Don't miss

4 რამ, რაც ბიკინის ეპილაციამდე უნდა გაიგო [გამოკითხვა]

By on November 30, 2011

ბიკინის ეპილაციაზე (იქნება ეს ცვილით, ელექტრო თუ ლაზერული) მისულს შეიძლება ექიმმა უბრალოდ გითხრას “არაფერია სანერვიულო”, მაგრამ ეს არასდროს არის საკმარისი. უფრო დამაჯერებელი და სასარგებლო იქნებოდა ეს ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები რომ მოეცა. მოკლედ, შემდეგზე, როცა ბიკინის ეპილაციაზე წახვალ აუცილებლად გაითვალისწინე შემდეგი:

1. შეამსუბუქე ტკივილი

დალიე ერთი ტაბლეტი ტკივილგამაყუჩებელი აბი ვიზიტამდე 45 წუთით ადრე. მშვენივრად შეამსუბუქებს ეპილაციისგან გამოწვეულ ტკივილს. ასპირინი ან რამე სხვა მარტივი ტკივილგამაყუჩებელი არამხოლოდ ტკივილს მოგიხსნის, არამედ ზოგში ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებიც შედის.

2. არ დაგეგმო ეპილაცია ზუსტად მენსტრუაციის წინ

ამ დროს შენი კანი მეტისმეტად მგრძნობიარეა, ამიტომ შეეცადე მინიმუმ 4 დღით ადრე მაინც გაიკეთო ეპილაცია. არც კი იფიქრო მენსტრუაციის დროს გაკეთება. არათუ ექიმისთვის იქნება არასასიამოვნო, არამედ გარკვეულ ადგილებში უბრალოდ არ შეიძლება ამ დროს თმის მოცილება.

3. მოერიდე მაშინვე ვარჯიშს და მოტკეცილ ტანსაცმელს

არაფერი “ამახინჯებს” უთმო კანს ისე, როგორც გამონაყარი. სწორედ ეს შეიძლება დაგემართოს, თუკი თმის მოცილებიდან 48 საათის განმავლობაში ივარჯიშებ. რადგან შენი “ახალშობილი” კანი ზედმეტად მგრძნობიარეა ოფლის, ბაქტერიებისა და ტანსაცმელთან ხახუნის მიმართ. ამას გარდა მოტკეცილი ტანსაცმლის (მაგალითად ლეგინსების და ჯეგინსების) ტარება ჩაბრუნებული თმების გაჩენის შანსს ზრდის. მოტკეცილი ტანსაცმლის გამო, შესაძლოა თმის ზრდა უფრო კანისკენ მიიმართოს ვიდრე ხელი შეუწყოს მათ კანს ზემოთ ამოზრდას. ზოგიერთმა დერმატოლოგმა ჩაბრუნებული თმების ტენდენციის ზრდაც კი აღნიშნა, მას შემდეგ რაც ლეგინსები მოდაში შემოვიდა.

4. დაგეგმე ვიზიტი 3–იდან 5 საათამდე

ტკივილის ზღვარი ყველაზე მაღალია დღის ამ მონაკვეთში. ის რამაც შეიძლება დილის 10 საათზე ცხარე ცრემლით გატიროს, ამ დროს უბრალოდ ოდნავ შეგაკრთობს.

რა ზონაში იშორებთ თმას?

View Results

Loading ... Loading ...
    Copyright © PINK MAGAZINE.
Sweet

About Sweet

ბლოგერი, მარკეტინგის სპეციალისტი, რომანტიკოსი, იდეალისტი, Pink.ge-ს სულისჩამდგმელი. გამომყევით ტვიტერზე: @Sweet

5 Comments

  1. sopwka

    sopwka

    02/07/12 at 2:31 pm

    კარგი და საინტერესო რჩევებია ნამდვილად გასათვალისწინებელი

  2. sweet one

    08/25/12 at 11:10 am

    ბავშვებო, გთხოვთ მითხრათ რომელ საიტზე ხდება ფულადი ანაზღაურება სტატების წერის სანაცვლოდ. ახლა ძალიან მჭირდება. ihow.ge ზე დავრეგისტრირდი მაგრამ ვერაფერი გავიგე. ადმინისტაციას 5 ჯერ მაინც მივწერე და პასუხი ვერ მივიღე… იქნებ დამეხმაროთ. გმადლობთ

  3. ENIGMA

    ENIGMA

    09/10/12 at 11:03 pm

    რაღაცეები არ ვიცოდი(( ეხლა მეცოდინება და გავითვალისწინებ . მადლობა ავტორს :*

  4. Lika Lavander

    Lika Lavander

    09/11/12 at 10:32 am

    საინტერესო სტატიაა!

  5. Pingback: ეპილაციის 7 სახეობა [+6 რჩევა მეტი ეფექტისთვის] - PINK MAGAZINE

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


− 2 = two

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>