- ორგანიზების დღე #26: ფარდის შესაკრავიPosted 9 mins ago
- მის საქართველო 2013 – რეგისტრაცია დაიწყო!Posted 18 hours ago
- ორგანიზების დღე #25: სამკაულების უჯრაPosted 3 days ago
- თმის ცარცი – ახალი ფერი ყოველდღეPosted 3 days ago
- ორგანიზების დღე #24: ჯინსების ორგანიზებაPosted 4 days ago
- ორგანიზების დღე #23: ორმაგი დატვირთვის ავეჯიPosted 5 days ago
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: რით გვემუქრება იოდის ნაკლებობა?Posted 5 days ago
- ორგანიზების დღე #22: საყურეების ფუტლიარიPosted 6 days ago
- როგორ გამოვიცნოთ ტყუილიPosted 6 days ago
- ორგანიზების დღე #21: თეთრეულის კომპლექტიPosted 7 days ago
- 2013 წლის გაზაფხულის ყველაზე მოდური ფერიPosted 7 days ago
- ორგანიზების დღე #20: ჩანთების კაუჭიPosted 8 days ago
- ვარსკვლავები მაკიაჟით და უმაკიაჟოდPosted 8 days ago
- 7 მარტივი და სასარგებლო პოზა იოგაშიPosted 12 days ago
- ორგანიზების დღე #19: გასაღებების სათავსოPosted 15 days ago
- ღირს, თუ არა ძველი ურთიერთობების განახლება?!Posted 15 days ago
- ორგანიზების დღე #18: ჩექმის ყელიPosted 16 days ago
- Shoes of Prey – ფეხსაცმელი შენი საკუთარი დიზაინით!Posted 16 days ago
- 2013 წლის მოდური კოლგოტებიPosted 17 days ago
- ორგანიზების დღე #17: ნაგავსაყრელი ქოთნებიPosted 17 days ago
- ორგანიზების დღე #16: ფერადი გასაღებებიPosted 18 days ago
- მამაკაცი, რომელიც სილამაზის გამო საუდის არაბეთიდან გააძევესPosted 18 days ago
- ორგანიზების დღე #15: სამკაულების დაფაPosted 19 days ago
- საკვები ზოდიაქოს ნიშნებისთვისPosted 19 days ago
- 16 რამ ძილის შესახებ, რაც არ იცითPosted 20 days ago
- ორგანიზების დღე #14: საღებავის მოხუფვაPosted 20 days ago
- ორგანიზების დღე #13: საათი აბაზანაშიPosted 21 days ago
- პენისის ზომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიPosted 21 days ago
- ორგანიზების დღე #12: შინასამმართველოPosted 22 days ago
- 4 შეკითხვა აბორტის შესახებ [+გამოკითხვა]Posted 22 days ago
კვებითი აშლილობები: ანორექსია, ბულიმია

კვებითი აშლილობები დაავადებათა ჯგუფია, რომელთა საერთო სიმპტომი კვების არანორმალური რეჟიმია – არასაკმარისი ან ზედმეტი ოდენობით კვება. კვებითი აშლილობის ყველაზე გავრცელებული ტიპებია ნერვული ანორექსია (Anorexia nervosa) და ნერვული ბულიმია (Bulimia nervosa).
აღნიშნული ტიპის აშლილობები ძირითადად გოგონებშია გავრცელებული, თუმცა მამაკაცებშიც ფიქსირდება. კვებითი აშლილობების გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიზეზია პოსტ-ტრავმატული სტრესის სინდრომი, რომელიც ქალბატონებში თავის მხრივ სექსუალურ ტრავმასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. საკმაოდ პოპულარულია აზრი, რომ ზოგიერთი თინეიჯერისთვის ანორექსია და ბულიმია სხეულის იდეალური აფორმების მიღწევის საშუალებაა.კვებითი აშლილობები თანამედროვეობის საკმაოდ სახიფათო სინდრომია, რაც მძიმე შედეგებით, ზოგ შემთხვევაში, სიკვდილითაც შეიძლება დასრულდეს.
შეიძლება იფიქრო, რომ ქართველ თინეიჯერებს ამ დაავადების შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ და შესაბამისად, შენი შვილები თუ მეგობრები დაცული არიან საფრთხისგან, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. პირიქით, ამ პრობლემური საკითხის შესახებ საზოგადოების არაინფორმირებულობა ზრდის სახიფათო შედეგების რისკს.
განვიხილოთ კვებითი აშლილობების ორი ყველაზე გავრცელებული სახე. ყურადღება გაამახვილეთ სიმპტომებზე, რადგან არაინფორმირებული ადამიანებისთვის ამ დაავადებების არსებობა შეუმჩნეველია.
ნერვული ანორექსია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება საკვების შეზღუდვით. ანორექსიით დაავადებულებს აქვთ წონაში მომატების ირაციონალური შიში და საკუთარი სხეულის არასწორი, დამახინჯებული აღქმა. ანორექსია, როგორც წესი, მოზარდობის ასაკში ვითარდება. წონაში მომატების შიშით, დაავადებულები ზღუდავენ საკვებს, და ხშირად შიმშილობენ კიდეც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ანორექსიით დაავადებულები არ კარგავენ მადას, შესაბამისად ამ ტიპის ზეწოლამ შესაძლოა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური გართულებები გამოიწვიოს.
როგორ გამოვიცნოთ ნერვული ანორექსიის სიმპტომები ჩვენ ირგვლივ?
- ანორექსიით დაავადებული ადამიანი შესამჩნევად გამხდარია;
- ხშირად ექმნება მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული პრობლემები;
- აქვს წონის მომატების არანორმალური შიში;
- წონას კარგავს დროის მოკლე მონაკვეთებში;
- თვალს ადევნებს მიღებული საკვების კალორიულობას;
- შესაძლოა მოსწონდეს სხვისთვის საჭმლის მომზადება, თუმცა თავად არასოდეს მიირთმევს;
- უარს ამბობს ჭამაზე სხვების თანდასწრებით;
- საკუთარ თავს ზედმეტწონიანად მიიჩნევს (მიუხედავად იმისა, რომ არაჯანსაღი, დაბალი წონის ინდექსი აქვს);
- ძლიერ დეპრესიულია, აწუხებს მუდმივი დაღლილობა;
- მარტოსულია, თავს არიდებს საზოგადოებაში დროის გატარებას.
ნერვული ბულიმია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ზომაზე მეტი საკვების მიღებით და შემდგომ, ხელოვნური გულისრევით ხასიათდება. ანორექსიის მსგავსად, ბულიმიით უფრო მეტად ავადდებიან თინეიჯერები. ბულიმია ანორექსიასთან შედარებით ნაკლებად საშიშია, თუმცა ბულიმიის შემთხვევები უფრო მეტია. ბულიმიით დაავადებულები, როგორც წესი, ნორმალური წონით ხასიათდებიან.
როგორ გამოვიცნოთ ნერვული ბულიმიის სიმპტომები ჩვენ ირგვლივ?
ბულიმიით დაავადებულებს ახასიათებთ:
- ჭამის შემდეგ სუფრის სწრაფად მიტოვება და ტუალეტის ხშირი სტუმრობა;
- დეჰიდრატაცია ხშირი ღებინების შედეგად;
- პირის ღრუს და თითების დაზიანება (თითების პირის ღრუში ხშირი მოთავსების გამო);
- ზომაში მომატებული გლანდები;
- კბილების ეროზია, გამოწვეული კუჭის მჟავის კბილებთან ურთიერთქმედებით;
გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვებითი აშლილობით დაავადებული ადამიანებისთვის ეს მდგომარეობა ძალიან სამარცხვინოა. უმეტეს შემთხვევაში ისინი აცნობიერებენ ამ დაავადებების შესაძლო შედეგებს, თუმცა არ შეუძლიათ მოითხოვონ დახმარება გარშემომყოფებისგან.
რა უნდა მოიმოქმედო, როცა ოჯახის წევრს/მეგობარს კვებითი აშლილობის სიმპტომებს შეამჩნევ?
აუცილებლად მოერიდე კონფრონტაციას, არ დააყენო არჩევნის წინაშე. დაავადებულს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თანადგომა და დახმარება სჭირდება, და არა დაპირისპირება. პირველ რიგში, დაჰპირდი, რომ ამას თქვენ ორის გარდა ვერავინ გაიგებს და აუცილებლად მიმართე სპეციალისტს დახმარებისთვის.
კვებითი აშლილობის პრობლემის მოგვარება ძალიან რთულია და დიდ ნებისყოფას მოითხოვს, თუმცა სათანადო გარემოს შექმნისა და სწორი მოქმედების შემთხვევაში, მისი დამარცხება შესაძლებელია. რაც მთავარია, ხშირად ის, ვინც წარსულში ბულიმიით ან ანორექსიით იტანჯებოდა, გამოჯანმრთელების შემთხვევაში დაშვებულ შეცდომას აღარ იმეორებს.





















Lika Lavander
06/16/12 at 12:37 pm
:(((((( სამწუხაროა, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანი იტანჯება ამ დაავადებებით
ENIGMA
06/16/12 at 12:39 pm
საინტერესო სტატიაა
akunkula
06/16/12 at 9:22 pm
ჩემი წონის გადამკიდე, ანორექსიისგან შორს ვარ …
მძიმე და აქტუალური პრობლემაა ნამდვილად