Home რუბრიკები სილამაზე 3 ჯადოსნური ნიღაბი სახის კანისთვის

კოკო შანელი ამბობდა:“ოცი წლის ასაკში გაქვს კანი, რომლითაც ბუნებამ დაგაჯილდოვა, ორმოცდაათი წლისას კი – კანი, რომელსაც იმსახურებ.“

ყველამ კარგად ვიცით, რომ სახის ნიღბები კანისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა ზოგჯერ გვავიწყდება, ზოგჯერ კი გვახსენდება, მაგრამ გვეზარება ნიღბების დამზადება. მიუხედავად ამისა, მე დღეს შემოგთავაზებთ სამი ნიღბის რეცეპტს, რომლებიც დიდი ხანია, მოვიძიე და სხვა ნიღბებთან შედარებით უმარტივესი დასამზადებელია. ზამთრის ცივი ამინდები კანს ძალიან აშრობს, ამიტომ საჭიროა მისი გამოკვება და დატენიანება. მაშ ასე, დავიწყოთ:

ნიღაბი #1: თაფლი და ზეითუნის ზეთი

tafli zeituni

საჭიროა:

2ს/კ თაფლი და 1ს/კ ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი:

თაფლი და ზეითუნის ზეთი ერთმანეთს ძალიან კარგად შევურიოთ და შევათბოთ ჰაერღუმელში 20 წამის განმავლობაში. მიღებული მასა შევამოწმოთ, რომ ძალიან ცხელი არ იყოს და შემდეგ სახეზე თანაბრად გავინაწილოთ (სასურველია ფუნჯით). გავიჩეროთ 5 წუთით და ჩამოვიბანოთ.

შედეგი:

ამ ნიღაბს დამატენიანებელი ფუნქცია აქვს და ყველა ტიპის სახის კანს უხდება.

ინტენსივობა:

მის გამოყენებას კვირაში 2-ჯერ გირჩევთ.

ნიღაბი #2: თაფლი და დარიჩინი

darichini

საჭიროა:

3ს/კ თაფლი და 1ს/კ დარიჩინი.

მომზადების წესი:

ავურიოთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში და 30 წამით შევდგათ ჰაერღუმელში. მიღებული მასა გამდნარ შოკოლადს უნდა ჰგავდეს. წაისვით ნიღაბი სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

შედეგი:

ეს ნიღაბი საუკეთესოა, თუ თქვენ სტრესისგან და გადაღლილობისგან სახეზე გამონაყარი გაგიჩნდათ. თაფლს დამატენიანებელთან ერთად ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, რაც აკნეს განკურნებაში დაგეხმარებათ, დარიჩინი კი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა.

თუ ქავილის ან წვის შეგრძნება დაგეწყოთ, ე.ი დარიჩინზე ალერგია გაქვთ, ასე რომ სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ნიღაბი.

ნიღაბი #3: იოგურტი და წითელი ღვინო

yogurt wine

საჭიროა:

2ს/კ იოგურტი და 2ს/კ წითელი ღვინო.

მომზადების წესი:

აურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთში და მიღებული მასა ფუნჯით კარგად გაინაწილეთ სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

შედეგი:

ღვინო დაბერების საწინააღმდეგო თვისებით გამოირჩევა, იოგურტი კი სიცივისგან გამომშრალ კანს ატენიანებს.

ინტენსივობა:

ეს ნიღაბი კვირაში ორჯერ გამოიყენეთ.

FavoriteLoadingდაამატე რჩეულებში

47 კომენტარი to this post
  1. თამო, ზეითუნის ზეთი სახეზე თმას არ ამოგიყვანს; პირიქით, დაგირბილებს სახის კანს და გლუვს გახდის.
    თმა აბუსალათინის ზეთს, ე.წ. "კასტორკას" ამოჰყავს. ამიტომაც იყენებენ წამწამებისა და წარბების სწრაფად გასაზრდელად და თმის ნიღბებში თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. <3

  2. Pink.ge მსინტერესებს აბუსალათინის ზეთი თმის ამოსაყვანად როგორი წესით გამოიყენება, დაბანამდე უნდა შეიზილო თავის კანზე?… და რამდენჯერ კვირაში? თუ შეგიძლიათ მითხარით რა.

  3. თამუნა ცოტა აბუსალათინის ზეთი უნდა გაათბოთ იმ ტემპერატურამდე, რომ სასიამოვნო იყოს წასმისას და არ დაიწვათ კანი. დასაბან თმაზე უნდა შეიზილოთ, ძირებში განსაკუთრებით კარგად. შემდეგ თმა უნდა შეიფუთოთ მინიმუმ 2 საათი მაინც. უფრო უკეთესი იქნება, თუ მთელი ღამით დატიოვებთ. ჩამოსაბანად ძნელი არაა, უბრალოდ 1 გადავლება წყალს ცოტა ძმარი ან ლიმონის წვენი დაამატეთ.
    ეს ნიღაბი კვირაში 2-ჯერ შეგიძლიათ გაიკეთოთ, ოღონდ ძალიან სწრაფი შედეგი არ აქვს. საერთოდ ამ ტიპის თმის ნიღბების შედეგის გამოჩენას თვეზე მეტი სჭირდება და არ შეშინდეთ :)
    კიდევ არსებობს აბუსალათინის ზეთის და სხვა ინგრედიენტების კომნიბაციებიც, რომელებიც ინტერნეტშიც შეგიძლიათ, მოიძიოთ ან ჩვენს პოსტებს ადევნოთ თვალი და ვეცდებით უახლოეს მომავალში მოვამზადოთ მასალა :)

    • vashlis dzmari sheizile dabanis zin, gaichere 15-20 zuti, dabanis shmdeg gadaivle nax. litr zkalshi gaxsnili 2 supris kovzi vashlis dzmris narevi conditioneris magier. male gekneba shedegi. good luck to you!

      abusalatinis zeti kargia, zarbebze da kututoebis garshemo,

    • მე აბუსალათინს ა და ე ვიტამინს ვურევ,3 საათი ვიჩერებ თმაზე და ვიბან…შედეგი მეორე დღიდანვე სახეზეა,ცხვენა იკლებს,თმა რბილდება და ბზინვარე ხდება ხოლო, თვის განმავლობაში თმა საგრძნობლად იმატებს სიგრძეში… საოცრებაა აბუსალათინი.

  4. ამ ინგრედიენტების სასარგებლოობა გამომიცდია საკუთარ თავზე. სახეზე ლაქების საწინააგმდეგო რაიმე ნიღაბი თუ არსებობს და, საერთოდ, რისგან შეიძლება გაჩნდეს ლაქები სახეზე?

  5. ქეთ, ჩემი დაწერილია ეს. ხო და 2-3ჯერ არის კვირაში მიზანშეწონილი. მთავარია დააკვირდი, ალერგია არ მოგცეს რომელიმე ინგრედიენტმა.

  6. კანზე ლაქებს ანუ ჰიპერპიგმენტაციას ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს მზის უარყოფითი მოქმედების ბრალი, ჰორმონალური ცვლილებების, აკნეს და ა.შ.
    ჰიპერპიგმენტაციისთვის შედარებით მარტივად დასამზადებელ ნიღაბს შემოგთავაზებ: სუფრის კოვზებით იხელმძღვანელე და თანაბარი რაოდენობის ლიმონის წვენი და ნატურალური, დაუმუშავებელი თაფლი შეურიე ერთმანეთს. შემდეგ კი ლაქებზე წაისვი 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანე. კვირაში 2-3ჯერ.

  7. რა ყურადღებიანი ადმინისტრაციაა :* მეც მიპასუხეთ რაა, უფრო სწორად მირჩიეთ რამე, ნერვიულობისგან ტვალის ირგვლივ სიმუქეები გამიჩნდა და რით ვუსველო თაავს? :)

  8. პირველ რიგში სწორი ძილია აუცილებელი, დღე – ღამეში მინიმუმ 8 საათი. ასევე არსებობს ნიღბები, ჩაის საფენები, ნაყენები და პატარ – პატარა კოსმეტკური ეშმაკობები ქონსილერით…
    აი ამ სტატიებში იპოვნით ყველა საჭირო ცნობას:
    http://pink.ge/articles/beauty-health/dark-circles-under-eyes/
    http://goo.gl/VTSH7G
    http://pink.ge/articles/beauty-health/skin-care-winter/

  9. erti txovna makvs chemo kargebo: mirchiet rame tmis cvenastan dakavshirebit gtxovt! me tma mcviva daaxloebit sami celia tan bodobrivad cvenas romedzxian ai mase,cotaze michans xolme motvlepili adgilebi rac macopebs..da yvelaze cudi isaa rom rac dacvivda mas mere ar amosulaa..ra ar vcade,xaxvi niortan ertad,tapli zeitunis zettan ertad magram shedgi mainc ar makvs samcuxarod,albat chemi shemtxveva aris gamonaklisi(( gtxovt mirchiet rame iseti recepti tu arsebobs rom chemma tmam amosvla daicyos,da zustad damiceret ra gavaketo..cinascar didi madloba tu gultan miitant chems gasajirs :)))

    • თეო, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ჯობია ექიმს მიაკითხო.სავარაუდოდ მიზეზი შინაგანია და სხვაგვარი მკურნალობა სჭირდება, ვიდრე უბრალოდ ნიღბებია.

    • teo ratkmaunda pirwel rigshi umdjobesia ekims mimartot,mec mag problemit war dakawebuli ukwe ramodenime celia,sakmaod bewri rame wcade magram shedegi naklebi mkonda. shemtxwewit internetshi, youtube-shi, mowusmine erti kalbatonis wideos, romelsac analogiuri problema konda,da misma kanis ekimma daunishna witamini B kompleksi, ris migebis shedegadac dzalian kmakopili iko, mec ratkmaunda shewidzine da ukwe 3 dgea wswaw, minda gitxra ukwe cota shedegs wxedaw,aramgonia b djgupis witaminebis migebas raime uku tshwenebebi kondes, mxolod tawis dazgwewis miznit mainc gaiaret konsultacia ekimtan, amawdroulad tmistwis, radganac dzalian gamomshrali tma makws, wxmarob argonis zets,

    • ლიკა, თუ თაფლზე ალერგია არ გაქვს, შეგიძლია გამოიყენო ეს ნიღაბი. თაფლს თმა სახეზე არ ამოჰყავს. ზოგადად თმიანობას ჰორმონალური ცვლილებები (ან ჰორმონების მიღება) უწყობს ხელს, ვიდრე რაიმე ინგრედიენტი.

  10. ძალიან მომწონს ეს გვერდი, იქნებ მეც მომცეთ რჩევა, მაქვს ძალიან მშრალი სახის კანი,პატარ პატარა ქეცებივით გამიჩნდა ამ ზამთარს, ამავდროულად ფერიმჭამელები და ლაქების საკმაოდ მომიმრავლდა, მეტყვით მიმართე ექიმსო, მაგრამ ვერა და ვერ მივედი იქამდე, იქნებ სახლის პირობებში მირჩიოთ რამე რა გავაკეთო

    • სავარაუდოდ გამომშრალი კანი გექნებათ და მოგიხდებათ ლოკობეიზ ლიპო კრემი გამომშრალი კანისთვის. აფთიაქებში იყიდება. მაგრამ მაინც გირჩევთ ექიმთან ვიზიტის.

  11. პირველი ნიღაბი ვცადე, მომეწონა. უბრალოდ 2 კოვზი თაფლი მგონი ბევრია. მე დამრჩა მასა.

    მე ზოგადად პრობლემური კანი მაქვს და უკვე რამოდენიმე წელია კოსმეტიკურ მკვებავ კრემებს აღარ ვხმარობ, გარდა სპეციალურისა. ასევე ნიღბებს.
    ძალიან კარგი გამწმენდი ნიღაბია ასევე თაფლის, კვერცხის გულისა და მჭადის ფქვილისგან დამზადებული.

  12. ეს ნიღბები რომელ წლამდე არის განკუთვნილი??ასაკსაც თუ მიუთითებთ ხოლმე კარგი იქნება .. გმადლობთ :)

  13. სახეზე ლაქები არ ვიცი,მაგრამ დეკოლტის არეში და ზურგზე ყავისფერი ლაქები უ გაწუხებთ,რომელიც გაზაფხულზე ჩნდება,შემიზლია აფთიაქის მისამარტი დაგიწეროთ.თბილისში მე მგონი მარტო მანდ მზადდება.

შენ რას იტყვი?

პარიზის მოდის კვირეული არის მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. ნიუ-იორკის, ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ მოდის სამყარო თითქოს იღლება კოლექციების განხილვით, მაგრამ...