Home რუბრიკები თავის მოვლა შვრიის ფაფა შენი სახის კანისთვის

შვრიის ფაფას, რომელსაც უმეტესობა “გერკულესის” სახელით ვიცნობთ, სილამაზის ფაფასაც ეძახიან.  თუ სუფთა და ჯანსაღი ფერის კანი გინდა, ყოველ დილას თაფლით და ხილით შეზავებული შვრიის ფაფის მირთმევა მიზნის მიღწევაში დაგეხმარება.

გარდა ამისა, შვრიის ფანტელებისგან საკუთარი ხელით სახის სკრაბების და  ნიღბების დამზადებაც შეგიძლია. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ ყველა ტიპის კანს უხდება, ხსნის ფორებს და წმენდს ჭუჭყისგან. აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, ანოტივებს, ამშვიდებს გაღიზიანებულ და გაწითლებულ კანს.

სახის სკრაბი ცხიმიანი კანისათვის

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1/4 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი.
  • 1 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელები.
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:

ეს ყველაფერი პატარა თასში თქვიფე მანამ, სანამ სქელ, კრემისებურ მასას არ მიიღებ და შემდეგ წრიული მოძრაობებით წაისვი მშრალ, სუფთა კანზე  (გარდა თვალის გარშემო ზონისა, სადაც კანი ძალიან ნაზია). შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანე და დამატენიანებელი კრემი წაისვი.

სახის უნივერსალური ნიღაბი 

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 ან 3 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი
  • თბილი რძე

მომზადების წესი:

აურიე კარგად შვრია და თაფლი, დაამატე ცოტა რძე. აურიე, რომ კრემისებური კონსისტენცია მიიღო და სახეზე წაისვი ისე, რომ თვალების გარშემო ნაზ კას არ შეეხო. 15- 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანე გრილი წყლით და კრემი წაისვი.

ნიღაბი პრობლემური კანისათვის

საჭირო ინგრედიენტები:

  • 5 წვეთი ნუშის ან ზეითუნის ზეთი.
  • ნახევარი ლიმონის წვენი.
  • ერთი კვერცხის ცილა.
  • ერთი სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი.

მომზადების წესი:

აურიე ინგრედიენტები პატარა თასში კრემისებური მასის მიღებამდე. თუ ძალიან სქელი გამოვიდა, შეგიძლია ცოტა წყალიც დაუმატო. წაისვი სახეზე (თვალის მიმდებარე ზონის გარდა) და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანე ცივი წყლით და დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი წაისვი.

სკრაბი და ნიღაბი მშრალი კანისათვის

საჭირო ინგრედიენტები:

  • მწიფე ბანანი
  • 1 ჭიქა შვრიის ფანტელი
  • თბილი რძე

მომზადების წესი:

დაჭყლიტე ბანანი კარგად, დაყარე შვრიის ფანტელი და დაასხი თბილი რძე იმ რაოდენობით, რომ სქელი კრემისებური მასა მიიღო, სახეზე წრიული მოძრაობებით წაისვი (ხელები წინასწარ დაისველე) და 15 წუთით დაიტოვე. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანე და დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი წაისვი.

FavoriteLoadingდაამატე რჩეულებში
19 კომენტარი to this post
  1. ძალიან კარგია, ჩემს ცხიმიან კანს აყენებს რეჟიმში. ყველას გირჩევთ, მე დერმატოლოგმა მირჩია და კვირაში ერთხელ ვიკეთებ. :)

  2. არეული სახე დამიწყანარაო რომ წერთ, რომელ ნიღაბს გულისხმობთ იქნებ მიტხრათ? აქ რამდენიმე ნიღაბი წერია და :)

  3. და რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება ამ ნიღბების გაკეთება? კონკრეტულად პირველის?

შენ რას იტყვი?

PINK CLUB NEWS

ბოლო სტატიები

"მოდა გადადის, სტილი რჩება." - თითქმის ერთი საუკუნის წინ კოკო შანელის მიერ ნათქვამი ეს ფრაზა დღემდე აქტუალურია. სწორედ მან...