Don't miss
- #PinkCatwalk – დასრულდა!Posted 5 hours ago
- ორგანიზების დღე #27: საუთოებელი მაგიდაPosted 8 hours ago
- ორგანიზების დღე #26: ფარდის შესაკრავიPosted 1 day ago
- მის საქართველო 2013 – რეგისტრაცია დაიწყო!Posted 2 days ago
- ორგანიზების დღე #25: სამკაულების უჯრაPosted 4 days ago
- თმის ცარცი – ახალი ფერი ყოველდღეPosted 4 days ago
- ორგანიზების დღე #24: ჯინსების ორგანიზებაPosted 5 days ago
- ორგანიზების დღე #23: ორმაგი დატვირთვის ავეჯიPosted 6 days ago
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: რით გვემუქრება იოდის ნაკლებობა?Posted 6 days ago
- ორგანიზების დღე #22: საყურეების ფუტლიარიPosted 7 days ago
- როგორ გამოვიცნოთ ტყუილიPosted 7 days ago
- ორგანიზების დღე #21: თეთრეულის კომპლექტიPosted 8 days ago
- 2013 წლის გაზაფხულის ყველაზე მოდური ფერიPosted 8 days ago
- ორგანიზების დღე #20: ჩანთების კაუჭიPosted 9 days ago
- ვარსკვლავები მაკიაჟით და უმაკიაჟოდPosted 9 days ago
- 7 მარტივი და სასარგებლო პოზა იოგაშიPosted 13 days ago
- ორგანიზების დღე #19: გასაღებების სათავსოPosted 16 days ago
- ღირს, თუ არა ძველი ურთიერთობების განახლება?!Posted 16 days ago
- ორგანიზების დღე #18: ჩექმის ყელიPosted 17 days ago
- Shoes of Prey – ფეხსაცმელი შენი საკუთარი დიზაინით!Posted 17 days ago
- 2013 წლის მოდური კოლგოტებიPosted 18 days ago
- ორგანიზების დღე #17: ნაგავსაყრელი ქოთნებიPosted 18 days ago
- ორგანიზების დღე #16: ფერადი გასაღებებიPosted 19 days ago
- მამაკაცი, რომელიც სილამაზის გამო საუდის არაბეთიდან გააძევესPosted 19 days ago
- ორგანიზების დღე #15: სამკაულების დაფაPosted 20 days ago
- საკვები ზოდიაქოს ნიშნებისთვისPosted 20 days ago
- 16 რამ ძილის შესახებ, რაც არ იცითPosted 21 days ago
- ორგანიზების დღე #14: საღებავის მოხუფვაPosted 21 days ago
- ორგანიზების დღე #13: საათი აბაზანაშიPosted 22 days ago
- პენისის ზომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიPosted 22 days ago
მაკიაჟის ფუნჯები – რა რისთვისაა
By თამრი on June 13, 2012

იდეალური მაკიაჟი რომ გქონდეს, ამისთვის კარგი კოსმეტიკა და უფრო კარგი ფუნჯია საჭირო. თუმცა თუ არ იცი, რომელი მათგანი ზუსტად რისთვისაა გამიზნული, შეიძლება შეცდომებიც დაუშვა მაკიაჟის კეთებისას, რაც შენს გარეგნობაზე ნამდვილად აისახება.
მაშ ასე. ფოტოს მიზედვით მოვახდინოთ ფუნჯების კლასიფიკაცია:
- დიდი ფუნჯი პუდრისთვის. რეკომენდირებულია, ნატურალური მასალისგან იყოს დამზადებული;
- რუჟის ფუნჯი. უპირატესობა აქაც ნატურალურ ბეწვს ენიჭება;
- მარაოსებრი ფუნჯი. გამოიყენება მყარი კონსისტენციის ზედმეტი მაკიაჟის სახიდან მოსაცილებლად. ის რბილად აცილებს ზედმეტ ჩრდილებს და ამასთან, არ ურევს მათ ერთმანეთში. სასურველია ნატურალური მასალა;
- დიდი, ირიბად შეკრეჭილი ფუნჯი რუჟისათვის და ყვრიმალების კორექციისთვისაა განკუთვნილი.
- ფუნჯი კონტურული კორექციისთვის.
- ჩრდილის დატანისთვის საუკეთესო ფუნჯი. ძალიან მოსახერხებელია წამწამებთან ახლოს ჩრდილის კარგად გადასანაწილებლად.
- პატარა ფუნჯი ცხვირის კორექციისთვის.
- ფუნჯი ტონალური ფუძისთვის, ცხიმიანი კორექტორებისთვის. გამოიყენება მხოლოდ სინთეტიკური მასალის ფუნჯი.
- ფუნჯი ფხვიერი და კომპაქტური პუდრისთვის. კარგად ურევს და დააქვს კანზე;
- დიდი ფუნჯი ჩრდილებისთვის. დიდ ფუნჯს იყენებენ ღია ფერის ჩრდილების წარბსქვემოთ დასატანად. ამ ფორმის, ოღონდ უფრო პატარა ფუნჯი განსხვავებული ფერის ჩრდილების დასატანად გამოიყენება. ფუნჯის ზომა ირჩევა ფერების რაოდენობის და მაკიაჟის სპეციფიკის მიხედვით.
- ბრტყელი, მოკლე ფუნჯი ტონების შესარევად.
- ჩრდილების დასატანი ფუნჯი. რეკომენდირებულია ნატურალური ბეწვი.
- ტუჩის ფუნჯი. გამოიყენება კონტურის გასაკეთებლად და ტუჩის საცხის წასასმელად. რეკომენდირებულია სინთეტიკური მასალა.
- ფუნჯი თვალის ხაზების გასაგრძელებლად: როგორც ჩრდილის, ასე ფანქრისთვისაც.
- ფანქრის ხაზების “შესარბილებელი” ფუნჯი.
- მოკლე ფუნჯი ფანქრის ხაზების შესარბილებლად.
- ჩრდილების დასატანი ფუნჯი. სასრურველია ნატურალური მასალის.
- პატარა ფუნჯი ცხიმოვანი კონსისტენციის მაკიაჟისთვის. გამოიყენება სახის შედარებით ძნელად დასამუშავებელი ადგილებისთვის, რომლებიც სიზუსტეს მოითხოვენ.
- წარბების დასამუშავებელი ფუნჯი. ამ ფუნჯით შეგვიძლია წარბების კორექტორი დავიტანოთ წარბზე.
- წარბების სავარცხელი.
- აპლიკატორი. გამოიყენება მშრალი ან ცხიმიანი ჩრდილების დასატანად ქუთუთოებზე.
- წარბების სავარცხელი.





















Dream Teller
06/13/12 at 5:07 pm
ვაიმე ამას მაინც ვერ დავიმახსოვრებ :D სულ ვურევ ხოლმე ერთმანეთში
ENIGMA
06/13/12 at 9:06 pm
პროფესიონალური მაკიაჟის გასაკეთებლად ნამდვილად საჭიროა, მაგრამ ყოველდღიურობაში 3-4 ფუნჯიც საკმარისია, ჩემი აზრით :)
akunkula
06/13/12 at 9:34 pm
მართალია, ყოველდღიური მაკიაჟი ამდენ ფუნჯს არ საჭიროებს, მაგრამ მცირედსაც თუ შესაბამისი ხელსაწყო ექნება, ეს მხოლოდ კარგია <3
Rusudan Kharibegashvili Kharibegashvili (Facebook)
06/13/12 at 11:51 pm
amdeni punji ar maqvs ,magram makiajs mainc mshvenivrad viketeb :)))
ალექსანდრა
06/14/12 at 9:38 am
ფუნჯს მხოლოდ ჩრდილებისთვის ვიყენებ, იშვიათად_რუჟისთვის, ასე რომ ამ საქმეში გამოუცდელი ვარ და ალბათ ამიტომაც მეგონა ბოლო ფუნჯი ტუშის :D სასარგებლო სტატიაა, როცა დამჭირდება, აუცილებლად ვიხელმძღვანელებ ამ რჩევებით ;)