ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

Pink.ge ქალთა კლუბია. ჩვენ ერთმანეთს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში ვეხმარებით, რათა გარემო უკეთესობისკენ შევცვალოთ.

Learn more

Tags

თუ გსურთ გახდეთ PINK.ge-ს ავტორი, გადახედეთ ამ გვერდს – ვაკანსიები.

2013 წლის 10 იანვრიდან PINK.ge ყველა ავტორს გარკვეულ ფულად პრემიას გადასცემს.

განახლება: 19 მარტი, 2013

3 ქულიანი

სტატია, რომელიც შედის ბლოგების, ქვიზების, ტესტების და წერილების კატეგორიაში, 3 ქულად ფასდება.

6 ქულიანი

სტატია, რომელიც ერთი ან რამდენიმე უცხოური წყაროდან არის ნათარგმნი და ამასთან ერთად კარგად არის მორგებული ქართველ მკითხველს, 6 ქულად ფასდება. სტატია მინიმუმ 200 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს.

ასევე ამ კატეგორიაში ჩავარდება სტატიები, რომლებიც მხოლოდ ავტორის მიერ გადაღებული ფოტოებისგან შედგება და მასში 300-ზე ნაკლები სიტყვაა.

მაგალითი: მის ათასწლეული – ბიონსე

მაგალითი: როგორ მივიღოთ ლამაზი, სექსუალური მუცელი!

9 ქულიანი

სტატია, რომელიც ავტორის პირადი გამოცდილების და დაკვირვებების მიხედვით არის შექმნილი, წარმოადგენს მთლიანად ავტორის ნაშრომს და ინტელექტუალურ საკუთრებას, 9 ქულით ფასდება. მასში უნდა ჩანდეს სიღრმისეული მიდგომა საკითხის მიმართ, შესავალი, თემის გაშლა, ანალიზი და დასკვნა.

ასეთი სტატია მინიმუმ 300 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს. უნდა იყოს ყოველმხრივ გამართული და მედია მასალით გაფორმებული.

მაგალითი: იდეალური მამაკაციJULES: შოპინგი თბილისში (მამაკაცები)

ჰონორარი

  • 1 ქულა = 1 ლარს
  • გასატანი თანხის მოცულობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 50 ლარს. ნაკლები თანხის გაცემა არ ხდება.
  • გასატანი თანხის მიღება შეგიძლიათ emoney-ს მეშვეობით, რომლის ანგარიშის ნომერიც უნდა მიუთითოთ თქვენი პროფილის საკონტაქტო ნაწილში, გრაფაში სახელად AIM.

დამატებითი შეკითხვებით დაუკავშირდით ადმინისტრაციას:

შენ რას იტყვი?