Home რუბრიკები თავის მოვლა 4 შეკითხვა აბორტის შესახებ

აბორტზე, როგორც სამედიცინო პროცედურასა და მის შესაძლო გართულებებზე წინა სტატიაში ვისაუბრეთ. ახლა კი, მოდი, ორსულობის შეწყვეტის იურიდიულ და ეთიკურ მხარეებს შევეხოთ, ხოლო მანამდე გავარკვიოთ, რა აიძულებს ქალს აბორტის გაკეთებას.

უმეტეს შემთხვევაში, ესაა:

დაუგეგმავი და არასასურველი ორსულობა

ან

სოციალურ-ეკონომიკური დაუცველობა.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული სიტუაცია, თავისი სიმძიმიდან გამომდინარე, მეტისმეტად პრობლემური და დამთრგუნველია,  ქალს სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ დროულად მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება ანუ უპასუხოს ყველა ქვემოთ დასმულ კითხვას:

aborti

1. აქვს თუ არა ქალს უფლება, თავიდან აიცილოს არასასურველი ორსულობა და მშობიარობა?

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ორსულობა და ბავშის გაჩენა მნიშვნელოვნად ცვლის ქალის ცხოვრებას, კარიერას თუ მომავლის გეგმებს. აქედან გამომდინარე, ფემინისტები დაუღალავად საუბრობენ ქალის მიერ საკუთარი სხეულის და ცხოვრების განკარგვის ადამიანურ უფლებაზე და, ბუნებრივია,  ამ უფლების პატივისცემასა და დაცვას მოითხოვენ, როგორც პიროვნულ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე.

თუმცა, მეორე მხრივ, გამუდმებული კამათის საგანს წარმოადგენს ნაყოფის – როგორც მომავალი ინდივიდის – უფლებების დაცვის და მისი არსებობის ხელყოფის  საკითხი.

ვერაფერს იტყვი, რთული თემაა, რომლის ძალიან ბევრი ნიუანსი ჯერ კიდევ საკმარისად დაუზუსტებელი და ყურადღების მისაქცევია.

2. რა შემთხვევებშია ნებადართული აბორტი?

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის შესახებ გვეუბნება, რომ ორსულობის შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, ლიცენზირებული ექიმის მიერ და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას. ამასთანავე, სავალდებულოა, ფეხმძიმე ქალს ჩაუტარდეს სათანადო გასაუბრება და აბორტის გაკეთებამდე გასული იყოს სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა.

თუ ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია, ექიმი იხსნის პასუხისმგებლობას და ნაყოფის მოშორების გადაწყვეტილება მთლიანად ქალის არჩევანზეა დამოკიდებული.

თორმეტი კვირის ზემოთ აბორტი მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გაკეთდეს, ისიც განსაკუთრებული სამედიცინო და სოციალური ჩვენების პირობებში, რომელსაც უკვე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ადგენს.

თქვენი აზრით, უნდა ჰქონდეს თუ არა ქალს ორსულობის შეწყვეტის უფლება?

View Results

Loading ... Loading ...

aborti

3. ითვლება თუ არა აბორტი ცოცხალი არსების მკვლელობად?

ამ თემაზე დებატები არამარტო საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ ნაწილში, სამედიცინო სფეროს მოღვაწეთა შორისაც კი არაა ბოლომდე ჩამცხრალი და დასრულებული. ამის გამო, ვარჩიე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებების დაწვრილებით განხილვის ნაცვლად, რამდენიმე, ეჭვშეუტანელი ფაქტის დემონსტრირებით დავკმაყოფილებულიყავი. დასკვნა კი თითოეულმა ჩვენმა მკითხველმა, დაე, თავად გააკეთოს:

  • მე-18 დღიდან შეიგრძნობა ჩანასახის გულის დარტყმები და მოქმედებაში მოდის, აბსოლუტურად განსაკუთრებული, მისი საკუთარი სისხლის მიმოქცევის სისტემა;
  •  მე-7 კვირაზე (50 დღე) ნაყოფს უფიქსირდება ტვინის იმპულსები, ეს კი მეცნიერებისათვის მთავარი ამოსავალი წერტილია იმის დასადგენად ცოცხალია ადამიანი თუ მკვდარი. ნაყოფს აქვს სრულად ჩამოყალიბებული შინაგანი და გარეგანი ორგანოები. მას აქვს თვალები, ცხვირი, ტუჩები და ენა;
  •  მე-10 კვირაზე (70 დღე) ჯერ კიდევ არდაბადებული ნაყოფი ფლობს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც აქვთ ბავშვებს დაბადების შემდეგ (9 თვე);
  • მე-12 კვირაზე (92-ე დღე, 3 თვე) ნაყოფის ყველა ორგანო მთლიანად ფორმირებულია, მას თითების ანაბეჭდებიც კი გააჩნია. რჩება მხოლოდ განვითარება.

აბორტი ცოცხალი არსების მკვლელობად ითვლება:

View Results

Loading ... Loading ...

4. არის თუ არა აბორტი ცოდვა?

ჩვენი ტრადიციული რწმენა და რელიგია ამ საკითხისადმი მკაფიო და ცალსახა დამოკიდებულებითაა გამორჩეული. იგი აბორტს კაცის კვლის ცოდვასთან ათანაბრებს. გარდა ამისა, მკვლელად მიიჩნევს არამარტო ქალს, რომელმაც მუცლის მოშლის გადაწყვეტილება მიიღო, არამედ ყველას, ვინც მას ამ გადაწყვეტილების მიღებასა და ნაყოფის მოშორებაში დახმარება გაუწია (წამლის მიცემა, ოპერაციის ჩატარებაში მონაწილეობა).

ეკლესიური სწავლებით, კონტრაცეფციაც ცოდვაა, თუმცა არა იმ სიმძიმის და ხარისხის, როგორც ჩანასახის ხელოვნური გზით მოშორება.

 

დასკვნის სახით კი, როგორც ამ სტატიის ავტორს, მხოლოდ ერთი, ძნელად შესასრულებელი, მაგრამ მეგობრული რჩევის მოცემა შემიძლია:

ნუ იქნები უპასუხისმგებლო ნურც საკუთარი და ნურც შენს ორგანიზმში ჩასახული არსების მიმართ – ნებისმიერ ფასად დაიცავი თავი არასასურველი ორსულობისაგან!

დაე, არასოდეს მოგიწიოს პასუხის გაცემა ზემოთ მოყვანილ ურთულეს კითხვებზე!

საქართველოში გაკეთებული აბორტები რიცხვებში

FavoriteLoadingდაამატე რჩეულებში
24 კომენტარი to this post
  1. ნუ უმძმესი ცოდვა რომაა ამაზე აღარ ვსაუბრობ, მაგრამ უბრალოდ დედებს და მომავალ დედებს მინა ვუთხრა. მე მყავს შვილი, ველოდები მეორეს. აი პირვერლს რომ ვუყურებ უბრალოდ წარმოუდგენელია როგორ უნდა მოკლა ასეთი საყვარელი, ასეთი შენი, ასეთი ანგელოზი. ის ხომ შენგან მოდის და ის ხომ შენი გაგრძელებაა. ის ხომ პირდაპირი ჯაჭვის გაგრძელებაა, იმ სიცოცხლის ჯაჭვისა რომლითაც მრავლდება სამყარო და დედამიწა. არ ვკამათობ, ბავშვს უამრავი რამ ესაჭიროება, და უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული ოჯახში ბავშვი, მაგრამ მისი სიცოცხლე ხომ ყველა მატერიალურ თუ ფიზიკურ რესურსზე მაღლა უნდა იდგეს. მაინცდამიანც ხელში სანამ არ დაიჭერთ მანამდე ვერ უნდა იგრძნოთ რომ დედა ან თუნდაც მამა ხართ? ყოველთვის იფიქრეთ იმაზე რომ შესაძლოა თქვენი დაბადებისას თქვენს მშობელს მიეღო აბორტის გადაწყვეტილება, რა იქნებოდა მაშინ? და ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ შესაძლოა მუცლით მსოფლიოს მომავალ გენიას ატარებთ და თქვენ აბორტის გაკეთებით არა მარტო თქვენი შვილის წინაშე არამედ მთლიანად მსოფლიოს წინაშე ჩადიხართ დანაშაულს. თქვენ თქვენი შვილი მოუკალით და მოაკელით მის მეგობრებს, კლასელებს, მის შეყვარებულს, მეუღლეს, შვილებს, ნათესავებს. თქვენ ახალი ისტორიისა და მსოფლიო განვითარებას შეუშლით ხელს აბორტის შემთხვევაში.

    არც იმას ვეთანხმები ექიმს პასუხისმგებლობა რომ ეხსნება, არანაირად არ უნდა მოეხსნას პასუხისმგებლობა, რაც არ უნდა გადაწყვიტოს დედამ თუ მამამ ექიმი მაინც ხელშემწყობია. ასე რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება სახელმწიფოსაგან იქნება თუ აიკრძალება აბორტი 12 თვის შემდეგაც და 12 თვემდეც. არ გვაქვს ჩვენ უფლება გადავწყვიტოთ ვინ დაიბადოს და ვინ არა. ვინ ხართ თქვენ რომ ვინმეს სიცოცხლეს წყვეტდეთ, რა იცით იქნება იმ ადამიანის დაბადებით რამდენი ბედნიერება უნდა დაითესოს მსოფლიოში.

    არა აბორტს, და ფემინისტები კიდე შევიდნენ კუხნაში თორე ძალათ შევიყვანთ ;)

  2. ნუ უმძმესი ცოდვა რომაა ამაზე აღარ ვსაუბრობ, მაგრამ უბრალოდ დედებს და მომავალ დედებს მინა ვუთხრა. მე მყავს შვილი, ველოდები მეორეს. აი პირვერლს რომ ვუყურებ უბრალოდ წარმოუდგენელია როგორ უნდა მოკლა ასეთი საყვარელი, ასეთი შენი, ასეთი ანგელოზი. ის ხომ შენგან მოდის და ის ხომ შენი გაგრძელებაა. ის ხომ პირდაპირი ჯაჭვის გაგრძელებაა, იმ სიცოცხლის ჯაჭვისა რომლითაც მრავლდება სამყარო და დედამიწა. არ ვკამათობ, ბავშვს უამრავი რამ ესაჭიროება, და უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული ოჯახში ბავშვი, მაგრამ მისი სიცოცხლე ხომ ყველა მატერიალურ თუ ფიზიკურ რესურსზე მაღლა უნდა იდგეს. მაინცდამიანც ხელში სანამ არ დაიჭერთ მანამდე ვერ უნდა იგრძნოთ რომ დედა ან თუნდაც მამა ხართ? ყოველთვის იფიქრეთ იმაზე რომ შესაძლოა თქვენი დაბადებისას თქვენს მშობელს მიეღო აბორტის გადაწყვეტილება, რა იქნებოდა მაშინ? და ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ შესაძლოა მუცლით მსოფლიოს მომავალ გენიას ატარებთ და თქვენ აბორტის გაკეთებით არა მარტო თქვენი შვილის წინაშე არამედ მთლიანად მსოფლიოს წინაშე ჩადიხართ დანაშაულს. თქვენ თქვენი შვილი მოუკალით და მოაკელით მის მეგობრებს, კლასელებს, მის შეყვარებულს, მეუღლეს, შვილებს, ნათესავებს. თქვენ ახალი ისტორიისა და მსოფლიო განვითარებას შეუშლით ხელს აბორტის შემთხვევაში.
    არც იმას ვეთანხმები ექიმს პასუხისმგებლობა რომ ეხსნება, არანაირად არ უნდა მოეხსნას პასუხისმგებლობა, რაც არ უნდა გადაწყვიტოს დედამ თუ მამამ ექიმი მაინც ხელშემწყობია. ასე რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება სახელმწიფოსაგან იქნება თუ აიკრძალება აბორტი 12 თვის შემდეგაც და 12 თვემდეც. არ გვაქვს ჩვენ უფლება გადავწყვიტოთ ვინ დაიბადოს და ვინ არა. ვინ ხართ თქვენ რომ ვინმეს სიცოცხლეს წყვეტდეთ, რა იცით იქნება იმ ადამიანის დაბადებით რამდენი ბედნიერება უნდა დაითესოს მსოფლიოში.
    არა აბორტს, და ფემინისტები კიდე შევიდნენ კუხნაში თორე ძალათ შევიყვანთ ;)

  3. აკრძალვა მხოლოდ ქალების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ავნებს და სხვა არანაირი შედეგი არ მოყვება,იმიტომ რომ ვისაც გაკეთება უნდა (სჭირდება) ის კანონის შემთხვევაშიც გაიკეთებს და არარსებობის შემთხვევაშიც.უბრალოდ,თუ აკრძალული იქნება,იძულებულნი გახდებიან გაიკეთონ არაპროფესიონალებთან,სიბიძურეში და ა.შ. რუმინეთში იყო საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული და ქალების სიკვდილიანობა მოყვა სწორედ უკანონოდ,ცუდად გაკეთებული აბორტების ნიადაგზე.

  4. ჩანასახის უფლებებზე ყველა თავს იკლავს :)))) abusive ოჯახებში მყოფი ბავშვები ან მშიერი, ქუჩაში მცხოვრები ბავშვები ყველას კიდია.

    უნდა ქონდეს ნებისმიერ ქალს უფლება ის გააკეთოს რაც უნდა, სხვებს არავინ ძალით აბორტებს არ აკეთებინებს და მოდი მივცეთ ადამიანებს უფლება ისე წარმართონ საკუთარი ცხოვრება როგორც აწყობთ ან სურთ.

    აბორტის აკრძალვის შემთხვევაში იქნება underground კლინიკები ან რაღაც მომწავლელი “საოჯახო” რეცეპტები ან კაცმა არ იცის კიდე რა და ის ადამიანები ვისაც უნდათ ამ აბორტის გაკეთება ნებისმიერ რამეზე თანახმა იქნებიან, რაც უმეტეს შემთხვევაში ცუდად დამთავრდება. ჯერ არაა აბორტი აკრძალული და მაინც რაღაც სხვა გზებს პოულობენ და საერთოდ რომ არ იყოს, კაცმა არ იცის რა იქნება.

  5. მე მხოლოდ და მხოლოდ ორ შემთხვევაში ვამართლებ აბორტს: ერთი, როდესაც შეინიშნება ნაყოფის პათოლოგია და მეორე, როდესაც დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება…. სხვა შემთხვევაში უდიდესი ცოდვააა, მაგრამ დღევანდელ ეპოქაში, როცა ამდენი თავდაცვის საშუალებაა აბორტის პრობლემა არც უნდა იდგეს………

    • aa, anu nayopi tu janmrteli araa, mashin araa aborti codva.
      aborti yvela shemtxvevashi codvaa!!!
      abortis akrdzalva daushvebelia, ukve gaketda amaze komentari, rom uares shedegebs gamoiwvevs. zogi gachenebuli cxenidan gadmoxteba, zogi xidan da zogi iatakqveshetshi gaketebuli operaciis dros sisxldenit mokvdeba. me ar gaviketeb, arc shen gaiketo, arc sxvam da akrdzalva ar iqneba sachiro.

  6. სანამ აბორტს გაიკეთებს მანამდე უნდა დაფირქრდეს ქალი უნდა თუ არა მას შვილი და შეძლებს თუ არა მის გაზრდას. ორსულობისგან თავდაცვა ხდება სხვადასხვა საშუალებებით. მაიკოს დავეთანხმები და ვიტყვი,რომ აბორტი შეიძლება იმ დროს იყოს გამართლებული,როდესაც ნაყოფის პათოლოგია.. სხვა შემთხვევაში მე ამას სწორად არ მივიჩნევ. ჩვენ სარწმუნოებაში უმძიმეს ცოდვად ითველბა და ილია2მ თავის ეპისტოლეშიც აღნიშნა საშობაო წირვის დროს.

  7. თუ აბორტი კანონით აიკრძალება, ეს ქალების სიკვდილიანობის რიცხვს გაზრდის, თუ ეხლა კლინიკებში კეთდება, მერე ღმერთმა უწყის სად, მაგრამ მაინც გაკეთდება. რა ყველა ქმრისგან ფეხმძიმდება? არასასურველ ორსულობას მაინც აიცილებენ თვიდან.

  8. აბორტს რათქმაუნდა ვერ დავეთანხმები, ვერც იმ კანონს მოვიწონებ თუ სახელმწიფო დანაშაულებრივ სახეს მისცემს აბორტის გაკეთებას, რადგან პირველ რიგში სახელმწიფოს ევალება სტაბილიზაცია, ადამიანი რომელიც უნდა გაჩნდეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ელემენტარული საჭიროებით, როგორიცაა მაგალითად ჭამა, რადგან დღეს ბევრი ოჯახი და იქ მყოფი პატარები შიმშილობენ. თუ აღკვეთენ როგორც დანაშაულს, მაშინ ნება იბოძონ და მისცენ თითოეულ ახალშობილს თვიური ფულადი დახმარება, რათა შეეძლოთ არსებობა იმ სახელმწიფოში სადაც შიმშილი პირველობს. ამ შემთხვევაში აბორტის დანაშაულებრივ სახეს პირადად მე დავეთანხმები, მაგრამ არ დაავიწყდეს იმ სახელმწიფოს რომელიც კანონს ადგენს რომ პასუხისმგებელია ბავშვზე უკვე მისი დაბადებიდან, რაც სამწუხაროდ დღეს არ ახსოვთ.

  9. chemi azrit admians tu shvili a rundaa nu moklas da nu chaidens codvas ! ! dzlian bevri bavshvta tavshesafaria da chaabaros pirveli sheidlzeba 10 wlsi mere mas is bavshvi dlzian undodes magram me eset dampal dedas ve rvapatieb visac chemi mokvla unda d ameore im bashvs sheidzleba paroni gamouchndes amitomac sikvdlis es jobia

  10. aravis aqvs upleba qals gadaucyvitos muceli gazardos tuara.shimshilshi da mteli cxovreba camebashi gazrdas ar gachndes jobia.sheidzleba icavdes tavs magram mainc moxdes da dapexmdzimdes,imitom unda gaachinos rom es danashauli iqneba?ar vamartleb aborts magram verc imas gavamartleb rom aikrdzalos.naxevarze meti abiorti tineijerebshia.sheidzleba dzalianac undodes magram ver gaachinos.mas xom “shegnebuli” qartveli eri bozad gamoacxadebs xolo mis shvils nabichvrad.aborti mashin aikrdzalos roca es sheugnebloba gaqreba.rac sheexeba eklesias vetyvi rom oqros jvrebi moixsnan,dabalpasian manqanebze gadasxdnen da mshieri bavhsvebi daapuron.biznesad rom aqcies religia.

  11. darwmunebuli var am qalebidan vinc jkuas aswavlis sxvas ertxel mainc gaqvt gaketebuli.sxva sxvis saqmeshi brdzeniao………….yvelam misi saqme icis da chven aravin gvekitxeba,aravin vicit win ra gveloldeba ase rom nu kicxavt sxvas
    aborti didi codvaaa magram tqvenc arabakleb codvas chadixart mati gakicxvit

  12. იუდამ ოცდაათ ვერცხლად გაყიდა მართალი სული. შენ კი იმისთვის გამყიდე, რომ საკუთარი შვილისგან თავისუფალი ყოფილიყავი და თვითონ გადაუხადე ჩემს მკვლელს საზღაური. შენ იუდასავით მოიქეცი. კაიაფამ უდანაშაულო დასაჯა. მან თქვა: უმჯობესია ერთი მოკვდეს, ვიდრე მთელი ერი წარწყმდესო. შენ კი გადაწყვიტე, რომ ჯობს უდანაშაულო ბავშვი მოკვდეს, ვიდრე ოჯახი დაზარალდეს, თითქოს მე შენი შვილი არ ვიყო. ქრისტე ჯვარს აცვეს და შენც ჯვარცმა მომისაჯე. მართალია მე ვერ ვხედავ უფლის სახეს, მაგრამ ვიცი, რომ მას ყველას გადარჩენა სურს. ვერ გაგაგონე ჩემი სიტყვები, როცა შიშისგან შეძრწუნებული გეძახდი შენი წიაღიდან: ,,დედა, შემიბრალე’’. ახლა მაინც შეისმინე ჩემი ვედრება: ,,შეიცოდე შენი თავი, შეიბრალე შენი სული და სინანულის ცრემლით განიბანე იგი. ხოლო თუ სხვა შვილი გეყოლება, მიეცი მას ის სიყვარული, მე რომ დამაკელი, მან მაინც იგრძნოს დედას ხელების სითბო და მის აკვანთან წაკითხული ლოცვა ისმინოს. ნათლისღებით განანათლე იგი, რათა ჩემსავით ბრმა არ წავიდეს იმქვეყნად. და თუ ის ჩვილი გარდაიცვლება, თავის კუბოსთან ეკლესიის წმინდა ვედრება ისმინოს და ზეცაში ანგელოზთა გალობა – ის, რაც შენ მე მომაკელი. და მაინც, იმქვეყნად მე ვხედავ ქრისტეს ნათლის ანარეკლს, თუგინდ შორიდან დანაფრქვევს, და ამ ნათლის სხივებში მე შენ მაინც მიყვარხარ, ჩემო უბედურო დედავ!’’

    არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

    წიგნიდან -,,სულის უდაბნო

  13. 9tvis shvili myavs da shentxvevit davorsuldi ukve ori tvis var, vici dzalian gamichirdeba gazrda magram es uflis nebaa da ufali shemadzlebinebs yvelafers.. gmertma damifaros abortis codvisgan.. tumca yvelas aqvs ufleba tviton gadatsyvitos ra gaaketos, gaxdes mkvleli deda tu ara.. ufali gvadzlevs archevanis sashualebas da chven virchevt.. akrdzalvit ver sheagnebineb adamians mashin aralegalurad chatardeba yvelaferi da savalalo shedegs mivigebt, axlac iqneba aralegalurad 12kviris zevit rom aketeben.. magram aravis utqvams is rom dzalian xshirad gamigia tavad kacebi aketebineben colebs abortebs yvelaze amazrzeni ramis gamo “bichi” undat da gogo agmochnda satsyali bavshvi.. rogor sheudzliat aseti ram ar mesmis.. gmerto yvelas sheunde es codva da yvela daifare am gadatsyvetilebisgan..

  14. ხალხის ცნობიერების განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ და უნდა იზრუნოს სახელმწიფომ. მგონი ძალიან რთული არ უნდა იყოს , გააგებინო ადამიანს ზოგადად აბორტის სირთულე და სიმძიმე, მაგრამ ამას არ აკეთებენ,ალბათ ასე “გავწყობს” …….
    აბორტების უმრავლესობა კეთდება სრულიად გაუაზრებლად, ანუ ქალი არ თვლის რომ ამით საკუთარი შვილი მოკლა ! თუ ამას ავუხსნით და გავაგებინეთ ქალებს, როგორც მინიმუმ მეტად დაიცავენ თავს “არასასურველი ფეხმძიმობისგან” .
    ისე როგორც ამბობენ ფეხმძიმობისგან დასაცავი საუკეთესო საშუალება არის სექსზე უარის თქმა :))) მგონი ჯობია სექსი არ გქონდეთ, ვიდრე შვილის მკვლელი დედები იყოთ.

  15. ეს ტანჯვა და ჯოჯოხეთია, ამის გაძლება ყველაზე რთულია. უამრავი უბედურება გადავიტანე, ბევრი ახლობელი დავკარგე, მაგრამ ჩემი შვილის სიკვდილს, რომელიც ჩემი ხელითვე მოვკალი ვერასდროს გადავიტან. როცა გრძნობ, როგორ წვეთ-წვეთად გამოდის შენი ორგანიზმიდან შენი შვილის სიცოცხე ეს ჯოჯოხეთზე უარესია. მე ეს ვერ გადავიტანე, ვერ შევეგუე, მეც ჩემ შვილთან ერთად მოვკვდი. ნუ გაიკეთებთ აბორტს, ნუ იქნებით ჩემსავით მკვლელები, მიეცით თქვენ შვილს უფლება იცოცხლოს!!!

  16. tavs vicavdi magram es patara maimuni mainc gadzvra gamodzvra da sheqmna axali sicocxle. abortis imdenad winaagmdegi var, rom tanaxma var 20 wlis asakshi 32 wlis qalisgan shvili myavdes.

  17. ამ დროს ხდები მკვლელი, კლავ ცოცხალ არსებას რა გზითაც არ უნდა დაორსულდე შენში ჩასახულია ახალი სიცოცხლე მასაც უნდა გაიგოს რას ნიშნავს ადამიანი გრძნობა თუნდაც მეგობრობა სიყვარული ნდობა ერთგულება შენ კი ამას უკლავ
    საშინელებააა

შენ რას იტყვი?

PINK CLUB NEWS

ბოლო სტატიები

ქალების დიდი ნაწილი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას. არსებობს კი ფეხსაცმელი, რომელიც ერთდროულად მოხერხებულიც იქნება და უსაფრთხოც? ვერც ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი...