიათ კიდევ გადაამოწმოთ, ეს არ გამორიცხავს რომ კიდევ არ გაჩნდება ან ცისტა არ გექნებათ არასდროს. თუმცა ის უკვე არსბული ცისტები რახან ჩანდა და აღარ ჩანს, ე.ი. აღარც არიან, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ :) თუ რა თქმა უნდა, ექოსკოპია ხარისხიანად ჩატარდა.

  4. ისეთი კატასტროფული სიტუაციაა დგევანდელ კლინიკებში მტრისას:-( საძაგელი საქციელი აქვთ ექიმებს და ჩემი რჩევა იქნება რომ სანამ ცუდად და უხეშად მოიქცევით პატივცემულო ექიმებო გახსოვდეთ თქვენც ადამიანები ხართ.

    • ზეპირად იმის თქმა, არის თუ არა საშიში, შეუძლებელია. სტატიას თუ ყურადღებით გაეცანით, მიხვდებით რატომაც. თუ მხოლოდ ერთი ციკლია რაც აღმოგაჩნდათ, დინამიკაში აკონტროლეთ, არ არის გამორიცხული რომ ცისტა კიარა, ფოლიკული იყოს, რომელიც ციკლის მეორე ფაზაში გასკდება. ამიტომ სჯობს ექოსკოპიური კონტროლი მენსტრუაციის დასრულებიდან მე-2 დღეს ჩაიტაროთ.

    • იმედია ყველაფერი კარგად იქნება, გგულშემატკივრობთ, ჩვენც გაგვაგებინეთ რას გეტყვიან და როგორ იქნებით :)

  5. მეც მაქვს 4 მმ –იანი კისტა,გასათხოვარი გოგო ვარ 39 წლის,იქნებ რამე მირჩიოთ,გაიზარდა და მირჩიეს ოპერაცია,ლაპოროსკოპია ჯობია თუ ლაპარატომია?

    • როგორც უკვე აღვნიშნეთ სტატიაში, ლაპარასკოპია სჯობს, თუ ლაპარატომიის სამედიცინო ჩვენება არ არსებობს, ვინაიდან ლაპარასკოპიით ნაკლები ტრავმის მიყენება ხდება ორგანიზმისთვის. ჰოსპიტალიზაციის და გამოჯანმრთელების პერიოდიც გაცილებით ხანმოკლეა. მაგრამ, კონკრეტულად თქვენთვის, ოპერაციის მეთოდი გინეკოლოგ-ქირურგმა უნდა შეარჩიოს ინდივიდუალურად, ვინაიდან მას ყველაზე კარგად ეცოდინება რა და როგორ არის საჭირო. წარმატებებს და გამოჯანმრთელებას გისურვებთ.

  6. gamarjobat,pirvelad gadamicda cikli da exoze rom vikavi agmomachnda 7 santimetris kista,da agmavali infekcia,manamde 8 tvis ganmavlobashi vsvavdi rigevidons da ramdenad shesazlebelia rigevidonis ponze cistis ganvitareba da ras mirchevt aris tu ara sashishi?

    • რიგევიდონის მიღება ცისტის განვითარების პრევენციას არ მოახდენდა, ანუ შესაძლოა მაგ პერიოდში ჩამოყალიბებულიყო, ან მანამდეც არსებულიყო და შემდეგ გაზრდილიყო…7სმ ცისტა საოპერაციოა, რა თქმა უნდა გინეკოლოგთან კონსულტაციით უკეთ დაკვალიანდებით :) თუ მწვავე ინფექციაა, სავარაუდოდ ანთების ჩაქრობის შემდეგ უნდა დაიგეგმოს ოპერაციული მკურნალობა.

  7. 2tvis win gavikete laparoskopia 7santimetriani kistis,,kontrolze rom mivedi kista isev maqvs,,igive zomis,anu 7santimetriani igive adgilas,,paraovaluri kista a,,shesazlebeli iyo 2tveshi amxela kistis xexaxla gachena?mipasuxet dzalian gtxovt,winaswar didi madloba

  8. 11 თვის წინ მაქვს ჩატარებული ყველანაირი ანალიზი და ზალიან კარგი მდგომარეობა მქონდა,სამი დგეს შემაცუხა საკვერცხის ტკივილმა და მაქვს თეთრი გამონადენი ვიყავი ექიმთან და ძალიან ცუდი პასუხები მაქვს,ანუ ზუსტად დაგიწერთ.მარცხენა საკვერცხეზეა საუბარი.ზომები 41-29 მმ,საკვერცხის ნახევარი წარმოდგენილია ანექოგენური უბნებით 15 დან 29 შიგთავსი ერთგვაროვანი,ზედა პოლუსზე ვიზუალიზდება 63-45 სიგთავსი წვრილდისპერსული,შუაში არასრული ტიხრით.დუგლასის სივრცეში სითხე დაახ. 15 მლ ოდენობით.სტრუქტურა მარცვლოვანი.ძალიან მაინტერესებს ასე 11 თვეში როგორ შემექმნა მდგომარეობა.რამდენათ საშიშა ეს მდგომარეობა?ჩემმა ექიმმა ჯერჯერობით ამჯობინა სამთვიანი მკურნალობა,მაგრამ დიდი ალბათობაა რომ დამჩირდება ოპერაცია.რამდენად მართებულია ეს ყველაფერი და ლაპარასკოპია დამჩირდება თუ ლაპარატომია?

  9. ერთი წელია რაც ოპერაცია გამიკეთდა.მარჯვენა საკვერცხეში მქონდა 9სმ მდე ცისტა.ექიმმა მითხრა რო საკვერცხე შემინარჩუნა და არ ამომკვეთა.თუმცა ეხოსკოპიის დროს საკვერცხე არ ჩანს.ესეთი რამე შესაძლებელია თუ ექიმი ცდება?

  10. წინა კითვაც ჩემგანაა.ვეფხო123 რო წერია..და კიდე:შესაძლებელია თუ არა კისტის ამოკვეთამ გასუქება გამოიწვიოს.რამე ფუნქციურ გვევას ხოარ გამოიწვევდა.მანამდე ჰორმონების ანალიზი გავიკეთე და ყველაფერი წესრიგში იყო..ნინო 30 წლის

შენ რას იტყვი?

PINK CLUB NEWS

ბოლო სტატიები

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის როყიო სიტყვებისა არ იყოს "კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში". დღე არ გავა, რომ საშინელმა კრიმინალურმა მოვლენამ...