Home რუბრიკები თავის მოვლა 5 ყველაზე მარჯვე ტექნიკა სილამაზისთვის

უამრავი გამოკითხვა ჩატარებულა მანდილოსნებში იმის თაობაზე, თუ რომელი საშუალება აშინებდათ მათ ყველაზე მეტად. “საშიშთა” სიაში შევიდნენ: წითელი ტუჩსაცხი, ახალი თმის ვარცხნილობა, ზედმეტი თმის მოშორება ცვილის საშუალებით, დასაკრობი წამწამები და თვალის ლაინერი. ამაში არაფერია საშიში და ჩვენ ახლავე ვისწავლით, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს 5 საშუალება სწორად.

1. წითელი ტუჩსაცხი

“მე ყოველთვის მერიდება წითელი ტუჩსაცხის წასმა, რადგან ვთვლი რომ ის მეტისმეტად მყვირალაა და მასხარას მამსგავსებს.”— უამრავი თქვენთაგანის აზრი.

თუ თქვენ წარსულში ნაკლებად მყვირალა ტონალობებს ხმარობდით, ახლა წითელი ტუჩსაცხი რომელიც საკმაოდ მკვეთრია, თქვენ სტილს რადიკალურად შეცვლის და თუ ჩვენს რჩევებს ენდობით მაშინ ეს ცვლილება აუცილებლად დადებითი იქნება. ჩვენ წარმოგიდგენთ “Lipstick Queen Cosmetics” დამაარსებლის პოპი კინგის რეკომენდაციებს.

რჩევა-დარიგებები მოხმარების შესახებ:

“შეალამაზეთ ტუჩსაცხის ფერი ტუჩის ფუნჯის საშუალებით,” გვირჩევს კინგი. “ეს მოგცემთ საშუალებას, რომ აკონტროლოთ ფერები უკეთ და გამოიყურებოდეთ ნაზად.” წაუსვით ფუნჯი ტუჩსაცხს, შემდეგ როცა სასურველ ტონალობას მიიღებთ მსუბუქად და ფრთხილად წაისვით იგი თქვენ ტუჩზე.

თუმცა ყველაზე მთავარია ავირჩიოთ ისეთი წითელი, რომელიც ჩვენ კანს მოუხდება:

ღია ფერის კანი:

თუ თქვენ ღია ფერის კანი გაქვთ, თქვენთვის ზედგამოჭრილია“Maybelline New York Color Sensational”-ის ტუჩსაცხი რომელიც საკმაოდ მუქია და ონლაინ მაღაზიებში დაახლოებით 8 $ ღირს.

მუქი ფერის კანი:

აირჩიეთ წითელი, რომელიც ყველაზე მეტად უხდება თქვენ მუქ კანს და კარამელის შეფერილობას სძენს, ასეთია Revlon Colorburst Lipstick in Crimson (ონლაინ-მაღაზიებში მისი ფასი  9$-ია).

Medium კანი:

თუ თქვენი კანი არც ღიაა და არც მუქი, მაშინ სცადეთ as CoverGirl LipPerfection Lipcolor in Hot ($6.50 ონლაინ -მაღაზიების ფასი), რომელიც საუკეთესოდ დააბალანსებს თქვენი ტუჩის შეფერილობას კანის ფერთან.

2. თმის ახალი სტილი

“მინდა ვცადო სხვა სტილი, თუმცა არ ვიცი როგორ ავუხსნა ჩემ სტილისტს ზუსტად რა მინდა” – უმეტესობას სწორედ ეს პრობლემა გვაწუხებს.

ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ “სტილისტის ენაზე”, ჩვენ ახლა განვიხილავთ როგორ ვისაუბროთ გარკვევით ისე, რომ სტილისტს გავაგებინოთ რა გვსურს.

“შეთხელება” – როდესაც თქვენ თმის შეთხელებას თხოვთ სტილისტს, ეს ნიშნავს რომ თქვენ გსურთ ზედმეტი თმის მოცილება, რაც სავსებით ბუნებრივი და ჩვეულებრივია თქვენი სტილისტისთვის. თუმცა თუ თქვენ ნაზი თმა გაქვთ, ნამდვილად არ გირჩევთ მის შეთხელებას, ეს მას უსიცოცხლო იერს შესძენს.

“ბოლოებში შესწორება” – როდესაც სტილისტს თქვენ ამას ეუბნებით, იგი გაჭრით თმას იქამდე სადამდეც ეს მას სურს და შემდეგ თქვენ აუცილებლად უკმაყოფილო რჩებით. ამის თავიდან ასაცილებლად, თქვენ წინასწარ უნდა დაუკონკრეტოდ თქვენ სტილისტს, თუ სადამდე გსურთ ბოლოების შესწორება და თმის შეჭრა.

“თმის გაღიავება” –  სტანდარტების დამაკმაყოფილებელ სალონებში, ამ ფრაზების გაგონებისას სტილისტი თვლის, რომ თქვენ გჭირდებათ მრავალგანზომილებიანი ფერის ეფექტი. თმის გაღიავებას თავისი ტიპები აქვს, ის შეიძლება არ იყოს მთლიანი და მოიცავდეს მხოლოდ შუბლის არეს და თმის ბოლოებს. იმისთვის, რომ გაუგებრობა ავიცილოთ, ისევ საჭიროა დავუკონკრეტოდ ჩვენ სტილისტს, თუ რომელი არის გაღიავება გვინდა, ან გვინდა თუ არა საერთოდ მთლიანად გაღიავება.

“ნაოჭების დამალვა” – ეს ყველა ქალის პრობლემაა. როცა თქვენ ნაოჭების დამალვა გსურთ, ეს აუცილებლად უნდა გაანდოთ თქვენ სტილისტს და იგი გაგიკეთებთ ისეთ ვარცხნილობას, რომელიც დაფარავს თქვენ ნაოჭებს. მაგალითად ე.წ “ჩოლკა”.

3. ცვილი

უმრავლესობა დღეს, 21-ე საუკუნეში  ხელით გაპარსვას სწორედაც, რომ ცვილით თმის მოშორებას ამჯობინებს.ეს საშუალება უფრო რთული და მტკივნეულია, ვიდრე ჩვეულებრივი მოხმარების ხელის საპარსი.

რამდენიმე რჩევა ცვილის მოხმარებისას: 

სანამ ცვილს მოიხმართ
 • გაასუფთავეთ მთლიანი არეალი ბამბის ბურთულებით, ეს ხელს შეუწყობს ცვილის უფრო კარგად წასმას.
• სანამ ცვილს წაისვამდეთ, იქამდე უხეშად მოუჭირეთ კანს, ეს ცვილს უფრო გაუადვილებს თმის ამოღებას.

ცვილის მოხმარების შემდეგ
• მოისვით ისევ ბამბის ბურთულები, ეს თქვენ კანს უფრო ხავერდოვანს გახდის.
• აუცილებლად წაისვით “Johnson’s Baby”-ს ან რომელიმე სხვა ფირმის ზეთი.

4. მისამაგრებელი წამწამები

დარწმუნებული ვარ, უამრავი თქვენთაგანის აზროვნებაში მყარად არის ჩაბეჭდილი ის, რომ მისამაგრებელი წამწამები, თქვენ გარეგნობას “ყალბ იერს” შესძენს.

სანამ მისამაგრებელ წამწამებს მოვიხმარდეთ, იქამდე ჯერ ჩვენ ნამდვილ წამწამებს უნდა მივხედოთ.

1. წამწამების დამხვევი ხელსაწყო, ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტურია, იქამდე ვიდრე თქვენ მისამაგრებელ წამწამებს გამოიყენებთ. უამრავი ასეთი ტიპის ხელსაწყო არსებობს, თუმცა ყველაზე ცნობილი, ეფექტური და ხელსაყრელის ფასის მქონე გახლავთ ეს დამხვევი, რომელიც შეგიძლიათ ამაზონზე 6,29$ შეიძინოთ- L’Oréal Paris Voluminous Million Lashes Mascara in Carbon Black.

2. თუ თქვენ გსურთ, თვითონ დაარეგულიროთ მისამაგრებელი წამწამების ზომა და რაოდენობა, მაშინ ყველაზე ეფექტური NP SET Eyelash Copenhagen- ეს 10$ მისამაგრებელი წამწამებია.

3. იმისათვის, რომ წამწამები სწორად მიიმაგროთ, საჭიროა კარგი პინცეტი, ყველაზე მეტად ამ შემთხვევაში Sally Hansen Beauty-ს გვირჩევენ ხოლმე.

4. თითო მიმაგრებაზე დაელოდეთ 10-10 წამი, შედეგად კი თქვენ შესაშური წამწამები გექნებათ და მამაკაცებს უპრობლემოდ მოხიბლავთ.

5. აილაინერი

კლასიკური

ჩვენ ყველას მოგვწონს, როცა აილაინერს სხვები ხმარობენ, თუმცა ყოველთვის მიგვაჩნია, რომ ის ძნელი მოსახმარია და დიდ ენერგიას მოითხოვს.

რა თქმა უნდა, გააჩნია იმას თუ როგორ წაისვამთ აილაინერს. ჩვენ ახლა გაჩვენებთ, 3 ყველაზე ცნობილ და მოხმარებად აილაინერის სტილს:

კლასიკური:

დაიწყეთ ცენტრიდან, მოყევით წამწამებამდე, გაჰყევით წამწამებს შორის და შემდეგ ისევ დაბრუნდით ცენტრთან.

კატის თვალი

გაითვალისწინეთ, რომ წამწამებს შორის წერტილები ახლო-ახლოს უნდა იყოს.

“კატის თვალი”:

იგივენაირად ვიწყებთ ცენტრიდან და მივყვებით წამწამებამდე, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო სქლად ვუსვამთ ხაზს და წერტილებს შორის ნაკლებ სიახლოვეს ვიცავთ.

“კვამლიანი თვალი”:

კვამლიანი თვალი

თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენ თვალს შესძინოთ უცნაური იერი, მაშინ ნამდვილად უნდა გქონდეთ მხატვრობის ნიჭი, რადგან “კვამლიანი თვალს” დიდი შრომა სჭირდება.

იგივენაირად ვიწყებთ ცენტრიდან, მივუყვებით თუმცა ვხარჯავთ დიდ დროს და ვიღებთ საუცხოო შედეგს.

იმედია, აწი თქვენ უკვე აღარ შეგეშინდებათ ამ 5 საშუალების გამოყენება, რომელიც შეიძლება სარისკოა, თუმცა თუ სწორად გააკეთებთ და რჩევებს მიჰყვებით, მაშინ თქვენი შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

FavoriteLoadingდაამატე რჩეულებში
12 კომენტარი to this post
  1. კაია მართლა, ს/შ მაგდაგვარი ტექსტის შედგენას ვაპირებდი ( ანუ სილამზის შესახებ) შენი განსხვავდება, შევკრებავ სრულად ინფორმაციას და გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები უფრო მეტი სიახლეები დავწეროთ თემის ირგვლივ

  2. საინტერესო სტატიაა, ყოჩაღ! :) წითელი ტუჩსაცხი მიყვარს მე და აქტიურადაც ვხმარობდი, რატომღაც გამვლელთა დიდ ყურადღებას ვიპყრობდი ხოლმე :) თვალის ლაინერის ხმარებას "დამუღამება" უნდა აშკარად, პირადად მე ფანქარს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან მას უკეთ ვიმორჩილებ და შედეგიც უკეთესი მაქვს, თან ლაინერის კონტურები უფრო მუქი, მკვეთრი და ცოტა არაბუნებრივი გამოდის ხოლმე, როგორც წესი…ხელოვნური წამწამი და ასაპრეხი ხელსაწყო არასდროს გამომიყენებია, რადგან ისედაც ხშირი, საკმარისად გრძელი და აპრეხილი წამწამები მაქვს, მითუმეტეს თუ ტუშსაც წავისვამ, მეტი აღარაფერი მჭირდება :)

  3. საინტერესოა, მაგრამ წითელი ტუჩსაცხი მაინც რისკთან (მეუGლე ვიგულისხმე) არის დაკავშირებული:)))

  4. rcheva: eyelineramde chveulebrivi fanqrit moxazet is konturi ra stilshic linerit xazis gavlebas apirebt.. da mxolod amis shemdeg gadaavlet winaswar monaxazs eyeliner-i :)) chemi gamocdilebidan imasac davamateb, rom xazis gavleba umjobesia tvalis gareta kutxidan mimartot centrisken, da ara piriqit :)

შენ რას იტყვი?

PINK CLUB NEWS

ბოლო სტატიები

2 1290

ყოველთვის, როცა ჩემს მაკიაჟის და კოსმეტიკის კარადას ვალაგებ, ხელში იმდენი წვრილი ნივთი მხვდება, რომ ნერვები მეშლება. არ ვიცი სად...