- MaruSinka Shoes – წარმატებული ბიზნესიPosted 6 hours ago
- #PinkCatwalk – დასრულდა!Posted 1 day ago
- ორგანიზების დღე #27: საუთოებელი მაგიდაPosted 1 day ago
- ორგანიზების დღე #26: ფარდის შესაკრავიPosted 2 days ago
- მის საქართველო 2013 – რეგისტრაცია დაიწყო!Posted 3 days ago
- ორგანიზების დღე #25: სამკაულების უჯრაPosted 5 days ago
- თმის ცარცი – ახალი ფერი ყოველდღეPosted 5 days ago
- ორგანიზების დღე #24: ჯინსების ორგანიზებაPosted 6 days ago
- ორგანიზების დღე #23: ორმაგი დატვირთვის ავეჯიPosted 7 days ago
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: რით გვემუქრება იოდის ნაკლებობა?Posted 7 days ago
- ორგანიზების დღე #22: საყურეების ფუტლიარიPosted 8 days ago
- როგორ გამოვიცნოთ ტყუილიPosted 8 days ago
- ორგანიზების დღე #21: თეთრეულის კომპლექტიPosted 9 days ago
- 2013 წლის გაზაფხულის ყველაზე მოდური ფერიPosted 9 days ago
- ორგანიზების დღე #20: ჩანთების კაუჭიPosted 10 days ago
- ვარსკვლავები მაკიაჟით და უმაკიაჟოდPosted 10 days ago
- 7 მარტივი და სასარგებლო პოზა იოგაშიPosted 14 days ago
- ორგანიზების დღე #19: გასაღებების სათავსოPosted 17 days ago
- ღირს, თუ არა ძველი ურთიერთობების განახლება?!Posted 17 days ago
- ორგანიზების დღე #18: ჩექმის ყელიPosted 18 days ago
- Shoes of Prey – ფეხსაცმელი შენი საკუთარი დიზაინით!Posted 18 days ago
- 2013 წლის მოდური კოლგოტებიPosted 19 days ago
- ორგანიზების დღე #17: ნაგავსაყრელი ქოთნებიPosted 19 days ago
- ორგანიზების დღე #16: ფერადი გასაღებებიPosted 20 days ago
- მამაკაცი, რომელიც სილამაზის გამო საუდის არაბეთიდან გააძევესPosted 20 days ago
- ორგანიზების დღე #15: სამკაულების დაფაPosted 21 days ago
- საკვები ზოდიაქოს ნიშნებისთვისPosted 21 days ago
- 16 რამ ძილის შესახებ, რაც არ იცითPosted 22 days ago
- ორგანიზების დღე #14: საღებავის მოხუფვაPosted 22 days ago
- ორგანიზების დღე #13: საათი აბაზანაშიPosted 23 days ago
დუკანის დიეტა
სანამ სამეფო ქორწილი შედგებოდა, აგორდა ჭორი, რომ მომავალი პრინცესა და მისი დედა გახდომას ცდილობდნენ და მიმართეს ე.წ. დუკანის დიეტას. (ამბობენ, რომ ჟიეზელმა და ჯენიფერ ლოპესმაც გამოსცადეს ეს დიეტა ).
ეს დიეტა შექმნა ფრანგმა ექიმმა, პიერ დუკანმა. ამბობენ, სწორედ კვების ამ რეჟიმის წყალობით რჩებიან ფრანგი ქალები საოცარ ფორმაში ვარჯიშისა და მკაცრი დიეტების გარეშე.
ახლა კი ვნახოთ რა გვჭირდება იმისათვის, რომ ფორმაში ჩავდგეთ:
ნაბიჯი 1: შეტევის ფაზა
პირველი ნაბიჯი მენიუდან ნახშირწყლების სრული ამოღებაა.
უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი პროტეინი – კვერცხი, თევზი, ხორცი, ზღვის პროდუქტები. დუკანი ამბობს, რომ ეს ძალიან მარტივია, იმიტომ რომ პროტეინი გვანაყრებს და შიმშილის გრძნობა აღარ გვაწუხებს. ეს ფაზა 2–დან 7 დღემდე გრძელდება (დამოკიდებულია რამდენი კილოგრამის დაკლება გსურთ).

ნაბიჯი 2: მგზავრობის ფაზა
ამ ეტაპზე პროტეინები ნაწილობრივ უნდა ჩავანაცვლოთ მწვანე ბოსტნეულით.
არჩევანი თქვენზეა, მიირთვით რომელი ბოსტნეულიც გინდათ და რა რაოდენობითაც გინდათ. მაგრამ აუცილებლად მიიღეთ პროტეინებიც. ამ ფაზაზე იმდენ ხანს გაჩერდით რომ სასურველ წონას მიაღწიოთ.

ნაბიჯი 3: შენარჩუნების ფაზა
ამ ეტაპზე კვების მენიუში ამატებთ პურს, ერთ პორცია ხილს და ყველს. კვირაში ორჯერ კი თქვენ შეგიძლიათ სადღესასწაულო სადილი მოაწყოთ და ნახშირწყლები მიიღოთ. ამ ეტაპზე რაც შეიძლება დიდხანს უნდა გაჩერდეთ, რათა ორგანიზმი შეეგუოს დაკარგულ კილოგრამებს და არ დაიწყოს სწრაფი მატება.

ნაბიჯი 4: მუდმივი სტაბილიზაცია
უბრუნდებით ჩვეულებრივი კვების რეჟიმს, არანაირი შეზღუდვა კვებაში. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, კვირაში ერთი დღე უბრუნდებით შეტევის ფაზას და მიირთმევთ მხოლოდ პროტეინებს – კვერცხი, ხორცი, თევზი და ა. შ.
პ.ს. სტატიაში დუკანის დიეტის შემოკლებული და არასრული ვერსიაა მოყვანილი. იმისათვის, რომ დიეტა სწორად დაიცვათ და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ, გირჩევთ შეიძინოთ პიერ დუკანის წიგნი, სადაც ამომწურავ ინფორმაციას გაიგებთ ამ დიეტის შესახებ.























Pingback: კრემლის დიეტა — PINK MAGAZINE
ENIGMA
04/18/12 at 7:16 pm
ეს დიეტას კი არა გაძლიერებულ კვებაზე გადასვლას უფრო გავს:0
ლიკა
01/08/13 at 10:18 pm
მაინტერესებს რაღაც კონკრეტულად :) პირველ ფაზაში თუ არის განსაზღვრული ხორცეულის რაოდენობა დღის განმავლობაში? რამდენის მირთმევა შეგვიძლია
rusapetka
01/20/13 at 6:13 pm
სტატია ძალიან არასრულყოფილია, რამაც შეიძლება ცუდი შედეგები მოიტანოს მათთვის, ვინც გადაწყვეტს ამ დიეტის დაცვას. ჯობია, რომ უფრო მეტი დრო დაუთმოთ სწორად გადმოთარგმნას, მთუმეტეს როცა ასე თუ ისე ხალხი გენდობათ :)))
rusapetka
01/20/13 at 6:16 pm
თანაც, დუკანის დიეტის მთავარი იარაღი შვრიის ქატოა, რომლის რაოდენობასაც ეტაპების მიხედვით მუდმივად ცვლის :) უფრო მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სტატიებს ;)
Sweet
01/20/13 at 10:39 pm
მადლობა შენიშვნისთვის. სტატიას ბოლოში ჩავამატეთ რჩევა იმის შესახებ, რომ თუ ამ დიეტის დაცვას მოისურვებენ, უმჯობესია წიგნი შეიძინონ.
Pingback: 3 აპლიკაცია, რომელიც წონის კლებაში დაგეხმარება - PINK MAGAZINE